ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
რძით წარმოებული ლუდი
უახლოეს მომავალში ლუდის მაგვარი ფერმენტირებული და მოხარშული რძე შეიძლება გამოჩნდეს ბაზარზე. კორნელის უნივერსიტეტის კვების მეცნიერების ასისტენტ-პროფესორი, ალქაინი რძის ნარჩენებისგან ქმნის სასიამოვნო არომატის მქონე სასმელს ალკოჰოლის ეფექტით.

ნიუ-იორკში ბერძნული იოგურტის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზა შეიძლება იყოს ალკოჰოლური რძის ნაწარმის შექმნა. რძის ალკოჰოლურ სასმელად გადაქცევა არ არის მარტივი ამოცანა. რძეში არსებული ლაქტოზა და შაქარი ტრადიციული ლუდის საფუარით არ გარდაიქმნება და დაიშლება.

ალქაინის სახელობის ლაბორატორია მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე. ერთი გზა არის ფერმენტაციისთვის სხვადასხვა ბაქტერიისა და განსხვავებული სახეობის საფუარის გაერთიანება და ამ გზით ალკოჰოლის წარმოება.

არსებობს მეორე გზა - ქერის გამოყენება. ტრადიციული წყაროა ამილაზას ფერმენტის გამოყენება, რომელიც შლის შაქარს. ქერი კი შეიცავს ფერმენტებს, რომელიც შლის ლაქტოზას, მაგრამ სჭირდება განსხვავებული ტემპერატურა, ვიდრე ტიპურ შემთხვევაში ლუდის გამოხდისას.

მეცნიერმა აღმოაჩინა ზუსტი დრო და ტემპერატურა, რომლის დროსაც ლაქტოზა გარდაიქმნება გლუკოზად და გალაქტოზად, რომელიც საჭიროა ლუდის საფუართან ერთად ალკოჰოლის მისაღებად.

მეტი კვლევაა საჭირო აღნიშნული პროცესების სრულყოფისთვის, მაგრამ ალქაინი ფიქრობს, რომ რძით დამზადებული ალკოჰოლი ბაზარზე მალე გამოჩნდება. „ამჟამად ლუდის ქარხნები ალკოჰოლის საწარმოებლად იყენებენ ქერს, ჭვავს, ხოლო რძე არის სიახლე, განსაკუთრებით, ახლა, როცა მომხმარებლები ითხოვენ სიახლესა და საინტერესო არომატებს“ -ამბობს პროფესორი.

მასალა მომზადებულია "მომავლის ფერმერის" მიერ http://www.agrinews-pubs.com -ის მიხედვით
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service