ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ღორის დაავადებები და პროფილაქტიკა

ღორებში დაავადებები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები. ინფექციური დაავადებებია ღორის ჭირი წითელი ქარი, პასტერელოზი აუესკი და სხვა.

ღორის ჭირი - ბუნებრივ პირობებში, ღორის ჭირით ავადდებიან ყველა ასაკის შინაური და გარეული ღორები. განსაკუთრებით ავადდებიან ჯიშიანი მაღალპროდუქტიული ღორები. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებაგადატანილი, ვირუსმატარებელი გარეული და შინაური ღორები. ვირუსმატარებლობა გრძელდება 3-10 თვის განმავლობაში.

ღორის ჭირის მწვავე და ქვემწვავე ფორმისათვის დამახასიათებელია: ცხელება, მძიმე დეპრესია, კონიქტივიტი, რინიტი, შეკრულობა და ფაღარათი, კორდინაციის დარღვევა, წერტილოვანი სისხლცაქცევები კანზე, მუცელზე, კისერზე, ბარძაყის შიდა მხარეს, სილურჯე, ფილტვების ანთება, ტემპერატურის აწევა, მწვავე ფორმისას ცხოველი 2-10 დღეში კვდება, ქვემწვავე ფორმის დროს კი 10-12 დღეში.

ღორის კლასიკური ჭირის დროს ყურადღება ექცევა: მაღალ ტემპერატურას, სისხმჩაქცევებს ლორწოვან გარსებზე, წითელი ლაქები კანზე რომელიც ხელის დაჭერით არ უფერულდება. ღორის ჭირის ტიპიური ფორმის დროს ადგილი აქვს აბორტებს, გოჭების ნაადრევ დაყრას და სიკვდილიანობას.

 



ღორის ჭირის საწინააღმდეგოდ ვეტერინალურ-სანიტარული ღონისძიებების ჩატარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ აცრებს. პრობლემის გადასაწყვეტად არ უნდა დარჩეს არცერთი სული ღორის ჭირზე აუცრელი 2-თვის ასაკიდან. აცრებისათვის იყენებენ ღორის ჭირის ვაქცინას 2 გრამი
2-თვის    ასაკის    ზევით    უკეთდებათ    კუნთებში.    ასევე    ფართოდ    გამოიყენება
კომბინირებული    ღორის    ჭირის,    წითელი    და    ჰემორაგიული    სეპტიცემიის ვაქცინა(ერიპესტინი). 2 თვის ასაკიდან განურჩევლად 2 გრამი.
 
ღ ორის წითელი ქარი -ღორები ძირითადად აავადდება 3-12 თვის ასაკში. გოჭები 1-2
თვის ასაკამდე. დაავადების წყაროა კლინიკურად ჯანმრთელი მიკრობმატარებელი
და ასევე დაავადებული ღორი, რომლებიც მიკრობს გამოყოფს შარდთან, ფეკალთან
და კანის ქერწლთანერთად. დაავადების აღვმძვრელი ხშირად გადააქვს მღრღნელებს,
სისხლისმწოველ მწერებს და ფრინველებს.

ავადმყოფობა იწყება ცხოველის მოწყენილობით და სხეულის ტემპერატურის 42O-მდე და ზევით მოულოდნელი მატებით. ღორი მოდუნებულია, უმთავრესად წევს, საკვებს არ ირებს, ბარბაცით გადაადგილდება, აღენიშნება ყაბზობა, კუნთების კანკალი და გულის უკმარისობა, ზოგჯერ ადგილი აქვს ღებინებას, კონიუქტივიტს
და გოჭში დიარეას. ორგანიზმი მიყავს ფილტვების შეშუპებამდე, გაძნელებულ სუნთქვას - კანის ციანოზამდე, რომელიც გამოხატულია ყურებზე, კიდურების შიგნითა ზედაპირსა და მუცელზე. ჩნდება ლაქები დასაწყისში მოვარდისფრო, შემდეგ კი მუქ წითელ ფერს ღებულობს.

ავადმყოფობა გრძელდება 2-4 დღე. წითელი ქარის ეფექტური სამკურნალო საშუალებად ითვლება ჰიპერიმუნური შრატი და ანტიბიოტიკები (ოქსტრა, ოქსტრანოლგი)   შრატი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ 1,5 მლ კგ ცოცხალ მასაზე. პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ღორის ჭითელი ქარის ვაქცინას და კომბინირებულ ვაქცინას (ერიპესტინი) 2 გრამი კუნთში. ასევე ხდება აუსკზე აცრა 2 გრამი ერთ სულზე.

ღორები ინვაზიური დაავადებების ძლიერი ამთვისებელია ამიტომ საჭიროა დამუშავდეს ჰელმინთებზე წელიწადში 4-ჯერ. ჰელმინთების საწინააღმდეგოდ ფართოდ გამოიყენება ალბენი, ფენბუქსი, ანბენდამოლი და სხვა ცხოველის წონის მიხედვით .   ასევე   ფართოდ   გამოიყენება   საინექციო  საშუალებები:   ბიომექტინი, ივერმეკი, პრომექტინი 1 გრამი 35-40 კგ ცოცხალ წონაზე.

ღორები   ხშირად   ავადდებიან   არაგადამდები   დაავადებებით,   რომლებიც ხშირად გამოწვეულია უხარისხო, გაფუჭებული საკვებით და იწამლებიან. ასეთ შემთხვევაში  ზუსტი  დიაგნოზის  დასასმელად  და  მკურნალობისათვის აუცილებელია ვეტერინარი ექიმის რჩევები და კონსულტაციები.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service