ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. კერძოდ, ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.

სააგენტოს განცხადებით, ნაცროვანი დაავადების  შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ამასთნ, ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დამატებითი ინფორმაცია იხილონ ბმულზე:
 
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service