ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ზურაბ კოჭლოშვილი - "მომავლის ფერმერი"
33 წლის ზურაბ კოჭლოშვილი „მომავლის ფერმერია“. მან ფერმერული საქმიანობა 8 წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში მეფრინველეობის კუთხით დაიწყო. აქვს ინკუბატორი და ზრდის წიწილებს ერთ კილოიან ვარიებამდე, კილო-ნახევრიან დედლებამდე და თავისი პროდუქციით რესტორნებს ამარაგებს.

"ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, ფრინველები... ზოოვეტი დავამთავრე და სოფელი განსაკუთრებულად მიყვარდა.  სოფლის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა და ეკონომიური სიძლიერის გამო, გადავწყვიტე მეფრინველეობის კუთხით მეცადა ბედი. სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული რაოდენობის წიწილებს ვზრდი. ფერმერობის დაწყებისთანავე ორგანიზაცია "მომავლის ფერმერთან" ვთანამშრომლობ და მათი კონსულტაციებით, რჩევებით ვხელმძღვანელობ, ეს უფრო მეტად მიადვილებს  იმ სირთულეებს, რაც წიწილების ზრდას უკავშირდება. კრიტიკულ სიტუაციებში სწორედ „მომავლის ფერმერის“  ვეტერინარების დახმარებით გადამირჩენია ბიზნესი," - ამბობს ფერმერი.

ზურაბ კოჭლოშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც თავისი საქმიანობისას აწყდება.

"ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სასაკლაოს მოსაწყობად ფინანსები არ არის. ამის გამო კი შესაძლოა რეალიზაციისას პრობლემები შემექმნას. მსხვილი სარესტორნო ქსელები უკვე ითხოვენ შესაბამის საბუთს. ამ დროს კი ქვეყანაში სასაკლაო რეალურად არ არსებობს. გაფართოების მიზნით ხელმიუწვდომელია იაფი კრედიტი, რადგან გარანტიებში ისეთი მოთხოვნებია, რაც მცირე ფერმერს არ შეიძლება ჰქონდეს," - აღნიშნავს ზურაბ კოჭლოშვილი და ფიქრობს, თუ ეს პრობლემები მოგვარდება,  გაუმარტივდება საქმიანობა, რეალიზაციის საკითხი და შეძლებს უფრო თანამედროვე ფერმის მოწყობას.

გახდი "მომავლის ფერმერი".

ბეჭდვა
 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service