ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
კარტოფილი
 
ფართოდ გავრცელებული კულტურა. მოხმარების მიხედვით პურის შემდეგ მეორეა. მას იყენებენ მრეწველობაში სპირტსა და სახამებლის წარმოებაში კარტოფილი მდიდარია ვიტამინით. მდიდარია B ჯგუფის და PP ვიტამინებით.
ტუბერი შეიცავს შხამიან ნივთიერებას სოლანინს, რომელიც ტუმბერის სინათლეზე გამწვანებით წარმოიქმნება.
ტუბერი კარტოფილის  გამრავლების ძირითად ორგანოს წარმოადგენს.
 
 აგროტექნიკა
 
დარგვამდე ნიადაგი უნდა მოიხნას 27-30სმ სიღრმეზე. აღმოსავლეთ საქართველოში უნდა მოიხნას შემოდგომაზე. ჭარბტენიან ზონაში გაზაფხულზე.
დარგვამდე ჩატარდება კულტივაცია, ფრეზირება და მინერალური სასუქების შეტანა.
მსუბუქ ნიადაგზე კარტოფილს რგავენ მწკრივებად, კვადრატულ-ბუდობრივად 75-70 x -25-35სმ-ზე და 70X70 სმ-ზე.
1ჰა-ზე შეიძლება დაირგოს 2-3 ტონა. ტუბერების ზომა 50-60 გ.
მსუბუქ ნიადაგზე კარტოფილს რგავენ 10-12 სმ სირმეზე. მძიმე ნიადაგზე 8-10სმ-ზე.
კარტოფილის დარგვიდან 20-22 დღის შემდეგ ტუბერები აღმოცენდება. ერთი ტუბერიდან რამდენიმე ღერო ამოდის და ქმნის ბუჩქს, რომლის სიმაღლე 70-90სმ-ს აღწევს.
ისეთ შემთხვევაში, როცა ნიადაგი ნაყამირალია ან სარეველები ასწრებს ამოსვლას, შეიძლება გამოვიყენოთ ჰერბიციდი კლინი.
კარტოფილის აღმოცენების შემდეგ ჩატარდება ნიადაგის კულტივაცია და მიწის პირველი შემოყრა. ვეგეტაციის პერიოდში 3-4-ჯერ ჩატარდება კულტივაცია. მნიშვნელოვანია თხევადი ორგანული სასუქის „სტიმუფუნგის“ შესხურება. ვეგეტაციის დროს ორ-სამჯერ შეიძლება დამუშავება. პირველად ბუტონიზაციის დროს და შემდეგ 15-20 დღის ინტერვალით. დოზა 1000მლ/ჰა-ზე. ვეგეტაციის განმავლობაში შესაძლებელია 5-6-ჯერ მორწყვა.
 
 
                             საადრეო კარტოფილის მოყვანა
 
 
კარტოფილის დარგვა მოხდება ადრე გაზაფხულზე ყინვების გასვლის შემდეგ იარვოვიზირებული ტუბერებით. შერჩეული უნდა იქნას სუპერ სადრეო ჯიშები. ისინი მოსავალს 60 დღეში იძლევიან. ამ დროს მათი მასა 70-100 გრამს არ აღემატება. მაისის ბოლოს იწყება და ივლისის პირველ ნახევარში მთავრდება.
იაროვიზაციისათვის საჭიროა კარტოფილის გადარჩევა და მოთავსება ნათელ ოთახში. საჭიროა ასევე, ვენტილაცია. იაროვიზაციისათვის კარტოფილი შეიძლება მოთავსდეს იატაკზე, თაროებზე, კალათებში. ყოველ 10 დღეში კარტოფილი უნდა გადაბრუნდეს. იაროვიზაცია უნდა დაიწყოს დათესვამდე ერთი თვით ადრე. უნდა დამთავრდეს, როდესაც კარტოფილზე გამოჩნდება ღივები.
 
 
                    კარტოფილის შემოდგომა-ზამთრის პირზე დარგვა
 
კარტოფილის შემოდგომაზე დარგვის წესი დამყარებულია ტუბერების უნარზე დაუზიანებლად გადაიტანონ 1-1,50 ყინვა.
შემოდგომაზე დარგული კარტოფილის მოსავალი უფრო ადრე შემოდის, ვიდრე გაზაფხულსა და ზაფხულში დარგული, რაც საშუალებას იძლევა ახლად აღებული ტუბერები იმავე ზაფხულში იქნეს გამოყენებული მეორე მოსავლის მისაღებად.
 
                           კარტოფილის ზაფხულში დარგვა
 
ზაფხულში დარგვის დადებითი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ კარტოფილი ტუბერებს მასობრივად ივითარებს სექტემბრის თვეში. ხელშემწყობია დაბალი ტემპერატურა და ჰაერის გადიდებული ტენიანობის პირობა. ზაფხულის დარგვისათვის გამოყოფილი ნაკვეთები უნდა ირწყვებოდეს. კარტოფილის ზაფხულში დარგვა შესაძლებელია საადრეო ბოსტნეულის მოსავლის აღების შემდეგ (კომბოსტო, ნიორი, ხახვი).
 
                   კარტოფილის დაავადებები და მავნებლები
 
კარტოფილი ზიანდება მრავალი სოკოვანი  და ვირუსული დაავადებით როგორიცაა: ფიტოფტორიოზი, ალტერნარიოზი, კარტოფილის შავფეხა, კარტოფილისკიბო,ფხვიერი ქეცი და სხვა. ასევე, მავნებლებით. კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჩრჩილი, მავთულა ჭიები.
დაავადების წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი პრეპარატები:
კურზატი 2კგ/ჰა, ტანოსი 0.4კგ/ჰა-ზე, მანკოზატი 2კგ/ჰა-ზე, კლიპი 0,8კგ/ჰა, რიდოლეტი 2-2,5კგ/ჰა-ზე, მეტალაქსანი 200-300გ 40-60ლ წყალზე, ჩემპიონი 2,5-3კგ/ჰა-ზე.
ინსექტიციდები: მარშალი 0,75-1 ლ/ჰა ან კაისო 0,1-2კგ-მდე ჰა-ზე, სუმი-ალფა 0,15-0,25 ჰა-ზე, კორაგენი 0,04-0,05კგ/ჰა
სასუქი. ორგანული სასუქებიდან სასურველია შევიტანოთ 60-80ტ ნაკელი 1-ჰა-ზე. თუ ნაკელი არ შეგვაქვს, 1 ჰა-ზე უნდა შევიტანოთ 80 კგ აზოტი, 60 კგ ფოსფორი, 100 კგ კალიუმი. აზოტიანი სასუქების ნახევარი დარგვისწინა კულტივაციისას შეიტანება, სხვა დარჩენი 1-ლი მე-2 კულტივაციისას.
 
                                           მოსავლის აღება
 
 მოსავლის აღება ხდება ტუბერის მომწიფების შემდეგ. მოსავალი აიღება მზიან ამინდში სპეციალური მანქანით. ამ დროს კანი გამაგრებულია. მიწისზედა ნაწილი გაყვითლებულია და გამხმარი.
შენახვისათვის საუკეთესო პირობებია +1 +2 გრადუსი და ჰაერის 80-85% შეფარდებითი ტენიანობა. შენახვისუნარიანობა საკმაოდ მაღალია, ინახება 5-6 თვე.    
 
კარტოფილის დაცვის სქემა
 
•    მეტრიკი - სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენებამდე 1,5ლ/ჰა. კლინი - დათესვამდე, დათესვის შემდეგ, აღმოცენებამდე.
•    ტიტუსი 50გ/ჰა-ზე, ტრენდი 90 -250მლ/ჰა -აღმოცენების შემდგომ.
•    კურზატი - 2კგ/ჰა ფოთლების აღმოცენებიდან 22-25 დღე ფიტოპტორიოზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ.
•    ტანოსი - 0,4კგ/ჰა ფიტოპტორიოზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ დაბუჩქვის ფაზა.
•    მანკოზატი - 2კგ/ჰა-ზე  ბუტონიზაციისა პერიოდში.
•    მარშალი - 0,8ლ/ჰა-ზე  კოლორადოს ხოჭოზე, ჩრჩილების, მავთულა ჭიების წინააღმდეგ, ბუტონიზაციის პერიოდში.
•    კლიპი- 0,8კგ/ჰა-ზე ფიტოპტორიოზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ ყვალობის პერიოდიდან.
•    კაისო-0,3კგ/ჰა-ზე კოლორადოს ხოჭოს, კარტოფილის ჭიამაიას, კარტოფილის ჩრჩილის, ბუგრების წინააღმდეგ. ყვავილობის პერიოდიდან.

თამარ ვახტანგაძე - „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service