ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია

სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები

გეოგრაფია

•    ადგილი, სადაც უნდა აშენდეს  ცხოველთა სასაკლაო სასურველია იყოს დაშორებული საცხოვრებელი სახლებიდან, კომუნალური და სამრეწველო ნაგებობიდან. სასაკლაოს მშენებლობისათვის უნდა შეირჩეს მშრალი, ოდნავ დაქანებული ადგილი წვიმის წყლის გადინებისათვის.

•    სასაკლაოს მშენებლობისათვის ნაკვეთის შერჩევისას გათვალისაწინებული უნდა იქნას:

მისასვლელი გზების  ინფრასტრუქტურა,

ელექტრო  ენერგიითა და წყლით მომარაგების    საკითხები,

საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა.

 

დაგეგმარება

•    სასაკლაოს ტერიტორია პირობითად უნდა დაიყოს ერთმანეთისაგან იზოლირებულ 3 ზონად:
1.    ცხოველთა (ფრინველის) მისაღები ბაზა. ცალკე  სადგომი  დაავადებაზე საეჭვო  ცხოველებისთვის.
2.    საწარმოო კორპუსი.
3.    ადმინისტრაციული ზონა.


•    საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და იზოლირებული რათა გამოირიცხოს საკლავი პირუტყვის კონტაქტი სხვა ცხოველებთან.
•    საწარმოო კორპუსში დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი იზოლირებურად უნდა იყოს განლაგებული შემდეგი დამხმარე განყოფილებებისაგან:


1.    ტყავის დასამარილებელი,
2.    ნაწლავების სათავსები,
3.    სუბპროდუქტების სათავსები,
4.    მაცივარი,
5.    ლაბორატორია.
 

ჰიგიენური  პირობები  დაკვლის  პროცესის  დროს

საქართველოს კანონის ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 იანვრის #173 დადგენილების ,,სურსათის/ცხოველთა საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა  და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის #2-218 ბრძანების ,,ცხოველთა სასაკლაოს ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად სასაკლაოში:

•    უზრუნველყოფილი უნდა იქნას პირუტყვის იდენტიფიცირება მიკვლევადობის მიზნით.
•    აუცილებელია საწარმოს ჰქონდეს  შესასვლელი და გასასვლელი.
•    საწარმოს შესასვლელ და გასასვლელ კარებთან ეწყობა სპეციალური სადეზინფექციო ბარიერი, აგრეთვე ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო - გამრეცხი მოედანი.
•    ცხოველების გასაჩერებლად ღია და დახურული შესარეკი ბაკები ყოველდღიურად უნდა გასუფთავდეს ნაკელისა და წუნწუხისაგან, რომლებიც გააქვთ სპეციალურად მოწყობილ ნაკელსაცავში.
•    სასაკლაოს ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების ყოფნა დაუშვებელია.
•    ცხოველების დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის სიმაღლე უნდა იძლეოდეს ცხოველების ვერტიკალურ მდგომარეობაში თავისუფლად დაკიდების საშუალებას. ცხოველების დაკვლა უნდა წარმოებდეს ვერტიკალური მეთოდით, კიდულა ხაზი დასაკლავი დარბაზიდან შედიოდეს სამაცივრე განყოფილებაში, ხოლო მაცივრიდან ექსპედიციაში.
•    სასაკლაოს იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი მასალისაგან - ბეტონის ან მოპირკეთებული მეთლახის ფილებით, დახრილი შემკრები ტრაპებისაკენ ისე რომ იძლეოდეს წყლის ბუნებრივი გადინების საშუალებას.  დარბაზის კედელი მოპირკეთდეს ადვილად რეცხვად-დეზინფიცირებადი  მასალით (კაფელი, პლასტიკატი).
•    სამაცივრე განყოფილებაში ცალკე უნდა მოეწყოს კამერა-იზოლატორი პირობით ვარგისი ხორცის შესანახად.
•    საწარმო უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით. მის ტერიტორიაზე აუცილებლად  უნდა მოეწყოს ნაგებობა ჩამდინარე წყლების გასაუვნებლად. გასაუვნებლად შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ბიოლოგიური მეთოდი,  ასევე სადეზინფექციო საშუალებები.
•    ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ინვენტარის ზედაპირი უნდა ადვილად სუფთავდებოდეს, ირეცხებოდეს და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას.
•    ცხოველთა დაკვლის დროს ტექნოლოგიური ციკლი უნდა აეწყოს იმგვარად, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს სასაკლაოს  უსუფთაო ნაწილიდან სუფთა ნაწილის მიმართულებით.

უსუფთაო ნაწილში შედის:
1.    ცხოველთა მისაღები
2.    ცხოველთა სადგომი
3.    ცხოველთა გათიშვა, გაბრუება
4.    მათი დაკვლა
5.    სისხლგართმევა
6.    გატყავება (გაფუფქვა, გატრუსვა)
7.    გამოშიგვნა

 

სუფთა ნაწილში შედის:
1.    ტანხორცის ჰიგიენა
2.    ხორცის ინსპექტირება (ვეტ-სანიტარული ექსპერტიზა)
3.    აწონვა
4.    გაგრილება
5.    დანაწევრება
6.    გადამუშავება
7.    შეფუთვა
8.    შენახვა
9.    ექსპედიცია

 

•    სასაკლაოს უნდა ჰქონდეს დანერგილი მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  (HACCP ) სისტემა.
•    თუ ტექნოლოგიური დანადგარები და საწარმოო დაგეგმარება იძლევა საშუალებას დასაშვებია ძროხის, ღორის და ცხვრის ხორცის გადამუშავება ერთი და იგივე საწარმოში.
•    ეწყობა ლაბორატორია ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისათვის.
•    ეწყობა სპეციალური ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი მომსახურე პერსონალისათვის.
•    სასაკლაო უნდა იყენებდეს ისეთი ხარისხის წყალს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;  


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის #2-101 ბრძანების ,,ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ”  შესაბამისად:

•    სახორცედ  დასაკლავად დაიშვება ჯანმრთელი ცხოველი;
•    ავადმყოფი ან გადამდებ სნეულებაზე საეჭვო ცხოველის დაკვლა დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობით;
•    დასაკლავად შესული ცხოველების გაყვანა/გატანა საწარმოს ტერიტორიიდან დაიშვება უფლებამოსილი ვეტერინარის თანხმობით;
•    ყველა სახის ცხოველის ხორცი და სუბპროდუქტები ექვემდებარება სავალდებულო დადამღვას ვეტერინარული დამღებითა და შტამპებით.
•    ხორცის დადამღვა ხდება მხოლოდ  ვეტერინარული  შემოწმების  შემდეგ.

    ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის მიხედვით:  

•    უნდა ტარდებოდეს სამუშაო იარაღების დეზინფიცირება ცხელი წყლით (არანაკლებ 820C) ან ალტერნატიული სხვა საშუალებებით.
•    ცხოველის გაბრუების, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგნვისა და შემდგომი დამუშავების დროს თავიდან იქნას  აცილებული  ხორცის  დაბინძურება.
•    სასაკლაოზე დასაკლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველი. ავადმყოფი ცხოველის დასაკლავად (რომლის დაკვლაც ვეტერინარული წესებით დასაშვებია) უნდა გამოიყოს ცალკე დღე ან/და მისი დაკვლა მოხდეს სამუშაო დღის ბოლოს. ავადმყოფი ცხოველის დაკვლის შემდეგ ტარდება სავალდებულო დეზინფექცია.
•    ცხოველის ტანხორცის გაჭრა მოხდეს ვერტიკალურად ხერხემლის გასწვრივ
•    დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე ხორცი უნდა გაგრილდეს და აღნიშნული ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
•    თუ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა აღემატება 2 საათს, გადაადგილების განმავლობაში შენარჩუნებული უნდა იქნას არაუმეტეს 100C ტემპერატურა. სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ხორცის გადაზიდვისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის დადგენილ ნორმებს.
•    გაყინვისათვის განკუთვნილი ხორცი უნდა გაიყინოს დაყოვნების გარეშე.

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service