ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
როგორ დაიპყრო სპრედმა მსოფლიო
სპრედებს ყოველწლიურად 16 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოაქვს მწარმოებლებისთვის. ამ კატეგორიას მიეკუთვნება არა მარტო ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარგარინი, რომელსაც აქტიურად აწარმოებდნენ 90-იანებში, სპრედების კატეგორიაში, დასავლეთის ბაზარზე, შედის როგორც მიწისთხილის კარაქი ასევე ჯემები.

ევროპაში მიწისთხილის კარაქისა და შოკოლადის კარაქის მირთმევა საუზმედ აშშ-დან გავრცელდა, სადაც ეს პროდუქტები უკვე დიდი ხანია საუზმის სტანდარტს წარმოადგენენ. ევროკავშირი დღეს წარმოადგენს ამ პროდუქტების ყველაზე მსხვილ მომხმარებელს: მასზე მოდის სპრედების მსოფლიო ბაზრის 30%, აშშ კი მეორე ადგილზეა. ისრაელში ტრადიციული უფუარი პური - მაცას მირთმევა შოკოლადის კარაქთან ერთად ტრადიციული გახდა.

როგორ იწყებოდა ყველაფერი

მას შემდეგ მარგარინი დიდი მოთხოვნით სარგებლობს, როგორც კარაქის იაფიანი შემცვლელი, მისი მწარმოებელი ბრენდები კი, როგორიცაა Flora, კომპანია Unilever 100 წელზე მეტია რაც არსებობენ. იპოლიტ მეჟე-მურიემ თავისი გამოგონება კომპანია Jurgens-ს მიყიდა, რომელიც კომპანია Unilever-ის შექმნას დაედო საფუძვლად. მარგარინის სახალხო სიყვარულს მასზე აკრძალვებიც მოჰყვა.

მარგარინმა ძალიან სწრაფად დაიწყო კარაქის მწარმოებლების შევიწროება, ხელმისაწვდომი ფასის გამო. უკვე 1886 წელს, აშშ-ს კარაქის მწარმოებლებმა დაიწყეს ე. წ. „მარგარინის აქტის“ ლობირება, რომელიც მარგარინის მწარმოებლების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქტის თანახმად მათ უნდა გადაეხადათ ჯარიმები. იმ დროისათვის 17 წლის წინ შექმნილი პროდუქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. რამდენიმე წლის შემდეგ აკრძალვა მოხსნეს, თუმცა მარგარინის მწარმოებლები აიძულეს შეეწყვიტათ თავიანთი პროდუქტის შეღებვა კარაქის ფერში.

თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როცა მსოფლიოში რძის პროდუქტების და შოკოლადის დეფიციტი იყო, სპრედებისთვის ოქროს ხანა დადგა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებმა პირველად დააფასეს მარგარინი.

1940 წელს, კარაქის მწარმოებლების ზეწოლის შედეგად მარგარინი საერთოდ აკრძალეს კანადაში. ამავე წელს სპრედის მწარმოებლებმა კაკაოს დეფიციტის პრობლემა გადაჭრეს და შეცვალეს შოკოლადი მიწისთხილით ან სხვა ტიპის თხილით. ასეთ სპრედებს შორის ყველაზე პოპულარულია - ნუთელა - რომელიც იტალიურმა კომპანია „ფერერომ“ შექმნა 1946 წელს, როცა კაკაო დეფიციტური აღმოჩნდა და ის ჩაანაცვლეს თხილითა და შაქრით.

სპრედის ბაზარი დღეს

დღეისათვის სპრედების ბაზარმა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია, მისი არსებობის ისტორიაში და წლიდან წლამდე აგრძელებს ზრდას, ფინანსური კრიზისების დროსაც კი. Grand View Research-ის მონაცემებით, ალტერნატიული „რძის“ პროდუქტების ბაზრის ღირებულება 10 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, ბაზრის 60%-ს წარმოადგენს სასმელები, კერძოდ კი სოიოს „რძე“. პროგნოზის თანახმად 2024 წლისთვის ბაზარი სამჯერ და მეტად გაიზრდება და მისი ღირებულება 35 მილიარდ დოლარამდე იქნება.

გასულ წელს მარგარინის მსოფლიო ბაზრის ღირებულება 2,25 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა (MarketsandMarkets). ის განაგრძობს ზრდას მიუხედავად ჯანსაღი კვების რეკლამისა და მარგარინში არსებული ტრანსცხიმების უარყოფითი თვისებების ჩვენებისა. 2022 წლისთვის ბაზრის ღირებულება 2,66 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, მისი გამოყენება ძირითადად პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო წარმოებაში ხდება.

მარგარინის ბაზრის ასეთი ზრდა, სავარაუდოდ, კარაქის და ტრადიციული რძის პროდუქტების  მოხმარების ზრდის ფონზე შესამჩნევი არ იქნება. Unilever დიდ ბრიტანეთში სპრედების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელმაც უკვე აღიარა, რომ კარაქმა დაიწყო მარგარინის მოხმარების შევიწროება. 2013 წელს კომპანიამ პირველად დაამატა ნამდვილი კარაქი საკუთარი წარმოების მარგარინის ცნობილ ბრენდს  Rama-ს.

ბოლო წლების განმავლობაში, კარაქის ბაზარი ყოველწლიურად დაახლოებით 3,1%-ით იზრდება. USDA-ს შეფასების თანახმად, კარაქის მოხმარებამ აშშ-ში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი მოხმარება 25%-ით გაიზარდა.

წყარო: milkua.info

http://georgiandairy.org/ka/post/rogor-daipqro-spredma-msoplio
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service