ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ვაზი
Vitis Line

ვაზი ერთ-ერთი უძველესი მცენარეა. მისი პირველი წარმომადგენლები ცარცის ეპოქაში გაჩნდნენ. ვაზი მხვიარა მცენარეა და ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ამ ოჯახს ვიტაცე (vitaceae) ანუ ამპელიდე (Ampelideae) ეწოდება.

საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის - კულტურული ვაზის უშუალო წინაპრის გავრცელება და ადგილობრივი ჯიშების სიმრავლე იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ეს ფაქტი დღეს აღიარებულია როგორც ქართველი, ასევე - მრავალი უცხოელი მკვლევარის მიერ.

ვაზის ნაყოფიდან მიღებული პროდუქცია მრავალი დანიშნულებით გამოიყენება სამეურნეო თვალსაზრისით. 1. სუფრის ყურძნის. 2. საღვინე. 3. საკონიაკე. 4. ყურძნის წვენისა და კონცენტრატების. 5. საქიშმიშე. 6. მარინადების, საკომპოტე, მურაბების და სხვა. 7. საძირე და დეკორატიული დანიშნულების ჯიშები.

ყურძენი ითვლება საუკეთესო დიეტურ და გემრიელ საკვებად... მასში შაქრების შემცველობა 18-25%-ია, შეიცავს B1, B 2, B6, B12, C. P. მწიფე ყურძენი შაქრების გარდა შეიცავს სიმჟავეებს (ღვინის, ვასლის, ლიმონის და სხვა) და მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას და სხვა).

საქართველოში ვაზის განვითარების ციკლი ორ პერიოდად იყოფა 1) სავეგეტაციო პერიოდი 2) მოსვენების პერიოდი.

ვეგეტაციის დასაწყისი იწყება გაზაფხულზე როცა ჰაერის საშუალო ტემპერატურა   100  დაბალია. ვაზის ტირილი იწყება მარტის ბოლოს და მთავრდება აპრილის შუა რიცხვებში. წვენის გამონადენი შეადგენს 1,5-3 ლიტრს. უმრავლესი ჯიშის კვირტის გაშლა იწყება აპრილში. ზღვისპირა რაიონებში მარტის ბოლოდან.

კვირტების გაშლა და ყლორტების აქტიური ზრდის პერიოდის ფაზა გრძელდება 25-55 დღე.

ყვავილობის ფაზა გრძელდება 5-14 დღე. დაბალ ტემპერატურაზე, გრილ ამინდში შეიძლება ჩამოცვივდეს მთლიანი ნასკვები და მოსავალი განადგურდეს. ვაზის ყვავილობა საქართველოში მიმდინარეობს 20-25 მაისიდან 10-12 ივნისამდე. მარცვლების ზრდა იწყება ივნისში და გრძელდება 1-2 თვე. სრული სიმწიფე შეიძლება ზუსტად დადგინდეს შაქარ-მჟავიანობის დინამიკის ზუსტი შეწამვლით. სუფრის ყურძენი ტრასნსპორტაბილურობისათვის იკრიფება ოდნავ დაუმწიფებელ მდგომარეობაში. მეღვინეობისათვის ყურძენი იკრიფება ტექნოლოგიური სიმწიფის დონეზე. ყურძენში შაქრის შემცველობა უნდა იყოს, მშრალი ღვინოებისათვის 18-20%. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოებისათვის 22-24%, ცქრიალა ღვინოებისათვის 18-19%.

სავეგეტაციო პერიოდი იწყება კვირტის გაშლიდან და მთავრდება ყურძნის სრული სიმწიფით.

აქედან გამომდინარე მეტად საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 95-120 დღეა. ხოლო მეტად საგვიანო პერიოდის ჯიშების (ოჯალეში, ჩხავერი) 210-220 დღე.

ვენახის გაშენება და მოვლა

ვენახის გაშენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული მომავალი ნარგაობის სამეურნეო თვისებები.

ვაზი იზრდება ყოველგვარ ნიადაგზე, გარდა ჭაობიანი და მლაშე ნიადაგებისა. თუმცა თუ სათანადო მელიორაციული ღონისძიებები წინასწარ იქნა ჩატარებული ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვაზის მოყვანა.

საქართველოს პირობებში სავენახედ შეიძლება ყველა მხრისაკენ დაქანებული ნაკვეთი  იქნას გამოყენებული. უპერატესობა უნდა მიეცეს აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ დაფერდებულ ნიადაგებს. ვაზი კარგად ხარობს როდესაც ნიადაგის მჟავიანობა PH-6.0-8.0

ვენახის გაშენებამდე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი. ასევე აუცილებელია პლანტაჟის ჩატარება. პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროა აგვისტო და შემოდგომა.

პლანტაჟის გაკეთებიდან საჭიროა 3-4 თვე. რათა ნიადაგმა მოასწროს "დაჯდომა". დაპლანტაჟებული ნიადაგი უნდა გადაიხნას 25 სმ. სიღრმეზე. დარგვამდე დისკოებიანი ფარცხვით უნდა დამუშავდეს თუ სტრუქტურა არ დაიშალა მაშინ უნდა დაიფრეზოს და მოსწორდეს. აუცილებელია  სასუქების შეტანა ნიადაგის ანალიზის მიხედვით. პლატაჟი თუ არ იქნა ჩატარებული მაშინ 25 სმ-მდე გადახვნამდე უნდა შეიტანილი უნდა იქნას ნაკელი. შავმიწანიადაგზე 40 ტონა. ორგანული სასუქის საშუალება თუ არ არის მაშინ უნდა მოხდეს სიდერატების ჩახვნა.

ვაზის დარგვის დრო

ვაზის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე ისე ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე უნდა დაირგოს არაუგვიანეს 10-15 აპრილისა. ნაზარდი უნდა შეეკვეცოს 2-3 კვირტზე. ამოვლებული უნდა იქნას პარაფინში. შემოდგომაზე გაშენებულ ვაზის ნერგს უნდა მიეყაროს მიწის თხელი ფენა, ზამთრის ყინვებისაგან დასაცავად. შემოდგომაზე დარგულ ნერგის ფესვებს დალბობა არ ესაჭირო
ბა. გაზაფხულზე დასარგავ ნერგის ფესვთა სისტემას დალბობა ესაჭირეობა. საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის წყლით უზრუნველყოფილ პირობებში რეკომენდირებულია 3,0X2,0მ. 3,0x1,5მ კვების არე, შედარებით ნაკლებ ნოყიერ ნიადაგებში 2,1X 1,2მ კვების არე. დარგვის დროს შეტანილი უნდა იქნას ნაკელი 3-5კგ. დარგვის დროს ნამყენი იყოს მიწის ზემოთ 4-5 სმ-ზე. დარგვის მერე უნდა მოირწყას.

ახალშენი ვენახის მოვლა

პირველ წელს ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დამუშავებას; აღმოცენებისთანავე უნდა დაიწყოს წამლობა. საჭიროა რიგთაშორისების 6-8 ჯერ კულტივაცია. ვეგეტაციის პირველ წელსვე ტარდება ყლორტების დანორმება. პირველი დანორმება ტარდება მაშინ, როცა 4-5 ფოთოლი განვითარდება. პირველი დანორმებისას ვაზზე ვტოვებთ ორ ყლორტს. როცა ყლორტი მიაღწევს 15-20სმ-ს, ვტოვებთ ერთ ყლორტს და აღიზრდება სარზე ვერტიკალურად. შემდეგ შპალერზე პირველ მავთულზე-ჰორიზონტალურად (ვაზის ძირითად საყრდენს წარმოადგენს ვერტიკალური შპალერი). შპალერის მოსაწყობად გამოიყენება როგორც რკინის, ასევე ხის და რკინა-ბეტონის ბოძები.

ვეგეტაციის მეორე წელს, როდესაც მიაღწევს ყლორტი შტამბის სიმაღლეს და მხრის სიგრძეს დიამეტრით 6-7მმ, გაისხვლება შტამბის და მხრის გამოყვანით.

ვაზის ძირითადი ფორმების აგროტექნიკა: საქართველოში  უმეტესად  გავრცელებულია ქართული ორმხრივი შპალერი. გვხვდება აგრეთვე კორდონული და თავისუფალი ფორმები.

ორმხრივი შპალერის ჩამოყალიბებისას ვაზზე დაიტოვება 2 სამამულე და ამდენივე სანაყოფე. სამამულე ისხვლება 2-3 კვირტზე; სანაყოფე კი სიძლიერის მიხედვით 6-8-10 კვირტზე.

სხვლის შემდეგ ეტაპებს წარმოადგენს ვაზის მწვანე ოპერაციები. მათ მიეკუთვნება ზედმეტი ყლორტებისა და ნამხარის შეცლა, ყლორტების წვერის წაწყვეტა, ცის გახსნა და სხვა. ვაზის გასხვლა ხდება გაზაფხულზე და ასევე შემოდგომაზე ფოთოლცვენის შემდეგ თუ თბილი ამინდებია მთელი ზამთრის განმავლობაში.

საძირეები

საქართველოში საწარმოოო ვენახები შენდება ნამყენი ნერგით. რაც გამოწვეულია ვაზის ფილოქსერას პარაზიტული მოქმედების წინააღმდეგ.

საქართველოს პირობებისათვის ამჟამად დარაიონებულია შემდეგი საძირეეები:

1. ბერლანდიერიx რიპარია კობერი 5ბბ
2. ბერლანდიერიx რიპარია420ა
3. შასლაXბერლანდიერი41ბ
4. რიპარიაXრუპესტრი3309
5. რიპარიაXრუპესტრი3306
6. რიპარიაXრუპესტრი10114
7. რუპესტრი დულო
8. (ბერლანდიერი X რიპარია 420ა)N 32
9. ხარისთვალა შავი (ბერლანდიერი X რიპარია 420ა) 19
10. რქაწითელი X რიპარია გლუარი N14
 
ვაზის ძირითადი დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის თეთრი სიდამპლე, ყურძნის შავი სიდამპლე, ვაზის ანთრაქნოზი, ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო.
 
მავნებლები; ფესვის ფილოქსერა და ფოთლის ფილოქსერა ვაზის ცრუფარიანა, კვირტის და ყურძნის ჭია, ვაზის ოთოლხვევია, ოთლის აბლაბუდა ტკიპა შემოდგომის ხვატარები და სხვა. ბრძოლის ღონისძიებები დამოკიდებულია დაავადებების გავრცელების სიხშირეზე და დაავადების ფაზებზე. ქიმიური ბრძოლა ტარდება ფუნგიციდების და ინსექტიციდების კომბინაციით.  პესტიციდები სამუშაო ხარჯვის ნორმა განისაზღვრება მიღებული სქემის მიხედვით.

ყურძნის მოსავლის აღება
 
ყურძნის მოსავლის აღების პერიოდი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, მოწეული მოსავლის დანიშნულებაზე სასუფრე და შესანახი ყურძნის ჯიშების კრეფის დროს ადგენენ გარეგნული ნიშნებით და ორგანულეპტიკური მაჩვენებლებით.
 
 
 

 

 

სამუშაოები

ზომის ერთ

რაოდ.ბა

ერთ.ფას

ვადები

შენიშვნა

1

პლანტაჟი

ჰა

1

 

აგვისტო

 

2

პლანტაჟის გადახვნა

ჰა

1

130

ნოემბერ

 

3

მინერალურისასუქების შეძენა

კგ

1

2.5

ნოემბერ

 

4

მინერალურისასუქების შეტანა

ჰა

1

40

ემბერ

 

5

ორგანული სასუქის შეძენა

რეისი

 

350

ნოემბერ

 

6

რიგების დაგეგმა

ჰა

1

20

ნოემბერი

 

7

დასაგეგმი ჯოხების შეძენა

66

10

ნოემბერი

 

8

სარგავი ორმობის დაგეგმვა

3333.3

1

ნოემბერი

 

9

ორმოს ამოღება ბარით

3333.3

12

ნოემბ-დეკ

 

10

ორგ, სასუქის შეტანა-განაწილება

ჰა

1

120

ნოემბ-დეკ

 

11

ვაზის დარგვა ­­კოკოლით

3333.3

12

დეკ-იანვარი

 

12

ბოძის შეტანა, განაწილება. შედგმა

 

 

 

 

 

13

კულტივაცია

ჰა

1

10

პერიოდულ.

12-ჯერ

14

კოკოლის მოხსნა

რიგი

 

2

 

 

15

მულჩის გაფენა

რიგი

 

5

თებერვალი

 

16

მულჩის ბორტების მიმარხვა

რიგი

 

3

თებერვალი

 

17

მულჩის ბორტ.ჭრილ. გამარგ

რიგი

 

2

აპრ-მაის

 

18

გამარგვლა

რიგი

 

2

პერიოდ

 

19

ბამბუკის შეტანა შედგმა

რიგი

 

3

აპრ-მაისი

 

20

1  წვ. მავთულის გაბმა

რიგი

 

1

აპრ.მაისი

 

21

ბამბუკის მავთულზე მიბმა

რიგი

 

1,5

აპრ.მაისი

 

22

წამლობა

ჰა

1

22

მაისი

 

23

ღუზის მოწყობა

რიგი

 

1,5

აპრ.მაისი

 

 

შპალერის მოწყობა

 

 

 

მარტი

1400

24

პირველი დანორმება ფურჩქვნა

რიგი

 

2

მაის-ივნის

 

25

მეორ.დანორმ. გამომარგვალა

რიგი

 

2,6

ივნისი

 

26

მეორე.წვ. მავთ. გაბმა

რიგი

 

1 ლარ.

ივნისი

 

27

მესამე დანორმ,ფურჩქვნა-ახვევა

რიგი

 

3.70

ივნისი

 

28

მეოთხეთ ფურჩქვნა ახვევა

რიგი

 

3ლარი

ივლისი

 

29

ფურჩქვნა ახვევა მარგვლა

რიგი

 

3,4

ივლ-აგვის

 

30

მავნებელ-დაავადებებების მიმართ წამლობა

ჰა

1

320

პერიოდულ

10 ჯერ

31

 

 

 

 

 

 

32

ნიადაგია აგროქიმიური ანალიზი

 

 

 

 

250 ლრი

33

ვაზის ნერგი

ჰა

 33333

 2ლარი

 

6666ლარი

34

 გაუთვალისწინებელი ხარჯები

 

 

 10%

 

 

 
 

მოსავლიანი ვენახების აგროკალენდარი

 

აგროღონისძიებები

ვადები

ნიადაგის განოყიერება

X-XI

რიგთაშორისების მოხვნა

X-XI

გასხვლა და დაკავება

II-III

მრვანე ოპერაციები

III-VIII

ბრძოლა მავნებლებთან

IV-VIII

მოსავლის აღება

IX-X-XI

 

 

ვაზის დამუშავება ბიოლოგიური პესტიციდებით

 

#

ფენოფაზები

 

 

ღონისძიებათა დასახელება

პრეპარატის დასახელება

ხარჯვის ნორმა 1ჰა-ზე

(ფოთოლზე)

ფასი ლ/კგ ჰა

1

კვირტების დაბერვა

მწერების, ტკიპების საწინააღმდეგოდ

დემოლუშენი

2-4ლ/ჰა

120

2

 

 

ფოთლების გამოჩენისას

ფესვის სიდამპლე, არმელარიოზი, შავი ლაქიანობის საწინააღმდეგოდ

 

ალუდი

 

2-4ლ/ჰა

 

80

 ზრდისა და ნაყოფიერების სტიმულატორი

სტიმუფუნგი

1-2ლ

17

3

ყვავილობის წინ

ნაცრისა და ჭრაქის საწინააღმდეგოდ

კუორე კრისტალი

1კგ/ჰა

40

4

ყვავილობის დასასრულს

მწერების, ტკიპების საწინააღმდეგოდ

დემოლუშენი

2-4ლ/ჰა

120

  

5

 

მარცვლების ფორმირებისას

ფესვის სიდამპლე, არმილარიოზი, შავი ლაქიანობის საწინაღმდეგოდ

ალუდი

 

 

2-4ლ/ჰა

 

80

6

მტევნების შეკვრა

ჭრაქისა  და ნაცრის საწინააღმდეგოდ

კუორე კრისტალი

1კგ/ჰა

40

 

7

ისვრიმობის დასაწყისი და შეთვალება

ზრდის და ნაყოფიერების სტიმულატორი

სტიმუფუნგი

1-2ლ

17

 

514

 
 
თამარ ვახტანგაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service