ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
2015 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება ღვინის ხარისხზე კონტროლი. ისინი ვინც, ჩამოსასხმელ ღვინოს სარეალიზაციოდ აწარმოებენ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე მართებთ.

დაუშვებელია:

•    სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის წარმოება ყურძნის ჭაჭის, ლექისა და ქიშმიშისაგან, ანუ სუროგატის შექმნა. ;
•    გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება სხვა საწარმოო მიზნით;
•    წყლის დამატება
•    სუფრის, ადგილწარმოშობის დასახელების, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის  სპირტის დამატება
•    მღებავი, არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება;
•  ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება დადუღებისათვის ან მასში შაქრების მასური წილის კონდიციამდე მიყვანის მიზნით
•   შაქრის სიროფის ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და /ან სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება;
•    ჰიბრიდული ჯიშებით ღვინის დაყენება და სხვა ჯიშებად გასაღება.
•   გეოგრაფიული ადგილწარმოების, ყურძნის ჯიშის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ქვეყნის, მეთოდის  და სხვა. ინფორმაციის გაყალბება;
•    ეტიკეტის ფალსიფიცირება;

შეგახსენებთ, რომ ფალსიფიკაცია  დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service