ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ცხვრისა და თხის რეგისტრაცია იწყება

2015 წლის 1 ივლისიდან ძალაშია წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიცირება-რეგისტრაციის წესი, რომლის მიზანია ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება; მიკვლევადობა; ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა და სხვა.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მოიცავს ოთხ ელემენტს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, გადაადგილების დოკუმენტაციას, თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს.

წრპ-ს მფლობელი ვალდებულია მიმართოს  სურსათის ეროვნულ იდენტიფიკაციისათვის. ცხოველის ორივე ყურზე დამაგრდება საყურე ნიშანი, რომელზეც დაიტანება საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. იწარმოება ელექტრონული ბაზა.

დარეგისტრირებას ექვემდებარება  სადგომი და დროებითი სადგომიც. მესაკუთრე ვალდებულია ეწარმოოს სადგომის წიგნაკი, რომელიც უნდა შეიცავდეს მუდმივ განახლებად ინფორმაციას წრპ-ს მფლობელის, სეზონური საძოვრების, ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების და სხვ. შესახებ.

2018 წლის პირველ იანვრამდე ყველა ხარჯს იღებს სახელმწიფო, შემდეგ კი ეს ტვირთი გადადის მესაკუთრეზე.
2018 წლის პირველი იანვრიდან კი აიკრძალება არაიდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის დაკვლა.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service