ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
გარეული ფრინველის მომშენებელი არბოშიკიდან
ირაკლი მაჩაბელი "მომავლის ფერმერია". მან ფერმერული საქმიანობა 5 წლის წინ, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში გარეული ფრინველების - ხოხბისა და კაკაბის მოშენებით დაიწყო. ახალბედა ფერმერმა სამოყვარულო საქმე ბიზნესად აქცია და თავისი ყოველდღიური ცხოვრება სოფელს დაუკავშირა, საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში, წინაპრების სახლში დაბრუნდა. ზრდის იმდენ ფრთას რისი საშუალებაც აქვს, მოთხოვნისა და სეზონის გათვალისწინებით. მისი ძირითადი მომხმარებლები სანადირო მეურნეობები, კერძო კოლექციონერები და რესტორნები არიან. თუმცა, ფიქრობს, თუ ხალხში უფრო მეტად იქნება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ ხოხბისა და კაკაბის შეძენა, მსურველი გაცილებით მეტი იქნება. ამასთან, ირაკლი ერთადერთია ადამიანია, ვინც მასობრივად საქართველოში კაკაბს აშენებს.

"საქართველოში ხოხბის გამრავლება ბევრმა სცადა, თუმცა - უშედეგოდ. დღემდე მარტო ვცდილობ ამ საქმეს თავი გავართვა. რადგან შესაბამისი განათლება არ მქონდა, ინტერნეტისა და სხვადასხვა ლიტერატურის დახმარებით ვცდილობდი ცოდნის მიღებას. თუმცა, ის რაც პრაქტიკაში გჭირდება, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც თეორიის  მეშვეობით ეცნობი. აუცილებელია გამოცდილი ადამიანისგან კომპეტენტური რჩევების  მიღება. ამ მხრივ კი ნამდვილად გამიმართლა, რადგან აღმოვაჩინე ორგანიზაცია "მომავლის ფერმერი", რომელთანაც დღემდე მუდმივ კონტაქტში ვარ. მათი ვეტერინარების დახმარებით ამომწურავად ვიღებ იმ სასარგებლო ცოდნას, რაც მეხმარება თავიდან ავიცილო ფრინველის დაავადებები, სწორად მოვახდინო მათი კვება..." - აღნიშნავს 31 წლის ფერმერი ირაკლი მაჩაბელი, რომელიც სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და დამწყებებს ურჩევს, ჰქონდეთ მონდომება და ნებისყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგის მიღწევას შეუძლებლად მიიჩნევს.


ბეჭდვა
 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service