ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
რა უნდა ვიცოდეთ ძროხის ქცევების შესახებ ხბოს მოგების წინ და მოგების დროს?
როგორ ჩატარდეს მოგება გართულებების გარეშე?

ჯანმრთელი ხბოს მისაღებად უნდა შესრულდეს:


I.    მოგება გართულებების გარეშე - ამის მისაღწევად:

1)    უნდა ვერიდოთ სადედე ფურების გასუქებას ლაქტაციის ბოლოს და მშრალობის პერიოდში.

2)    მშრალობის პერიოდში ძროხის ცოცხალი მასა უნდა გაიზარდოს, მაგრამ არაუმეტეს 50-75კგ-ით.

3)    აუცილებელია, ძროხების მაკეობის ბოლო კვირეების განმავლობაში, რაციონში მინერალური დანამატების (კალციუმი, ფოსფატი, მაგნიუმი) შეტანა,  ასევე ყოველდღიური მოციონი (სეირნობა) იმისათვის, რომ ავიცილოთ ძროხებში მოგების შემდგომი პარეზი (პარეზი - ეს არის თავის ტვინის ანემია - სისხლნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია ჯიქნისა და მუცლის ღრუს სისხლძარღვებისკენ სისხლის ძლიერი მიწოლით).

4)   ხბოს მოსაგებად შევარჩიოთ ოპტიმალურად მოწყობილი სადგომები (არსებობს ხბოს სპეციალური ქოხებიც).


II.    ვაკონტროლოთ ძროხა მოგების წინ:


1)    მოგების წინ გამოცდილი პატრონები:

ა) ძროხის ყველა ნაბიჯს ამოწმებენ, რათა იგი არ დაშავდეს, არ შეშინდეს, არ შეჭამოს ცუდი საკვები და  დაწესებულ დროში მშვიდობიანად მოიგოს ხბო.
ბ) აძლევენ თბილ ქატოიან ან შვრიის ფქვილიან, პურის ნარჩენებიან სალაფავს. ასევე თბილ სუფთა წყალსაც.
გ) ასუფთავებენ სადგომს, ძირს უფენენ ჩალას (ნახერხი - არასასურველია).

2)    მოგების წინ ძროხა გულმოდგინედ უნდა იყოს გასუფთავებული.

3)    მოგებამდე 2-3 კვირით ადრე ძროხას უდიდდება ცური, მუცელი ქვევით ეშვება, რამდენიმე დღით  ადრე კი მყესები კუდის ფუძესთან დუნდება, შეხებისას რბილია. გარე სასქესო ორგანოები შესივდება.

4)    მოგებამდე რამდენიმე საათით ადრე კერტებში უდგება რძე, საშოდან გამოიყოფა ლორწო, ძროხა იწყებს შფოთვას, უკან ცქერას, ხშირად წვება, ბღავის, ანაცვლებს უკანა კიდურებს, ანალური ხვრელიდან გამოდის გაზები თხელ ნაკელთან ერთად. ძროხა ცუდად იღებს საკვებს ან საერთოდ უარს ამბობს.

5)    თუ ძროხას ქედიდან გავისკენ ძვლები ერთმანეთს შორდება ისე, რომ შეიძლება მათ შორის ხელისგული ჩაეტიოს, რამდენიმე საათში ელოდეთ მოგებას, ხოლო როდესაც გავის ძვალთან მკვეთრად გამოისახება ჩაღრმავება და შეხებისას ის რბილია, მაშინ 2-3 საათში ელოდეთ მოგებას.

6)    მოგების დაწყების საიმედო ნიშნებია: მკაფიოდ გაბზეკილი კუდი, ლორწოს გამოყოფა და სანაყოფე ბუშტის გახეთქვა (საშოს ყელთან გამოჩნდება ხბო).

7)    მოგების წინ აკონტროლებენ ხბოს მდგომარეობას.

8)    აუცილებელია სანიტარული მოთხოვნების დაცვა ძროხების ვაგინალური გამოკვლევისას (საჭიროების შემთხვევაში უმჯობესია ექოსკოპიური კვლევა).

9)    თუ მოგების წინ ძროხის ცური ძალზე იბერება, ასეთი ცურით ძროხას ეშინია დაწოლა, ამიტომ აუცილებელია ძროხა ერთჯერადად მოიწველოს, მაშინ ის წყნარად დაწვება და მოგება ჩაივლის ნორმალურად.

10)    მოგების დროს ცხოველი უმჯობესია იწვეს, საჭიროა მაქსიმუმ 2 ადამიანი ხბოს მისაღებად (შემჩნეულია, რომ ბებერი ძროხები 7-8 მოგების შემდეგ ხბოს იგებენ ჩვეულებრივ ფეხზე მდგომნი).

11)    ხბოს გამოქაჩვა ხდება მხოლოდ სამშობიარო ტკივილების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს პაუზებს ტკივილებს შორის.

12)    თუ ხბოს მოგება ნორმალურია, მაშინ პროცესი გრძელდება არაუმეტეს ერთი საათისა.

13)    მოგების დაწყების ჩვეულებრივი ნიშნებიდან გადახრის შემთხვევაში მიმართავენ ვეტერინარს (სანაყოფე ბუშტის გასკდომიდან 2-3 საათში).

14)    იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღამის არასასურველი მოგება, არის ასეთი პრაქტიკა, ძროხის გაშრობისას იგი ბოლოჯერ უნდა მოიწველოს დილით, მაშინ იგი მოიგებს დღისით.

15)    თუ პირველი მოგება ხდება ძროხის დაბალი ცოცხალი მასისას, მაშინ ის, როგორც წესი,  მძიმედ მიმდინარეობს.

16) შემდგომში, თუ არ მივიღებთ ზომებს ძროხის ცოცხალი მასის გასაზრდელად და ნაკვებობის გასაუმჯობესებლად, ის შეიძლება არ ახურდეს მოგების შემდგომ 7-12 თვის განმავლობაში, ანუ ძროხა რჩება დაუმაკებელი.

17) მოგებიდან პირველ ხანებში ძროხის წველადობა იზრდება და მაქსიმუმს აღწევს მეორე თვის შუაში, შემდეგ მცირდება.

18) თუ ძროხა დამაკდა, იკლებს წველადობა - მეორე თვიდან მერვე თვემდე 100 გრ-დან 3კგ-მდე. მთლიანად ლაქტაციის განმავლობაში 250-300 კგ-ით.
 
 
ახალშობილი ხბო - როგორ მოვიქცეთ?
 
 
 
1.    მნიშვნელოვანია დავიცვათ შემდეგი:
 
-    სუფთა და მშრალი ქვეშაგები;
-    ჰიგიენა, რძის ნარევის მომზადებისას ხბოებისთვის დასალევინებლად;
-     ვიყენებთ ყოველი ხბოსათვის ინდივიდუალურ ჭურჭელს.

2.    ხბოს სადგომის საგულდაგულო დალაგება, მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

-     ნაკელის აღება;
-     წყლით რეცხვა (უმჯობესია მაღალი წნევის ჭავლურ-ჰიდრავლიკური აპარატის მეშვეობით);
-     სადგომს შემდეგ უნდა ვაცალოთ გაშრობა.


P.S.  უსუფთაობა სამშობიარო ბოქსებში ზრდის ახალშობილი ხბოების დაავადების რისკს. დაავადებათა აღმძვრელების განეიტრალება ანუ - მხოლოდ დროული წმენდა და დეზინფექცია იძლევა ინფექციური დაავადებათა გაჩენის რისკის შემცირების გარანტიას.

სუფთა სადგომი (ბოქსი) და მშრალი ქვეშაგები ასევე ამცირებს ხბოებში ფაღარათის წარმოქმნის რისკს.


ხსენი

ხსენი აუცილებელია ჯანმრთელი ხბოებისათვის.


ხსენის დალევინების მნიშვნელობა:

 

1. ყოველ ხბოს მისი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, მისი სიცოცხლის პირველი 2 საათის განმავლობაში მაინც უნდა დავალევინოთ მინიმუმ 3 ლ ხსენი.
 
2. თუ ხბოები ძროხასთან რჩებიან უმეთვალყურეოდ, მათ აკლდებათ 50% ხსენი, ამიტომ საჭიროა 3 ლიტრი ხსენის დალევინება საწოვარიანი ბოთლით.
 
3. ხსენის გამოწველა შესაძლებელია მობილური საწველი აპარატებით; სრული გამოწველა სასარგებლოა როგორც ძროხის, ისე - ხბოსათვის.
 
4. ხსენი ასევე შეიძლება დავალევინოთ შედედებული სახით საწოვარიანი ჭურჭლიდან.
 
5. სხვადასხვა ცხოველთა ხსენის შერევა არასასურველია (ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამომწვევთა გადაცემა).

6. ხბოები, რომლებიც არ სვამენ ხსენს ნებაყოფლობით, მას უნდა მიეცეს ზონდის  საშუალებით.

7. აუცილებელია ხსენის დალევინების ორგანიზების კონტროლი.
 
 
 
ყურადღება!  იძულებითი დალევინება არ უნდა იყოს რეგულარული, ანუ უნდა მივაღწიოთ ხბოს მიერ ხსენის ნებაყოფლობით მიღებას.

ჯანმრთელი ხბო მომავალი მაღალნაყოფიერი მერძეული ან მეხორცული ძროხაა.


მიხეილ ჭიჭაყუა, "მომავლის ფერმერის"
მთ. ვეტკონსულტანტი,  ბიოლოგიის დოქტორი
 
ჟურნალი "ახალი აგრარული საქართველო"
№2 (70), თებერვალი, 2017


ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service