ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
 ფრინველის დაავადებები
 
ფრინველისთვის ძლიერ საშიში და აქტუალურია რამდენიმე დაავადება, რომელთა ვაქცინაციაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნავს მეფრინველე.

ნიუკასლი
- ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ვირუსის გავრცელება ხდება გამოყოფილი სეკრეციებით, ექსკრემენტებით, კვერცხით და ამონასუნთქი ჰაერით.

აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა, გაფარათოვებული ჩიჩახვი, მყრალი სუნის სითხის დენა ჩიჩახვიდან, კვერცხდების შეწყვეტა, აბურძგლული ბუმბული, გალურჯებულ-გაშავებული ბიბილო.

დაავადება შეიძლება გამოვლინდეს წლის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, უფრო მეტად აქტუალურია ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით.
ფრინველის ჭირის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი გზა,  დროული იმუნიზაციაა.

ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა „ნიუკასლის  (ფრინველის  ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებათა წესი, რომელი არეგულირებს სახელმწიფოსა და ფერმერის უფლება-მოვალეობებს დაავადების არსებობის შემთხვევაში.

გამბორო
- მაღალკონტაგიოზური ვირუსული დააავადებაა, 2-20კვირის ასაკის წიწილებში.  მწვავე მიმდინარეობისას ვლიდდება თეთრი წყალივით ფაღარათი,ბუმბულის დაბინძურება კლოაკის ირგვლივ, დეპრესია, ანორექსია და დაცემა. ტემპერატურა საწყის ეტაპზე მომატებულია,შემდეგ ქვეითდება. დიაგნოზს ადგენენ ფრინველის გაკვეთით. მკურნალობა არ არის შემუშავებული. პროფილაქტიკა  ვაქცინაციაა 10 დღემდე ასაკის წიწილებში.

კოკციდიოზი - ერთერთი ყველაზე ხშირი პარაზიტული დაავადებაა. სიმპტომები: დაშვებული ფრთები,დახუჭული თვალები, დროდადრო-ლორწო და სისხლი.მკურნალობა ხდება კოკციდიოსტატიკებით და სულფანილამიდებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკას: დროული დეზინფექცია უნდა მოხდეს შენობისა და ინვენტარის; სასურველია შესაბამისი პრეპარატის საკვებში შერევაც, რომელიც იცავს ფრინველს ამ დააავადებისგან.

ინფექციური ბრონქიტი (ლარინგოტრაქეიტი)-ვირუსი აზიანებს ფრინველის რესპირატორულ ტრაქტს. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ფრინველებში. მწვავე ფორმისას სიკვდილიანობა შეადგენს 70%-ს. სიმპტომები: გაძნელებული სუნთქვა,თანმხლები ხრუტუნითა და ყივილით.  მკურნალობა არ არსებობს. პროფილაქტიკა ვაქცინაცია.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service