ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ახალ თაობას გმო არ აშინებს!
დიდ ბრიტანეთში ჩატარდა სოციალური გამოკითხვა თემაზე, თუ როგორ ხედავენ სოფლის მეურნეობის მომავალს. კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაობა არ იზიარებს ძველი თაობის შეხედულებას გმო პროდუქტებთან დაკავშირებით, პირიქით, ემხრობიან „რევოლუციური“ ტექნოლოგიების დანერგვას. ადრე ბრიტანეთში საზოგადოება ერთხმად ეწინააღმდეგებოდა გმო პროდუქტებს, მილენიუმის თაობა კი საფრთხეს ვერ ხედავს მასში.
ასევე, გამოკითხულთა 2/3 ნაწილი (67%) აგრო დრონის გამოყენების მომხრეა, მათი აზრით, აგრო დრონი გაზრდის  წარმოებასა და მოსავალს.

1600 გამოკითხულიდან, რომელთა ასაკი  18-დან 30 წლამდეა, გამოხატეს დიდი ინტერესი ახალი ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ფერმერებზე და ასევე, ახალგაზრდა კადრების დიდ ინტერესს გამოიწვევენ.

გამოკითხულთა 65%-მა მხარი დაუჭირა მეცხოველეობაში დრონის გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც დაადგენენ ცხვრების სულადობას,  63% - კი დაეთანხმა დრონის გამოყენებით ნიადაგის შეფასებას, მონიტორინგსა და დამუშავებას.

განსაკუთრებით აქტიურობდნენ რესპოდენტები 18-დან 24 წლამდე, მათი 50% თვლის, რომ ინოვაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ ბრიტანეთის აგრობიზნესის მდგრადობა. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია მცირე აღმოჩნდა, მხოლოდ 20% იყო მოწინააღმდეგე გენმოდიფიცირებული გენების  და გმო პროდუქტების.

მასალა მომზადებულია "მომავლის ფერმერის" მიერ https://www.agroxxi.ru/ -ს  მასალის მიხედვით

 

ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service