ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
თევზის დაავადებები

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია - დაავადებას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მეურნეობაში არსებული თევზი (როგორც მოზარდი, ასევე სასაქონლო თევზი). ვრცელდება იმ წყალთან ერთად,  რომელშიც ბინადრობენ თევზები, აგრეთვე ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას   და ა.შ.

თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების   დასიება (გადმოკარკვლა), ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება.

პროფილაქტიკა - დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. წესდება მკაცრი კარანტინი.
 
ინფექციური ანემია  - დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც ჩაბუდებულია ავადმყოფი თევზის ღვიძლში, ელენთაში ან თირკმელებში.

ღვიძლი გადიდებულია, აქვს თეთრლაქებიანი ღია მოყვითალო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია, წარმოიქმნება წყლამანკი.
 
პროფილაქტიკა- მკვდარი თევზი ამოყავთ ტბორიდან, ტბორი დაბინძურებულ წყალს ცლიან და ახდენენ მის დეზინფექციას. მეურნეობაში წესდება მკაცრი კარანტინი.

ფურუნკულოზი  - დაავადების აღმძვრელია ბაქტერია, რომელიც დაბინძურებულ წყალში სწრაფად მრავლდება. არსებობს ფურუნკულოზის  ორი ფორმა: ნაწლავებისა და კუნთების.

დაავადება იწყება ნაწლავების ანთებით, რომელსაც თან ახლავს ჩირქის გამოყოფა და სისხლდენა. ტანზე ჩნდება ჩირქოვანი მუწუკები. ჩირქოვანი ზედაპირი სკდება, საიდანაც გადმოედინება ჩირქი, სისხლი და ბაქტერიები. გამსკდარი ჩირქგროვა გარდაიქმნება წყლულად, რომელზეც სახლდება საპროლეგნია.

პროფილაქტიკა: ავადმყოფობის აღმოჩენისთანავე მეურნეობაში ცხადდება კარანტინი და ტარდება პროფილაქტიკური და სამკურნალო   ღონისძიებები. სამკურნალოდ საკვებში შეაქვთ ანტიბიოტიკი.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service