ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
სახელმწიფო აგრარულ პოლიტიკაში
 სოფლის მეურნეობის დარგი, სადაც მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, მთლიანი შიდა პროდუქციის მხოლოდ 9%-ს აწარმოებს, ხოლო გადამამუშავებელი მრეწველობის წილი 4%-ია.

ცნობილია შემდეგი სტატისტიკა:

ერთი ევროპელი 67 თანამოქალაქეს, ქართველი კი 0,85-ს კვებავს. ანუ საკუთარ თავსაც ვერ არჩენს.

ქვეყნის პრობლემებიდან გამომდინარე, სოფლის განვითარება უნდა იქცეს მთავარ გამოწვევად.

2004 წლიდან რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით თითქმის ყველაზე მცირე დაფინანსება გვქონდა მსოფლიოში. ბოლო წლებში ხელისუფლებამ დაინახა რა სოფლის განვითარების პრობლემების აქტუალობა, სხვადასხვა პროგრამების დახმარების მეშვეობით ეცადა სირთულეების მოგვარებას, რამაც მდგომარეობის გამოსწორების გარკვეული ტენდენციები გამოაჩინა. მიუხედავად ამისა, ზოგადად სოფლის მეურნეობაში და კერძოდ, მეცხოველეობაში, არ გვაქვს წინსვლა და ვფიქრობ, ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ღარიბ მოსახლეობას, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეადგენს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ შეუძლია დღევანდელი საბაზრო ეკონომიკურ პირობებში შეძლოს რაიმეს შეცვლა და მით უმეტეს, წინსვლა.
ამჟამინდელი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში, მაგალითად: ხორცის წარმოება მიახლოებით 51%-ია, დაიწყებს კლებას და ეს განსაკუთრებით ცუდად გამოვლინდა მთიან რეგიონში, 2002 წლიდან 2014 წლამდე, 220 სოფლამდე დაცარიელდა და კიდევ ბევრი დაემატება მთლიანი რეგიონებიდან.
სახელმწიფომ ჯერჯერობით თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მაგალითად: რეგიონებში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე. უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა და შემდეგ შეასყიდოს მოსახლეობას, ფერმერებს; გადამამუშავებლი მრეწველობა მოაგვარებს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებს. საჭიროა სოფლად შეიქმნას მეწარმე, მოტივირებული ფერმერები.

სახელმწიფოს პროტექტიონიზმის გარეშე ვერ განვითარდება მერძეული მიმართულება, საფრთხე შეექმნება კვერცხის წარმოებას, მომძლავრებული იმპორტის პირობებში პრობლემური ხდება ფრინველის ხორცის წარმოება.

უახლოეს ხანში მოსალოდენლია ნედლი ხორცის ფასის მატება და 1კგ-ის ფასი 20 ლარს გადააჭარბებს.
ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბაზარი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების სოფლის პროდუქტების მარეგულირებელს, ადვილად მისაწვდომ გასაღების ბაზარს, რასაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ჭარბი წარმოების შემთხევევაში, რადაგან მათი ბაზარი საგულდაგულოდ არის დაცული.

საქართველოს, სახელმწიფო ნების პირობებში, აქვს საშუალება მოთხოვნა გაამკაცროს შემოტანილი სურსათის ხარისხზე, გაამკაცროს იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი უახლოესი მეზობლები.

სახელმწიფოს მეტი ჩარევა, მეტი გამოკვეთილი მიზანი საშუალებას მოგვცემს სწრაფი ტემპით განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. ამჟამად ყველაზე დიდი იარაღი ჩვენი ხალხის გონებაა, მეცნიერება უნდა წახალისდეს და ქვეყანა შეძლებს არათუ შიდა წარმეობის, არამედ საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას.
საჭიროა მეცნიერება და ბიზნესის სინთეზი, რომ ესა თუ ის დარგი გახდეს ინდუსტრიული. ბიზნესმა იცის მეცნიერული კვლევები როგორ გადაიტანოს რეალობაში და გახადოს მომგებიანი.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების მხარდაჭერა, პოპულარიზაცია. განსაზღვროს, რომელ დარგში არის ჩავარდნა და ეცადოს მის განვითარებას.
თუ პოლიტიკური ნება დაემთხევევა პოტენციალის ზრდას, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უნდა მოხდეს სოფლის განახლება, რომელიც მიმართული იქნება სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ადგილობრივი მოსახლეობის აქტივობისა და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის გაზრდის გზით.
სახელმწიფომ უნდა შეძლოს, შეცვალოს სოფლის მოსახლეობის აზროვნების სტილი და ცხოვრების ხარისხი.

მიხეილ ჭიჭაყუა, "მომავლის ფერმერი", ბიოლოგიის დოქტორი
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service