ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ბროილერის ქათამი - ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი საქართველოში

მეფრინველეობა ორი მიმართულებით ვითარდება: მეხორცული და მეკვერცხული. ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვამ და პროცესების ავტომატიზაციამ მეფრინველეობის ფერმები მუშაობა ბევრად ეფექტური გახადა. თუკი ქვეყანა 2-3 წლის წინ საჭიროებდა იმპორტირებულ კვერცხს, დღეს ადგილობრივი წარმოება თითქმის სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ექსპორტზეც გადის. ასევე, ადგილზე იწარმოება საინკუბაციო კვერცხიც.  2013 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 445 მლნ ცალი კვერცხი, საიდანაც მხოლოდ 24 მლნ ცალი იყო იმპორტირებული. კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 95%-ია.
 
შედარებით პრობლემატურია მეხორცული (ბროილერის ჯიში) მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობით 2000-მდე მცირე (500-დან 2000-მდე), საშუალო (2000-დან 20 000-მდე) და მსხვილი ( 20 000 -ზევით) მეფრინველეა დაკავებული, ადგილობრივი ფრინველის ხორცით უზრუნველყოფის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 2013 წელს მოსახლეობამ მოიხმარა 54.3 ათასი ტონა ფრინველის ხორცი, საიდანაც 44.6 ათასი ტონა იმპორტირებული იყო.  ანუ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან დაბალი 18%.

ბაზრის მიმოხილვა

ბროილერის ქათმის ხორცის წარმოება დღევანდელი მდგომარეობით რენტაბელურ საქმიანობად ითვლება. ბაზარზე 1კგ ხორცის სარეალიზაციო ფასი 5 ლარია, ხოლო მსხვილი მარკეტების ქსელებში მისი ღირებულება უფრო მაღალია.
ხარჯთაღრიცხვა ერთ ფრთაზე:  ახალგამოჩეკილი წიწილის სარეალიზაციო ფასი ბაზრის მიხედვით მერყეობს 1- დან 1,40-ლარამდე. საკვების (30% კონცენტრატი+70% სიმინდი) ჯამური მოხმარება ერთ ფრთაზე 1 დღიდან დაკვლამდე, 35-40-დღემდე, შეადგენს 3,2-3,5კგ-ს, რომლის ღირებულებაა  3,52-3,85 ლარი. ვეტერინარული დანახარჯები ფრთაზე 0,2ლ, მომვლელის ხელფასი 0,50ლ, გათბობა და სხვა ხარჯები 0,50ლ, მიღებული დანახარჯი ჯამურად ერთ ფრთაზე შეადგენს 5,9 ლარს. ერთი ფრთის ცოცხალი წონა დაკვლისას 2კგ-ია, რომლის ხორცის გამოსავალი  70-75%-ია, ანუ  1,5 კგ სუფთა ხორცი. თუ 1,5კგ ხორცის საბაზრო ღირებულებას (7,5ლარს) გამოვაკლებთ ჯამურ დანახარჯს, სუფთა მოგებას ერთ ფრთაზე მივიღებთ 1,5 ლარს.

სიტყვა ბროილერი ინგლიური წარმოშობისაა და ნიშნავს ცეცხლზე შეწვას. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბროილერების წარმოება დაიწყეს 1954-56 წლებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იაპონიაში საბროილერე მრეწველობამ ისეთი განვითარება ჰპოვა, რომ ქათმის ხორცი დელიკატესიდან გადაიქცა ერ-ერთ ყველაზე იაფ პროდუქტად. თანამედროვე ბროილერი წარმოადგენს სახორცე ჯიშის წიწილების ჰიბრიდს, რომელთაც სპეციალურად ზრდიან 35-40 დღემდე. არსებობს ბროილერების მრავალი კროსი. ფართოდ გავრცელებული იმპორტული კროსებია: ROSS-308, KOBB-500, რომელთაც ახასიათებთ ზრდისა და განვითარების მაღალი მაჩვენებლები. დაკვლის პერიოდში ბროილერის ხორცი არის ნაზი, მსუყე, ხორცში გროვდება ყველაზე მეტი ცილა. დიდი ხნით გამოზრდა ბროილერის არაეფექტურია, რადგან იხარჯება ზედმეტი საკვები და შესაბამისად, მცირდება კონვერსია. აღსანიშნავია ისიც, რომ არ შეიძლება ბროილერის შენახვა და მისგან კვერცხის და წიწილის მიღება.                                             
 
 
ბროილერის ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობები:
 
 
• ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრები),
• წიწილების ადგილამდე მიყვანის სისწრაფე,
• შენობის მომზადება,
• შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე),
• შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა,
• კვება,
• ვეტერინალური ღონისძიებები.

წიწილების მიღებამდე შენობაში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია და გათბეს 340  მდე. ქვეშსაფენზე გამოზრდის შემთხვევაში უნდა გაიშალოს იატაკზე 7-10სმ კარგად გამშრალი ნახერხი ან ხორბლის ნამჯა, რომელზეც სასურველია სასტარტო პერიოდში დაფენილი იყოს სპეციალური ბიო ქაღალდი, რომელიც ეტაპობრივად გაქრება ზედაპირიდან. უმჯობესია საკვები მიეცეთ ჩასმიდან  ორი საათის შემდეგ, ხოლო წყალი ჩასმისთანავე.   წიწილებს სასტარტო პერიოდში (0-14 დღე)  უნდა ჰქონდეთ მუქი თვალები, ფუნფულა ბუმბული, არ უნდა გააჩნდეთ გენეტიკური დეფექტები. წიწილებს საკვები უნდა მიეცეს თავიდან ქაღალდზე, რადგან დაიწყონ კენკვა, ხოლო შემდეგ სპეციალურ საკვებურზე. თუ წიწილის ტრანსპორტირება ხდება შორი მანძილიდან, ფრინველი განიცდის სტრესს, ამიტომ სასურველია მიყვანისთანავე წყლის საშუალებით მიეცეს ბიოლოგიური ანტისტრესული საშუალება  „ოლიგოფოსი“, დოზით 1მლ/1ლ-ზე.

მიკროკლიმატი შენობაში

გათბობა აუცილებელია ჩაირთოს წიწილების მიღებამდე 24 საათით ადრე, რათა შენობამ მოასწროს გათბობა. ერთდღიანი წიწილებისთვის აუცილებელია საწყის ეტაპზე ტემპერატურა იყოს 32-34- გრადუსი და ყოველ კვირაში შემცირდეს 2 გრადუსით. მთელს შენობაში ტემპერატურა უნდა იყოს თანაბარი, წიწილებზე დაკვირვებით შესაძლებელია განისაზღვროს მათი მოთხოვნილება ტემპერატურაზე. დაბალ ტემპერატურაზე წიწილები გროვდებიან და ცდილობენ ერთმანეთზე ასვლას. მაღალზე კი - მძიმედ სუნთქავენ, აღებენ პირს, ცდილობენ მოშორდენ გათბობის წყაროს. გათბობაზე ეკონომიისთვის შესაძლებელია საფრინველის გატიხვრა, სანამ წიწილები პატარები არიან..

დასმის  სიმჭიდროვე

დასმის  სიმჭიდროვე არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ფრინველის გადაჭარბებულად მჭიდროდ ჩასმისას მცირდება ზრდის ინტენსივობა, უარესდება საკვების ათვისება, იზრდება დაავადებების რისკი, უარესდება საფენის მდგომარეობა და რთულდება ფრინველის მოვლა. ყოველივე ეს გამოიწვევს გეგმიური წონამატის შემცირებას, დაცემის გაზრდას, საკვების გადახარჯვას ერთეულ წონამატზე და საბოლოოდ მოგების შემცირებას. ფრინველის ქვეშსაფენზე გამოზრდის შემთხვევაში 1მ2-ზე არ უნდა აღემატებოდეს 14-15 ფრთას, ხოლო სტანდარტულ გალიაში 10-12 ფრთა.

ტენიანობა

პატარა წიწილები ძალიან მომთხოვნი არიან ტენის მიმართ. გამომშრალი ჰაერი აშრობს ლორწოვან გარსს, რაც იწვევს ფრინველის დაავადებას. წიწილის მიღების მომენტში ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს: პირველი 10 დღის განმავლობაში - 70-75%; შემდგომში - 50-60%;
ფერმერები ტენიანობის სარეგულირებლად შემდეგ ხერხებს იყენებენ: აყენებენ წყლის საფრქვევს, პერიოდულად ასველებენ კედლებს. აუცილებელია  ვენტილაცია და ნაკელის დროული გატანა.

დარწყულება

ბროილერებს ესაჭიროებათ ხარისხიანი წყლის შეუზღუდავად მიწოდება. წყლის ხარჯი იზრდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად - 21 გრადუსის ზევით 6-7%-ით ყოველ ერთ გრადუსზე.

ერთდღიანი წიწილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე აუცილებელია სარწყულებლების შევსება რათა წყალმა მიიღოს შენობის ტემპერატურა, მაგრამ არა ნაკლებ 25 გრადუსისა.

განათება

როგორც წესი განათების რეჟიმი შედგება ხანგრძლივი და მოკლე (0.5-1.0 საათი) პერიოდისაგან, რომელიც აძლევს საშუალებას ფრინველს მიეჩვიოს სიბნელეს სინათლის გამორთვის შემთხვევაში. გამოზრდის პირველ პერიოდში სინათლის ინტენსივობა უნდა იყოს მაღალი, რათა წიწილებმა ადვილად მიაგნონ საკვებურს და სარწყურებელს.

პირველი 24 საათი სინათლე უნდა ენთოს მუდმივად. თეთრი წიწილებისთვის განათების ნორმაა 10 ლუქსი, ყავისფერებისთვის იდეალურია 40-50 ლუქსი.

ვენტილაცია

ვენტილაცია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფრინველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო რაოდენობის ჟანგბადით, დაცული იყოს ჭარბი სითბოსა და ტენიანობისგან, მტვრისგან და მავნე აირებისგან.

კვება
 
ბროილერის კვება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სწორ კვებაზეა დამოკიდებული წიწილის თანაბარი ზრდა და სწორი განვითარება. წიწილების მოთხოვნილება პროტეინზე შეადგენს 18%. საკვების დაბალანსება შესაძლებელია სიმინდით და კონცენტრატით (პრემიქსი). სიმინდი ითვლება ფრინველისათვის ყველაზე კარგ საკვებად, მას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა მარცვლეული. მარცვალი ძირითადად არის ენერგიის წყარო, რადგან სიმინდი შეიცავს მცირე რაოდენობის უჯრედანას. ამდენად ის არის დიდი ენერგიის მომცემი. ყვითელი სიმინდის პიგმენტი კარგ გარეგნობას აძლევს ნაკლავს და მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის, სიმინდის მარცვლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 12%-ს. რაც შეეხება კონცენტრატს, სასურველია მისი შერჩევის დროს ფერმერმა გაითვალისწინოს, რომისარ შეიცავდეს სინთეზურ ანტიბიოტიკებს, ჰორმონალურ სტიმულატორებს და დაბალანსირებული იყოს მცენარეული კომპონენტებით.
 
რაციონში ვიტამინების დისბალანსის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს რაქიტი. პროფილაქტიკისათვის თვალყური უნდა ედევნოს მკერდის ძვლის მდგომარეობას, მცირედი ნიშნების შემთხვევაშიც კი, საჭიროა საკვებში დაემატოს ვიტამინურ-მინერალური დანამატი ,,განასუპერვიტი’’ დოზით 1გრ/კგ-საკვებზე. საკვებურები და სარწყულებლები საჭიროა განაწილდეს თანაბრად მთელ ტერიტორიაზე რათა ყველა წიწილას ჰქონდეს მათთან მისვლის საშუალება.
 
საკვების მოსამზადებლად საჭიროა კარგი ხარისხის ელექტრონული შემრევი, რომელიც თანაბრად გადაანაწილებს სიმინდის ღერღილში კონცენტრატს. კონცენტრატის პროცენტული გადანაწილება დამოკიდებულია წიწილის ზრდაზე და საწყის პერიოდში შეადგენს 1-10 დღემდე 35% კონცენტრატი და 65% სიმინდის ღერღილი, 10-20 დღემდე 30% კონცენტრატი და 70% სიმინდის ღერღილი,  20-35 დღემდე 25% კონცენტრატი და 75% სიმინდის ღერღილი.
წონი და მონელების სტიმულაციისთვის და  ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა საკვებში დაემატოს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი ,,უნიდასი’’ 3-5%-ის ოდენობით.
 
საკვების რაციონის სწორი მიწოდება აისახება ფრინველის წონაზე და წონის კონტროლი უნდა მოხდეს ყოველკვირეულად. წიწილის საწყისი წონა უნდა შადგენდეს 38-40გრ-ს,  მე-7 დღეს 164გრ-ს, მე-14 დღეს 420გრ-ს, 21დღეს 828გრ-ს, 28 დღეს 1361გრ-ს, 35 დღეს 1990გრ-ს.

ბროილერის ფრინველის დაავადებები

ბროილერის ფრინველი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ინფექციურ თუ პარაზიტული დაავადებების მიმართ, დაავადების რისკი შეიძლება იყოს შემდეგი ფაქტორები: წიწილის სადედე გუნდის ჯანმრთელობა, რაც მეტად გასათვალისწინებელია, რადგან თანდაყოლილი დაავადებები დიდ ზარალს აყენებენ მეურნეობებს, კვერცხის სწორი ინკუბაცია (ინკუბატორის რეჟიმები), მოვლა-შენახვის პირობების დაცვა, სწორი კვება და დეზინფექცია. აღნიშნული ფაქტორების სწორად დაცვა იძლევა გარანტს ფრინველის ჯანმრთელობის შენარჩუნების და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებაზე.
 
საქართველოში გავრცელებულია როგორც ინფექციური, ასევე პარაზიტული ფრინველის დაავადებები, აუცილებელია გეგმიური ვაქცინაცია ვირუსულ დაავადებებზე (ნიუკასლი, ინფექციური ბურსიტი, ბრონქიტი).

პულოროზი

პულოროზი წარმოადგენს ინფექციურ დაავადებას, რომლის აღმძვრელია სალმონელას ჯგუფის მიკროორგანიზმი (სალმონელა პულორუმ-გალინარუმ), რომელიც წიწილებში მიმდინარეობს მწვავე ფორმით. ფრინველს აღენიშნება თეთრი ფერის ფაღარათი, მოდუნება, უმადობა, წიწილები კვდებიან 3-4 დღეში.
 
სამკურნალოდ გამოიყენება ფტორქინოლინების ჯგუფის ანტიბიოტიკები: ,,ენროფლოქსი 10%’’,  ,,ვილ-ფლოქსი 10%’’ ,,აც-555’’ დოზით 1მლ-1ლ სასმელ წყალზე, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

კოლიბაქტერიოზი
 
კოლიბაქტერიოზი წარმოადგენს მწვავედ მიმდინარე ინფექციურ დაავადებას, რომელიც ფრინველში მიმდინარეობს სეპტიცემიის ფორმით, დაავადებულ ფრინველებს უზიანდებათ ფილტვები, საჰაერო პარკები და სახსრები. კლინიკური ნიშნებიდან თავს იჩენს ცემინება, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი.
სამკურნალოდ გამოიყენება ახალი თაობის ტეტრაციკლინის ჯგფის ანტიბიოტიკები ,,პოლოდოქსინი’’ 1მლ/1ლ-ზე განზავებით, მკურნალობის კურსი 3-5დღე.

კოქციდიოზი

კოქციდიოზი წარმოადგენს ფრინველის დაავადებას, რომელის გამომწვევია ერთუჯრედიანი ორგანიზმები ეიმერიების ოჯახიდან. მაღალია როგორც დაინვაზირების, ასევე სიკვდილიანობის რისკი რომელიც ხშირად 100%-ს აღწევს. ეიმერიები ბინადრობენ ნაწლავის ეპითელმურ უჯრედებში და ღვიძლში. ფრინველს აღენიშნება მოწითალო ფერის ფაღარათი, სისუსტე, უმადობა.

სამკურნალოდ გამოიყენება სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატები: ,,ბიოკოქცი’’,  ,,ესპაკოქცი’’ ,,პლურიკოქცინი’’ დოზით 1მლ-1ლ სასმელ წყალზე, მკურნალობის კურსი 2 დღე. პროფილაქტიკისთვის საჭიროა საკვებში გამოყენებული იქნას ბიოლოგიური საკვები დანამატი ,,ზიკოქსი’’ 1გრ-2კგ-საკვებზე.

პრაქტიკული რჩევები

•    ბროილერის წიწილი დასმისას არ უნდა იყოს 38 გრ-ზე ნაკლები
•    შენობა, სადაც უნდა მოხდეს წიწილის გამოზრდა უნდა იყოს კაპიტალური, მოწყობილი უნდა იყოს სავინტილაციო სისტემა, დამონტაჟებული უნდა იყოს ტემპერატურის და ტენიანობის გასაკონტროლებელი ხელსაწყო.
•    განათება უნდა იყოს თანაბარი.
•    ქვეშსაფენი უნდა იყოს კარგად განაწილებული, რადგან ფრინველი დაცული იყოს გადაციებისგან.
•    დასმის სიმჭიდროვე უნდა იყოს დაცული.
•    საკვები უნდა იყოს სწორად დაბალანებული.
•    საკვები და წყალი უნდა ეძლეოდეს ფრინველს შეუზღუდავად.
•    წიწილისთვის დასალევი წყალი არ უნდა იყოს 250-ზე ნაკლები ტემპერატურის.
•    აუცილებელია წიწილის ცოცხალი მასის ყოველკვირეული კონტროლი (აწონვა) და ჩანაწერების გაკეთება.
•    ფრინველს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს ვეტერინარის ზედამხედველობით.
•    ხარჯთაღვრიცხვა უნდა ხდებოდეს სწორად.
•    უნდა ჩატარდეს სწორი და გეგმიური დეზინფექცია.


ბროილერის გაზრდის ტექნოლოგია
 
წყალში მისაცემი პრეპარატები               
 
1 დღე -განასუპერვიტი 1გრ 2 ლიტრში;
 
2 დღე – 5 დღე ენროფლოქსი 1მლ + ჩიკტონიკი 1მლ 1 ლიტრში;
 
6 დღე – 8 დღე დასი 0.5მლ + ჩიქტონიკი 1მლ 1 ლიტრში;
 
9 დღე - აცრა გამბოროზე (ინფექციური ბურსიტი) BIAVAC (S.N. institutulpasteur S.A)
აცრის შემდეგ: ვიტამინი  AD3E  0.5მლ + ჩიქტონიკი 1მლ 1ლიტრში;
 
10 დღე - ვიტამინი  AD3E  0.5 მლ + ჩიქტონიკი 1მლ 1ლიტრში;
 
11 დღე - დასი 0.5მლ + ვიტამინი  AD3E  0.5მლ 1 ლიტრში;
 
12 -13 დღე - ჩიქტონიკი 1მლ 1 ლიტრში;
 
 
14 დღე - აცრა ლასოტაზე. NEWVAC  LA  SOTA (S.N. institutulpasteur S.A) აცრა ხდება იგივე. აცრის შემდეგ : განასუპერვიტი 1გრ 1.5 ლ წყალში;
 
15-17 დღე - განასუპერვიტი 1 გრ 1.5 ლიტრში;
 
18 დღე - აცრა გამბორაზე. (ინფექციური ბურსიტი) BIAVAC (S.N. institutulpasteur S.A) აცრის შემდეგ: განასუპერვიტი 1გრ + განამინოვიტი 0.5გრ 2 ლიტრში;
 
19-24 დღე - განამინოვიტი 1გრ + განასუპერვიტი 2გრ 4 ლიტრში;
 
24 დღიდან  (წონის ინტენსიური მატება) ჰეპავექსი 1მლ + ოლიგოფოსი 1მლ 1 ლიტრ წყალში.    
 
 
 
ბროილერის პასპორტი
 


დღეები

ცოცხალი

მასა (გრ.)

საკვების სადღეღამისო ხარჯი

(გრ.)

საკვების ჯამური

მოხმარება (გრ.)

პროდუქციის ერთეულზე საკვების მოხმარება (გრ.)

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

 

40

49

60

76

93

114

138

164

192

224

255

290

330

374

420

467

517

571

628

688

758

828

898

972

1016

1121

1200

1280

1361

1451

1541

1613

1721

1810

1900

1990

 

 

 

 

 

 

 

26

30

35

40

45

51

57

63

68

73

78

83

89

94

100

105

111

115

120

125

130

136

139

144

149

152

156

162

169

 

 

 

 

 

 

 

147

173

212

252

297

348

405

468

536

609

687

770

859

953

1053

1158

1269

1384

1504

1629

1759

1895

2034

2178

2327

2479

2635

2797

2966

 

 

 

 

 

 

 

0.89

0.92

0.95

0.99

1.02

1.05

1.08

1.11

1.15

1.18

1.20

1.23

1.25

1.26

1.27

1.29

1.31

1.32

1.34

1.36

1.37

1.39

1.401

1.413

1.43

1.44

1.46

1.472

1.490

 






 


 
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service