ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ნედლი რძის გაზრდილი რაოდენობა - პრობლემა თუ უპირატესობა მეწარმეებისთვის?
გაზაფხულთან ერთად ადგილობრივი რძის რაოდენობამაც მოიმატა. რა გავლენა აქვს რძის წარმოების სეზონურობას რძის გადამამუშავებლებზე, ამის შესახებ თავად მეწარმეებს გავესაუბრეთ.

როგორც გაირკვა, რძის გაზრდილი რაოდენობა წველის სეზონზე ნაკლებად არის დადებითი ფაქტორი რძის გადამამუშავებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რძის მატებასთან ერთად მისი ფასიც იკლებს, მეწარმეებს არ უღირთ მეტი რძე ჩაიბარონ, რასაც ყველზე ფასის შემცირებით და ნაკლები მოთხოვნით ხსნიან.

თუმცა, როგორც მეწარმეები განმარტავენ, ისინი იძულებულნი არიან ჩაიბარონ მეტი რძე, რათა შეინარჩუნონ მუდმივი მომწოდებლები ზამთარშიც.  მათი განცხადებით, მათ არ შეუძლიათ უარი უთხრან ფერმებს და ოჯახურ მეურნეობებს რძის შეძენაზე წველის სეზონზე, რათა ზამთარშიც, როცა რძე დეფიციტურია, გააგრძელონ მათთან თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში მეწარმეები არჩევანს არა მოგების მაქსიმიზაციაზე, არამედ რძის სტაბილური მომწოდებლების შენარჩუნებაზე აკეთებენ.

მეწარმეების განცხადებით, მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ჰქონდეთ ისეთ ფერმებთან, სადაც რძის რაოდენობა სტაბილურია სეზონის მიუხედავად. ამის გამო, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, ისინი ინტენსიური ტიპის ფერმებთან თანამშრომლობას ამჯობინებენ.

Georgiandairy ყველის და რძის ბაზრის ფასების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სულგუნის მწარმოებლის მომგებიანობის ყოველთვიურ ინდექსს აქვეყნებს, აპრილის თვის ინდექსი აჩვენებს რომ სულგუნის მწარმოებლების მოგება გაიზარდა როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წელთან შედარებით

წყარო: http://georgiandairy.org/ka/post/nedli-rdzis-gazrdili-raodenoba-problema-tu-upiratesoba-metsarmeebistvishttp://georgiandairy.org/ka/post/nedli-rdzis-gazrdili-raodenoba-problema-tu-upiratesoba-metsarmeebistvis
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service