ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მეღორეობის მრავალსართულიანი ფერმები
ჩინეთში მეღორეობის მრავალსართულიან ფერმებზე ინტერესი სულ უფრო იზრდება და ჩინეთში მეღორეობის მრავალსართულიანი ფერმების მშენებლობაში საკაოდ დიდი ფულიც იდება.

ექსპერიმენტში რამდენიმე კომპანია უკვე აქტიურად არის ჩართული, იმის მიუხედავად რომ ევროპაში ასეთმა მცდელობამ არცთუ სასურველი შედეგი გამოიღო. ცნობილია ისიც, რომ ღორების 2-3-4 და მეტ სართულზე დაბინავება და ძალზე სახიფათოა, რადგან დაავადების გაჩენისა და მთელ ფერმაზე სწრაფად გავრცელების რისკი ძალზე დიდია.

ამის მიუხედავად ჩინელი მეღორეები მზად არიან გარისკონ. მაგალითად, კერძო სასოფლო-სამეურნეო კომპანია Guangxi Yangxiang Co Ltd მართავს ორ შვიდ სართულიან ღორების ფერმას და მათზე კიდევ 4 სართულის დაშენებას აპირებს და იგი მსოფლიოში ყველაზე მრავალსართულიან ღორების ფერმა გახდება.

„მრავალსართულიან ღორების ფერმას ბევრი უპირატესობა აქვს, _ ამბობს სიუნ ცზიანი, კომპანიის მენეჯერი, ეს ზოგავს ენერგიას და რესურსებს. მცირე მიწის ნაკვეთზე ძალიან ბევრი ღორის გაზრდაა შესაძლებელი.

ევროპული კომპანია, რომელიც მრავალსართულიან ღორების ფერმებს საწარმოებს აწვდის მოწყობილობებს, ხედავენ რომ აზიის ქვეყნებში ასეთ ტექნოლოგიებზე მოთხოვნილება იზრდება.  

„ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს და მოთხოვნილებას მოწყობილობებზე, ძირითადად ძირითადად ორ და სამსართულიან ფერმებზე, _ ამბობს ვან ისუმი, ჰოლანდიური კომპანიის წამყვანი დირექტორი, რომელიც სამხრეთ კორეაში ამგვარ ფერმის სავენტილაციო სისტემებს აწვდის.

ღორების მაღლივი ფერმები ჯერ კიდევ ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება ვითარება შეიცვალოს.

პროვინცია ფუცზიანში კომპანია Jinxinnong Technology Co Ltd ასევე გეგმავს 150 მილიონი იუნი (24 მილიონი აშშ$) ჩადოს ორ ხუთსართულიან ღორების ფერმაში. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მათ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიაა, ვინც პროვინციაში მრავალსართულიან ფერმებს აშენებს.

ჩინური კონგლომერატი CP Foods, კომპანია  Zhejiang Huatong Meat Products Co -თან ერთად

ოთხ ექვს სართულიან ღორების ღორების ფერმას აშენებს შანხაისთან ახლოს.

წყარო: www.reuters.com

http://agronews.ge/chinuri-intensiuri-meghoreoba-mravlsarthuliani-phermebi/
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service