ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
აგროსატყეო მეურნეობა - სოფლის მეურნეობის პერსპექტიული მიმართულება
აგროსატყეო მეურნეობა მიმზიდველი და სასარგებლო ჰობია. აშშ-ში, ატლანტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურმა დაიწყო პროექტი, რომელიც ჯორჯიის შტატში პროდუქტების ტყის გაშენებას გულისხმობს. ტყე ატლანტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7 ჰექტარს დაიკავებს.

პროექტში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას იღებენ ინდური ტომები. აღნიშნული პროექტი ჩაფიქრებული იყო დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად, რომელთაც არ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის ჯანსაღი პროდუქტის შეძენა.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ეკონომიკური კვლევის სამსახურის ინფორმაციით, ატლანტის მოსახლეობის 22.3% ცხოვრობს "ღარიბ უბნებში" და ყველას არ შეუძლია შეიძინოს ჯანსაღი  ბოსტნეული. სურსათის დარგვის საპილოტე პროგრამის მხარდასაჭერად, CFP- მა დაახლოებით $ 86,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სატყეო მეურნეობის თანამშრომლებმა 2016 წელს ჩაატარეს გამოკითხვა, მათ აინტერესებდათ საზოგადოების აზრი, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროდუქტების ტყე და რა კულტურების დარგვას ისურვებდნენ? მათ არჩევანი მაყვალსა და ვაზზე გააკეთეს, შესაბამისად პროექტის ხელმძღვანელებმა დაიწყეს მაყვალის, თხილისა და ვაზის დარგვა. პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები და მოსწავლეები. მოსახლეობის ყურადღების მისაქცევად, პროდუქტების ტყის ტერიტორიაზე ხშირად იმართება ფესტივალები და სხვადასხვა ღონისძიებები.

პროექტის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ აგროსატყეო მეურნეობა არის სოფლის მეურნეობა, რომელიც აერთიანებს ტყეებს და მცენარეებს, აქვს კარგი პერსპექტივები.

მასალა მომზადებულია "მომავლის ფერმერის" მიერ https://www.agroxxi.ru -ის მიხედვით.
 
 
 
 
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service