ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ბოცვრების ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები

ბოცვრები გამოირჩევიან რიგი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით (ნაყოფიერება, სწრაფად მომწიფება, სასქესო ციკლის სეზონურობის არარსებობა, საჭმლის მონელების ლიმფოიდური ორგანოების არსებობა, საჭმლის მომნელებელი წვენების თვისებები, კოპროფაგია და სხვ.), რომელთა ცოდნასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბოცვრების სწორი გამოყენებისა და მათ ორგანიზმში ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის განვითარების გაგებისათვის.

ბიოლოგიური თავისებურებები. ბოცვრების ნაყოფიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კვებისა და შენახვის თავისებურებებზე, ცხოველის ინდივიდუალურ თვისებებზე, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით, და რამდენადმე ბოცვრის ჯიშზე (მსხვილი ჯიშის ბოცვრები ჩვეულებრივ ნაკლებად ნაყოფიერნი არიან). მდედრები შობენ 6-12, ზოგჯერ 16-19 ბაჭიას ერთ მოგებაზე.

მაკეობის პერიოდი მდედრ ბოცვრებში 30-32 დღეა. ნაყოფების განვითარება მუცლადყოფნისას ხდება ძალიან სწრაფად: განაყოფიერებიდან 10-12 საათში კვერცხუჯრედები დაყოფას იწყებს; მე-4 დღეს ბლასტულებს აქვს 0,3 მმ დიამეტრი, მე-8 დღეს მაგრდებიან საშვილოსნოს კედელზე, მე-13-ზე შეიძლება მათი მოსინჯვა მუცლის კედლიდან, მე-16 დღეს ნაყოფები მოძრაობას იწყებენ, 30-ე დღისათვის (დაბადების მომენტისათვის) თითოეული ბაჭიის წონა შეადგენს 40-დან 90 გ-მდე, მათი რაოდენობის, ჯიშისა და დედის კვების პირობების მიხედვით.

ლაქტაციის პერიოდი მდედრ ბოცვრებში, მათთან ერთად ბაჭიების შენახვისას, გრძელდება ორ თვეზე მეტხანს. ამ დროს გამოყოფილი რძის რაოდენობა მე-20 დღემდე მატულობს, შემდეგ კი კლებულობს, განსაკუთრებით მკვეთრად 30-ე დღის შემდეგ.

ბოცვრები გამოირჩევიან ადრეული განვითარებით - სწრაფი ზრდისა და ადრეული სქესობრივი მომწიფების უნარით. ბაჭიები დაბადებისას არიან ტიტვლები და ბრმები, აქვთ 16 კბილი; მე-5-7 დღეს იმოსებიან ბალნით, მე-10-14 დღეს ეხილებათ თვალი, მე-17-20 დღეს იწყებენ ბუდიდან გამოსვლას და საკვების ჭამას; მე-18 დღიდან ეწყებათ კბილების ცვლა, ძირითადი სარძევე კბილები ეცვლებათ 20-28-ე დღეს. სიცოცხლის პირველ 6 დღეში ბაჭიების ცოცხალი წონა იზრდება ორჯერ, მე-10 დღისთვის - 3-ჯერ, მე-20 დღისთვის - 5-6-ჯერ, 30-ე - 9-10-ჯერ და აღწევს საშუალო ჯიშებში 400-500, მსხვილებში - 600-700 გ. 29-30-ე დღეს შეიძლება ბოცვრების მოცილება.

ბოცვრების სხეულის ყველაზე ინტენსიური ზრდა ხდება 4 თვის ასაკამდე, რომლისთვისაც ისინი თითქმის აღწევენ ზრდასრულების ზომას (85%-მდე), ცოცხალი წონის ყველაზე ინტენსიური ზრდა ხდება უფრო დიდხანს - 6 თვის ასაკამდე; ამ დროისათვის ბოცვრები აღწევენ ზრდასრულთა ცოცხალი წონის 81-87%-ს. 8 თვის ასაკში ბოცვრების ზრდა მთავრდება.

ადრეული მომწიფება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ბოცვრების ჯიშზე, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე, რომლებიც გადადის მემკვიდრეობით, და კვებისა და შენახვის პირობებზე.

სქესობრივ სიმწიფეს საშუალო ჯიშების ბოცვრები აღწევენ 3-3,5, მსხვილი ჯიშებისა - 3,5-4 თვის ასაკში. თუმცა მათი გამოყენება აღწარმოებისათვის ამ ასაკში იწვევს მათი ზრდის შეფერხებასა და სუსტი შთამომავლობის მიღებას. მეცნიერებისა და პრაქტიკის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო ჯიშების კარგად განვითარებული მდედრების შეჯვარება მათი შემდგომი ზრდის, განვითარებისა და შთამომავლობის ხარისხისათვის ზიანის გარეშე შეიძლება 4-5 თვის, ხოლო მსხვილი ჯიშების ბორცვრებისა - 5-6 თვის ასაკში.

ბოცვრების სასქესო ციკლის თავისებურებები.
ბოცვრების სასქესო ჯირკვლების ცხოველქმედება სქესობრივი სიმწიფის დადგომის შემდეგ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოხატული სეზონური პერიოდების გარეშე: განაყოფიერება და ბაჭიების მოგება მდედრ ბოცვრებს შეუძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს. ამძუვნება არამაკე მდედრებს უვლინდება პერიოდულად - წელიწადის თბილ დროს ყოველ 5-6 დღეში ერთხელ, ზამთარში უფრო იშვიათად. ოვულაცია ხდება მხოლოდ შეჯვარების შემდეგ (10-12 საათში), თითოეული საკვერცხიდა გამოთავისუფლდება 3-9 კვერცხუჯრედი. მამრი კოიტუსის დროს გამოყოფს 1-2 მლ სპერმას.

მდედრებს შეუძლიათ განაყოფიერდნენ ბაჭიების მოგების შემდეგი დღიდან, ანუ სრულიად შეათავსონ მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდები. ასეთი შეთავსება კვებისა და შენახვის შესაბამის პირობებში უარყოფითად არ აისახება მდედრსა და მის შთამომავლობაზე.

ფიზიოლოგიური თავისებურებები. სისხლი (ტერენტიევის, დუბინინისა და ნოვიკოვის მონაცემების მიხ., 1952). სისხლის საერთო რაოდენობა ბოცვრებში არის 32-67 მლ (მათი წონის 4,5-დან 6,7%-მდე). სისხლის პH 7,25-7,43, ხვედრითი წონა 1,0425. ერითროციტები 1 მლ სისხლში ახალშობილ ბაჭიებში 4,5 მლნ., ზრდასრულებში საშუალოდ 5 მლნ-მდე (2,76-დან 6,32 მლნ-მდე), მამრებში 7-8%-ით მეტია, ვიდრე მდედრებში. ლეიკოციტები 1 მლ სისხლში საშუალოდ 8800 (6000-დან 10000-მდე), თრომბოციტები, ზოგი ავტორის მიხედვით, 300-800 ათასი, სხვების მიხედვით, 126480-251140: ნიკიტინის მიხედვით (1956), 243 ათ. ლეიკოციტური ფორმულა საგრძნობლად მერყეობს: ლიმფოციტები 20-90% (საშუალოდ 63%), ფსევდოეოზინოფილები 10-67% (საშუალოდ 32%), ეოზინოფილები 0,2-5% (საშუალოდ 2%); ნიკიტინის მიხედვით, ბაზოფილები 5%, ეოზინოფილები 1%, სეგმენტბირთვიანი 30%, ლიმფოციტები 60%, მონოციტები 4%.

100 მლ სისხლი შეიცავს 8,4-12,4 გ ჰემოგლობინს (სალის მიხედვით განსაზღვრისას, 63-79,33%), მამრებში 2-3%-ით მეტი. სისხლის შედედების დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე: 5°-ზე იგი უდრის 48 წუთს, 15°-ზე - 10, 25°-ზე - 4, 30-35°-ზე - 2 წუთს.

მაჯისცემა. გულის შეკუმშვების რიცხვია 120-160 წუთში. პულსი კარგად ისინჯება ბარძაყისა და მხრის არტერიებზე და ქვედაყბის წინა მესამედის საზღვარზე (ნიკაპის ხვრელის ქვემოთ).

სუნთქვა (ტერენტიევის, დუბინინისა და ნოვიკოვის მონაცემების მიხედვით, 1952). ბოცვრის სუნთქვის ორგანოების წონა შეადგენს მისი საერთო წონის საშუალოდ 1,28%. ბოცვერი ერთ საათში 1 კგ სუფთა წონაზე შთანთქავს 478-690 სმ3 ჟანგბადს და გამოყოფს 451-632 სმ3 ნახშირორჟანგს.
ბოცვრის სუნთქვების რიცხვი ზომიერ ტემპერატურაზე - 50-60 წუთში, 35°-ზე იზრდება 282-მდე.

კანით ბოცვერი შთანთქავს ჟანგბადს 100-500-ჯერ და გამოყოფს ნახშირორჟანგს 60-300-ჯერს ნაკლებს, ვიდრე ფილტვებით. სიბნელეში და შიმშილობისას კანის სუნთქვა ქვეითდება.

სათავსის ჰაერში ამიაკის 0,38 მგ/ლ კონცენტრაცია იწვევს ბოცვრის დაავადებას (პეტექიები სასუნთქსა და ბრონქებში, ფიბროზული ნალექი პლევრაზე, ექსუდატი პლევრის ღრუში), ხოლო შემცველობა 1,5 მგ/ლ - დაღუპვას მე-9 დღეს.

თერმორეგულაცია
(ტერენტიევის, დუბინინისა და ნოვიკოვის მონაცემების მიხედვით, 1952). სხეულის ტემპერატურა ბოცვრებში მერყეობს გარე ტემპერატურის მიხედვით: 5°-ზე იგი უდრის 37,5°-ს, 10°-ზე - 38°-ს, 20°-ზე - 38,7°-ს, 30-35°-ზე - 40,5°-ს, 40°-ზე - 41,6°-ს.
ბოცვრის სხეულის ტემპერატურა, გარდა ამისა, დამოკიდებულია მის ბალნის საფარსა და კანის უბანზე. სხეულის საშუალო ტემპერატურისას 38,5-39,5° ნორმალურბალნიან ბოცვრებში (შინშილა) ზურგზე ის უდრის 34,7°-ს, ფერდზე - 34°-ს, ბარძაყზე 33,5°-ს; თივტიკიან (ანგორის) ბოცვრებში შესაბამისად 35,4, 35,8, 36°.
 
მოშიმშილე ბოცვერი დღე-ღამეში 1 კგ ცოცხალ წონაზე ხარჯავს: ჰაერის ტემპერატურაზე +25° - 46,04, +15°-ზე - 48,89, +5°-ზე - 60,77 და -9,7°-ზე - 121,64 კილოკალორიას. შეიძლება ჩაითვალოს, რომ 15-25°-ზე ენერგიის ხარჯვა ორგანიზმის გასათბობად თითქმის არ ხდება, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე ეს ხარჯი დიდია, ამიტომ ზამთარში ბოცვრებს უნდა მიეცეთ 30-35%-ით მეტი საკვები.

ჰაერის 15-25° ტემპერატურისას ბოცვრის ორგანიზმში სითბური წონასწორობის შესანარჩუნებლად საჭირო არ არის თბოპროდუქციისა და თბოგაცემის დონის შეცვლა.

თბოპროდუქციის დონე დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობასა და ცხოველების ასაკზე. ნივთიერებათა უფრო ინტენსიური ცვლისას და ბოცვრის უფრო ახალგაზრდა ასაკში ის უფრო მაღალია: 1 თვის ასაკში ბოცვერს ერთ საათში 1 კგ ცოცხალ წონაზე წარმოექმნება 4,5, 3-8 თვის ასაკში - 3,5-4,4, ზრდასრულებში - 2,3-2,8 კილოკალორია.

ბოცვრები მგრძნობიარენი არიან გადახურებისადმი, რის შედეგადაც მათ ხშირად აღენიშნებათ სითბური დაკვრა. ნელა გახურებისას ბოცვრები იღუპებიან სხეულის 44-45° ტემპერატურაზე. ჰაერის მინუს 45° ტემპერატურაზე მათ შეუძლიათ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება ერთი საათის განმავლობაში.

საჭმლის მონელება. ზრდასრული ბოცვრის კუჭის მოცულობა 179-200 მლ-ია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის საერთო ზედაპირი - 2220-2432 სმ2. ნაწლავის ცალკეული ნაწილების, განსაკუთრებით თორმეტგოჯა, წვრილი და ბრმა ნაწლავის სიგრძე, ზრდასრულ ბოცვრებში საგრძნობლად მერყეობს, მოზარდეულში უფრო მუდმივია.

ბოცვრების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის თავისებურებას წარმოადგენს პარკისებრი წარმონაქმნის - შაცცულუს როტუნდუს არსებობა, რომელიც განლაგებულია წვრილი და ბრმა ნაწლავის შერთვის ადგილას, და ჭიანაწლავის ძლიერი განვითარება და თავისებური აგებულება (ის თითქმის მთლიანად შედგება ლიმფური ფოლიკულებისაგან). შტორმა (შტორჰ, 1889), ჩერმაკმა (ჩზერმაცკ, 1893), იასინოვსკიმ (1931), სინელნიკოვმა, კოვალიოვამ და გერშკოვიჩმა (1941), სინელნიკოვმა (1941) დაადგინეს, რომ ეს ორგანოები ბოცვრის ნაწლავში გამოყოფს უზარმაზარი რაოდენობით ლიმფოციტებს.

ბერგელის (Bergel, 1909) მიხედვით, ჭია წანაზარდი მონაწილეობს ცხიმის ათვისებაში; სინელნიკოვის (1941) მიხედვით, ლიმფოციტები სწრაფად იშლება ნაწლავში და ფერმენტებით სიმდიდრის გამო წარმოადგენს დამატებით ფაქტორს, რომლებიც აწვდის ფერმენტებს ნაწლავის ღრუს. კინეი (1930) აღნიშნავს, რომ ჭია წანაზარდი მონაწილეობს ქოლესტერინის ცვლაში. სეიკის (შეიცჰი, 1936) მიხედვით, ჭია წანაზარდის წვენის ფერმენტული თვისებები მეტად სუსტია: არის ამილაზის, მალტაზისა და საქარაზის კვალი; ლეონტიუკის (1941) მიხედვით, აპენდიქსის წვენი აქტიურად ინელებს სახამებელს და სუსტად ინელებს ჟელატინს, კვერცხის კოაგულირებულ ცილასა და უჯრედისს. რიგ ავტორებს
(Pannela, 1930; Pellizori, Carlo, Reineri a. Eurico Nordelli, 1933; Constantini, Aldo e. Guiseppe Ballarin, 1935) მიაჩნიათ, რომ ბოცვრის აპენდიქსი არის შინაგანი სეკრეციის ორგანო, რომლის ჰორმონიც ასტიმულირებს ნაწლავის მოტორულ ფუნქციას (ჰორმონის გამოყოფა ვერ მოხერხდა). რიბერტი (Ribbert, 1907) განიხილავს ბოცვრების ჭია წანაზარდს როგორც დამცავ ორგანოს, რომელიც გაუვნებელყოფს შხამიან ნივთიერებებს. სინელნიკოვის (1941) მიხედვით, ბოცვრის ნაწლავის ლიმფური აპარატი არის მიკრობების შემაკავებელი ფილტრი. დიგბისა და ენტიკნაპის (Digby a. Enticknap, 1954)  მიხედვით, ბოცვრის აპენდიქსი ასრულებს იმუნოგენურ ფუნქციასაც.

კუჭში მოხვედრილი საკვები არ შეერევა მასში მდებარეს, არამედ ცალკე გუნდად მოძრაობს საყლაპავიდან ქვემოთ პილორუსის მიმართულებით, შემდეგ დაეშვება კუჭის დიდ სიმრუდეზე, მასზე გადაადგილდება კარდიალური ნაწილისაკენ და კუჭის მცირე სიმრუდის ქვეშ მოძრაობს პილორუსისკენ და იქიდან გადის დუოდენუმში 8-10 საათის შემდეგ. კუჭი საკვებისაგან სრულად არ თავისუფლდება ხანგრძლივი შიმშილობის დროსაც კი. მიღებული საკვები (შვრია, ჭარხალი, თივა) იწყებს გამოყოფას ფეკალიების სახით ზრდასრულ ბოცვრებში 13 საათში, ასრულებს 72 საათში, ახალგაზრდებში შესაბამისად 4-4,5 და 60 საათში.

კუჭის წვენი ბოცვრებში გამოიყოფა უწყვეტად, მისი სეკრეციის დონე მერყეობს საათში 1-2-დან 8-10 მლ-მდე; დღისით ის გამოიყოფა მეტი, ვიდრე ღამით. ჯანმრთელ ზრდასრულ ბოცვრებში მას აქვს მაღალი მჟავიანობა; საერთო 0,36%, თავისუფალი
HCl 0,13-0,24%. მისი მომნელებელი ძალა (მეტის მილაკებში): ცილა 7,3 მმ, სახამებელი 2,4 მმ, ჟელატინი 8 მმ, ქიმოზინი 1:40.

დუოდენალური წვენი გამოიყოფა 0,6-0,7 მლ საათში, ის ინელებს ცილას 0,6 მმ, სახამებელს 13 მმ, ჟელატინს 11 მმ; ჭია წანაზარდის წვენი - შესაბამისად 3, 12, 2 მმ, ეს უკანასკნელი, ამის გარდა, უმნიშვნელოდ ინელებს უჯრედისს; წვრილი ნაწლავის წვენი ინელებს 0,8 მმ ცილასა და 7 მმ სახამებელს (ლეონტიუკი, 1941).

ცილებს ბოცვრები ინელებენ 68,5%-ით, ცხიმებს - 68,8-ით, უაზოტო ნივთიერებებს - 82,9-ით; კომბოსტოს ფოთლების უჯრედისს - 75-ით, სტაფილოს - 65,3-ით, ჩალის - 22,7-ით, ხის ნახერხის - 20%-ით (ტერენტიევი, დუბინინი, ნოვიკოვი, 1952).
ბოცვრების მეტად საინტერესო თავისებურებაა კოპროფაგია (საკუთარი განავლის ჭამა, ხშირად უშუალოდ ანუსიდან გამოყოფისას). ედენის მონაცემებით, ბოცვერი ჭამს თავისი განავლის 54-დან 82%-მდე.

ცალკეული ავტორები კოპროფაგიას განიხილავენ როგორც პათოლოგიურ მოვლენას, დაკავშირებულს შიმშილობასთან და კვების ბალანსის დარღვევასთან (Swirski, 1898), საკვებში მინერალური მარილების ნაკლებობასთან (
mazurkeviCi და neustroeva, 1932), მადის დარღვევასთან ან ავადმყოფობასთან (Hare, 1940).

მკვლევართა უმრავლესობა კი ემხრობა იმ აზრს, რომ კოპროფაგია წარმოადგენს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მოვლენას და თამაშობს გარკვეულ როლს ბოცვრის საჭმლის მონელებაში. საუტერნი (Southern, 1940), აკვირდებოდა რა კოპროფაგიას გარეულ ბოცვრებში, აღნიშნა, რომ ის ჩვეულებრივ ხდება დილის საათებში და ცივ ამინდში, როდესაც ბოცვრის კცება გაძნელებულია, და წარმოადგენს კარგ ეკოლოგიურ ფაქტორს, რომელიც აანაზღაურებს ახალი საკვების მიღების სიძნელეს. ტეილორი (Taylor, 1940) ასევე მიუთითებს, რომ კოპროფაგია ხდება უპირატესად დილით, და უწოდებს მას ცრუ ცოხნას. მისი აზრით, კოპროფაგია აშკარად დაკავშირებულია საკვების ნაკლებობასთან და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან.
დადგენილია, რომ ბოცვრები გამოყოფენ ორი ტიპის განავალს: დღის - მაგარს, მშრალს და ღამის - ნოტიოს, რბილს; ამ უკანასკნელის მეტ ნაწილს ბოცვრები ჭამენ.

მადსენი განიხილავს ბიცვრის განავლის ორი ტიპის არსებობას როგორც განსაკუთრებული ნაწლავური რიტმის შედეგს და სვამს საკითხს იმის თაობაზე, ხომ არ არის ბოცვერი მცოხნელი ცხოველი; ედენის თანახმად, ორი ტიპის განავლის არსებობა წარმოადგენს შედეგს დღისით განავლის უფრო პირდაპირი გავლისა, რაც ხელს უწყობს მის მშრალ კონსისტენციას, და ღამით ბრმა ნაწლავის ღრმა განყოფილებების უფრო სწრაფი დაცლისა, რის შედეგადაც ღამის განავლის კონსისტენცია უფრო რბილია. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ბრმა ნაწლავის შიგთავსისა და რბილი განავლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი შემადგენლობა მეტად მსგავსია. ოლსენმა და მადსენმა (
Olsen a. Madsen, 1944), ჰარდერმა (Harder, 1949), ფრანკმა, ჰადელერმა და ჰარდერმა (Frank, Hadeler a. Harder, 1951) დაადასტურეს ბოცვრის რბილი განავლისა და ბრმა ნაწლავის შიგთავსის შემადგენლობის შესაბამისობა საკვები ნივთიერებების მიხედვით.

ედენმა (1940) გაარკვია, რომ რბილი განავალი მშრალზე გაცილებით უფრო მდიდარია პროტეინით (28,5% - 9,2%), ნაცრით (11,2% - 8,2%), P2O5-ით (5% - 2,9%), Nა2O-თი (0,3% - 0,15%) და K2O-თი (2,1% - 0,65%), თუმცა უფრო ღარიბია უხეში უჯრედისით (15,5% - 28,9%) და უაზოტო ექსტრაქციული ნივთიერებებით (43,7% - 52%).

კალვიჩმა, სტრუგლიმ და პირსონმა (
Kulwich, Struglia a. Pearson, 1953)  დაადგინეს ვიტამინების შემდეგი შემცველობა რბილ განავალში (პროცენტებში მათი საერთო შემცველობიდან სადღეღამისო რაციონში): ნიკოტინმჟავა 83%, რიბოფლავინი 100%, პანტოტენმჟავა 165%, B2 ვიტამინი 42% - და მიიჩნევენ, რომ ამ განავალს დიდი ადგილი უკავია ბოცვრების ვიტამინურ ბალანსში. შოინერტი და ციმერმანი (შცჰეუნერტ ა. ძიმმერმანნ, 1952) აღნიშნავენ, რომ კოპროფაგია აუმჯობესებს ბოცვრების ვიტამინურ კვებას. ოლცეზი, პირსონი და შვეიგერტი (Oლცესე, Pეარსონ ა. შცჰწეიგერტ, 1948) მიდიან დასკვნამდე, რომ კოპროფაგიის შედეგად ბოცვრებს შეუძლიათ გაძლონ ბევრი ვიტამინის გარეშე (თიამინი, რიბოფლავინი, ბიოტინი, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავები).

კალვიჩმა, პირსონმა და ლანკენაუმ (
Kulwich, Pearson a. Lankenau, 1954), ატარებდნენ რა ცდებს S35-ის შთანთქმის შესასწავლად რადიოაქტიური ნატრიუმის სულფატის მიღების შემდეგ, დაადგინეს, რომ კოპროფაგია ხელს უწყობს სისხლში S35-ის შთანთქმას და მისი შემცველობის გაზრდას ბოცვრის ღვიძლში, კუნთებში, თირკმლებსა და სისხლში.

სწავლობდნენ რა კოპროფაგიის გავლენას ბოცვრების მიერ საკვების მონელებაზე, ტრაკერმა და ბრანდმა (1955) დაადგინეს, რომ “უხეშ” რაციონზე შენახვისას კოპროფაგია აუმჯობესებს მშრალი ნივთიერების, პროტეინისა და ნაცრის მონელებადობას და ზრდის აზოტის დეპონირებას, მაგრამ გავლენას არ ახდენს სხვა ნივთიერებათა მონელებაზე; შენახვა “გაწმენდილ” რაციონზე აუმჯობესებს აზოტის დეპონირებას და ყველა გამოკვლეული საკვები ნივთიერების მონელებას.

კოპროფაგიის დადებით როლს ასევე აღნიშნავენ რიოდელი (Rodel, 1957) და ანგი (Anghi, 1957).

დაკლული ბოცვრების კუჭიდან და მათი შესანახი გალიებიდან ამოღებული განავლის გამოკვლევისას ლეონტიუკმა (1945) მათში აღმოაჩინა ერთი და იმავე სახეობათა კოქციდიების ოოცისტები. ეს მოწმობს იმას, რომ კოპროფაგია კოქციდიების მომწიფებული ოოცისტების (აგრეთვე ჰელმინტთა კვერცხების) შემცველი დიდხანს ნადები ეფკალიების შეჭმისას იწვევს ბოცვრების მუდმივ რეინვაზიას კოქციდიებით (ჰელმინტებით).

შარდი.
ბოცვერი დღე-ღამეში გამოყოფს 180-440 მლ ყვითელი ფერის შარდს. მისი ხვედრითი წონაა 1,010-1,15. რეაქცია ტუტეა, შიმშილობისას და ხორცით კვებისას მჟავეა. ბოცვრის შარდი შეიცავს შარდოვანას, ჰიპურის მჟავასა და ოდნავ ფოსფორმჟავასა და რძემჟავას. დღე-ღამეში შარდთან ერთად გამოიყოფა 130-360 მგ აზოტი და 16-26 მგ გოგირდი (ტერენტიევი, დუბინინი და ნოვიკოვი, 1952).                                                     


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service