ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
თერმოსათბური - ყაზახი ფერმერის წარმატებული გამოცდილება
თუ ბუნებრივი პირობები ხელს გიშლით ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების  მოყვანაში, გულს ნუ გაიტეხთ.

ყაზახეთის, კოსტანაის ოლქში პირველი თერმოსი სათბური აშენდა. ასეთი სათბურის მშენებლობა და ექსპლუატაცია ჩვეულებრივ სათბურთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია, ხოლო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით კი მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება. ასეთ სათბურში ჩრდილო ყაზახეთის მკაცრი ბუნებრივი პირობების მიუხედავად ეგზოტიკური ხილის მოყვანაც კი შეიძლება.

თერმოს-სათბური არაჩვეულებრივია იმითაც, რომ გარეთ, ღია ცის ქვეშ მხოლოდ სახურავია განთავსებული, დანარჩენი ნაგებობა მიწაშია, კვლებიც კი მიწისქვეშაა მოწყობილი.

კასტანაის ოლქში პირველ თერმოს-სათბურის აშენება ოლქის მკვიდრმა ჟოლბოლსინ აბიშევმა გადაწყვიტა.

ის პროექტ „ბასტაუ ბიზნესის“ ერთ-ერთი პირველი მონაწილეა, სადაც მან სპეციალური კურსები გაიარა, შეიმუშავა ბიზნეს-გეგმა და სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხიც მიიღო. სათბურის მშენებლობა ზამთრის ბოლოს დაასრულა და გათბობის ჩართვის შემდეგ კვლებზე გამოჩნდა პირველი ნერგები.

ასეთ პირობებში თავისუფლად შეიძლება ციტრუსების მოყვანაც კი ამბობს ჟელბოლსინ აბიშევი, მაგრამ ეს  სამომავლო გეგმაა, მანამდე კი მეწარმე გათვლას ბოსტნეულზე: კიტრზე, პამიდორზე, წიწაკაზე, მწვანილზე სხვა.



წყარო:http://agronews.ge/thermos-sathburi-qhazakhi-phermeris-tsarmatebuli-gamotsdileba/
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service