ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია

რომელი კულტურების შემდეგ უნდა დაირგას კარტოფილი?
 
კარტოფილის კარგი წინამორბედებია: თავთავიანი კულტურები, პარკოსნები, ბაღჩეული კულტურები, მრავალწლიანი ბალახები.

ზაფხულში შეიძლება დაირგას ნიორის, ხახვის, კომბოსტოს, კიტრის მოსავლის აღების შემდეგ. მისი მოყვანა დაუშვებელია თამბაქოს, პომიდორის, წიწაკის, ბადრიჯნის შემდეგ.

კარტოფილის გამრავლების წესი

კარტოფილი შეიძლება გამრავლდეს თესლით (გენერაციული), ტუბერით (ვეგეტატიური). თესლით გამრავლებას იყენებენ სელექციაში.

დარგვა შეიძლება როგორც მთლიანი ტუბერით, ისე დაჭრილი. მხოლოდ დაჭრილ ტუბერს უნდა ჰქონდეს კვირტები. ტუბერის წონა უნდა იყოს 60-70 გრამი. უფრო დიდი დაიჭრება დარგვის დღეს, ისე რომ კვირტებები გაყვეს. დასარგავი ტუბერი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი. საადრეო კაროგილის სარგავი მასალა უნდა შეჭკნეს, ამის შემდეგ დაირგვება და სწრაფად აღმოცენდება.

საადრეო კარტოფილის დარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე, ყინვების გასვლის შემდეგ იაროვიზებული ტუბერებით. უნდა შეირჩეს საადრეო ჯიშები, რომელიც მოსავალს აღმოცენებიდან 40- 60 დღეში იძლევიან. საადრეო კარტოფილის აღება საქართველოში მაისის ბოლოდან იწყება და ივლისის პირველ ნახვრამდე გრძელდება

ზაფხულში შეიძლება დავრგათ ახალი მოსავლის კარტოფილი. აღმოცენების დაჩქარების მიზნით ხდება მათი წინასწარი გაღივება.

რა სიღრმეზე უნდა დაირგას კარტოფილი?

დარგვის სიღრმე ნიადაგზეა დამოკიდებული. მსუბუქ ნიადაგზე ღრმად ირგვება 7-8სმ სიღრმეზე, მძიმე ნიადაგზე - 5-6 სმ-სიღრმეზე. დარგვის წინ ტარდება ნიადაგის მომზადება, კულტივაცია, ფრეზირება, ნიადაგში სასუქების შეტანა. კარტოფილის დარგვა მექანიზებულია, სადაც მექანიზაციას ვერ იყენებენ იქ შეიძლება ხელით დაირგას.

შემოდგომაზე დარგვისას ყურადგება უნდა მივაქციოთ დარგვის  ადგილს, წყალგაუმტარი არ უნდა იყოს. დარგულმა ტუბერებმა  გამოზამთრება უნდა შეძლონ. საუკეთესო სიღრმეა  15 სმ. დარგვის შემდეგ უკეთდება ნაზურგი ბაზო ბუდნის თავზე.
 
თამარ ვახტანგაძე

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service