ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ოთხი ნაბიჯი საკვებზე დანახარჯების შესამცირებლად
ნაღდ ფულთან დაკავშირებულ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე მაღალ ფასებს. იმ პერიოდში, როცა რძის ფასები დაბალია, ფერმერები გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე იღებენ, თუმცა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, გადაწყვეტილებები უნდა იყოს აწონილ-დაწონილი და კარგად გააზრებული.

რადგან საკვებზე დანახარჯები მთლიანი დანახარჯების 50-60% შეადგენს, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო რაციონის შედგენისას.

1. ინგრედიენტების ნაკლი - ხშირად რაციონი შედგება კომპონენტებისგან, რომელთაც  არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ. ზოგიერთ მერძევეს შეაქვს ისინი რაციონში, რადგან თვლიან რომ ამით რაციონი უკეთესი ხდება. რაციონის შედგენის უახლესი პროგრამები საშუალებას აძლევს სპეციალისტებს შექმნან ჯანმრთელი რაციონი, რომელიც განსხვავდება ადრე შეთავაზებული რაციონებისგან შემადგენლობითა და ინგრედიენტების რაოდენობით. ძროხებს აქვთ გარკვეული კვებითი მოთხოვნილებები, მაგრამ მათთვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც იონჯის თივის, სიმინდის სილოსისა და მზესუმზირის შროტის ან რომელიმე სხვა საკვების მიწოდება.

უხეში საკვების მონელების ტესტირების უახლესი მეთოდები საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ და დავაბალანსოთ რაციონი მცირე ნაკლებით შემადგენლობაში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო რაციონი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედიოდა იონჯა. რაციონის შედგენის თანამედროვე პროგრამების საშუალებით კი შესაძლებელია როგორც უხეში საკვების ასევე კონცენტრატების ჩანაცვლება ისე, რომ არ გაუარესდეს პროდუქტიულობა, ჯანმრთელობა ან რეპროდუქცია.

უხეში საკვებისა და კონცენტრატების თითოეული ჯგუფი უნდა შეფასდეს კვებითი ღირებულების მიხედვით. თუ ის დაბალია სხვა ინგრედიენტთან შედარებით, საჭიროა რაციონის დაბალანსება შესაბამისი ინგრედიენტით, ამასთან უნდა დარწმუნდეთ რომ ის აკმაყოფილებს კვებითი ღირებულების ყველა მოთხოვნას. კომპონენტებმა უნდა გაამდიდრონ რაციონი. საუბარია მაგალითად,  ამინომჟავების შემცველობაზე ნედლ პროტეინთან შედარებით.

2. მშრალი ნივთიერების გამოყენება - საკვებზე მინიმალური დანახარჯებით რძის წარმოების გაზრდის ერთ-ერთ სტრატეგიას საკვების გამოყენების ზრდა წარმოადგენს. იმის ნაცვლად რომ ვიზრუნოთ ეკონომიაზე რაციონში ცვლილებების შეტანს შედეგად, ან რძის რაოდენობის ზრდაზე ნაკლები დანახარჯებით, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ისეთი გზების ძიებაზე რომელიც აიძულებს პირუტყვს ჭამოს მეტი.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ რომ უკვე ეფექტურად ვმართავთ პირუტყვის რაციონს და რომ კვების განრიგში ცვლილების შეტანა ძალიან რთულია. შედეგად, კონცენტრაციას ვახდენთ უფრო მარტივ საკითხებზე: ვამცირებთ მაღალ ფასიანი ინგრედიენტების რაოდენობას, რძის წარმოების ხარჯზე. საკუთარი თავის გამოცდით, ყველა ფაქტორის შეფასებით, რომელიც ოპტიმალურ მოხმარებაზე ახდენს გავლენას. შესაძლოა, თქვენ მოახდინოთ უფრო მეტი დროისა და ფულის ეკონომია, მინიმალური ცვლილებების განხორციელებით და კვების მართვით, ვიდრე რაციონის შეცვლით ფულის დაზოგვის მიზნით.

3. შეისწავლეთ ყველა ინგრედიენტი, რომელსაც არა აქვს კონკრეტული კვებითი ღირებულება რაციონში. აქ იგულისხმება საკვები დანამატები. მაშინ როცა ზოგიერთ საკვებ დანამატს დიდი მნიშვნელობა აქვს და ღირს ხარჯის გაწევა მასზე, არსებობს ბევრი დანამატი, რომელიც არ არის შესწავლილი მეცნიერების მიერ, თუმცა მაინც გამოიყენება. ამგვარად, გამოიყენეთ მხოლოდ ის დანამატები, რომლებმაც კვლევის შედეგად დადებითი შედეგები აჩვენეს.

4. ახლად მოლოგინებული პირუტყვის ჯანმრთელობა და ლაქტაციის პიკი - თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ ახლად მოლოგინებული პირუტყვის პროდუქტიულობა, გააკეთეთ ეს უკვე ახლა. გაანეიტრალეთ ყველა შემზღუდველი ფაქტორი, იმისათვის რომ გაზარდოთ რძის წარმოება:

მასტიტი - ჰიგიენის დაცვა სადგომში პირუტყვის მშრალად ყოფნის გვიან პერიოდში, გაანადგურებს მასტიტის წყაროებს მოგების შემდგომი პირველი კვირის განმავლობაში. ძროხებში მასტიტის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მაკედ ყოფნის პერიოდში, ვიდრე ლაქტაციის სხვა პერიოდებში, ამიტომ სადგომი ყველაზე სუფთა მდგომარეობაში სწორედ პირუტყვის მშრალად ყოფნის პერიოდში უნდა იყოს.

მეტაბოლიზმის დარღვევა - მშობიარობის შემდგომი ჭრილობების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევების 1%-ს. მშრალი ან თხევადი ანიონური მარილი ეფექტურია მჟავიანობისთვის პირუტყვის მშობიარობამდე რათა მივიღოთ კალციუმის მეტაბოლიზმი, საკმარისი იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჰიპოკალცემიის პრევენცია.

მშობიარობის შემდეგ ფურის რაციონი შეიცავს უფრო მეტ უჯრედისს და ცილას და ნაკლებ ენერგიასა და ნახშირწყალს. პირუტყვის გამოკვება ასეთი რაციონით დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს მის პროდუქტიულობაზე მომავალში.

წყარო: milkua.info
http://georgiandairy.org
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service