ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ცხოველთა რეგისტრაცია
 
ევროკავშირის საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში 2018 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა საქონლისა და სადგომის რეგისტრაცია უნდა დასრულდეს.  

•  მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გულისხმობს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაციას, თითოეული სადგომის თუ დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს.
•    მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის.
•    სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის ორივე ყურზე დამაგრდება საყურე ნიშანი, რომელზეც დაიტანება მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
•    საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა დაუშვებელია სააგენტოს ნებართვის გარეშე.
•    საქონლის მფლობელი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს საქონელის დაბადებიდან  7 დღის ვადაში;
•    მისი იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ  ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა მსხვილფეხა საქონლის პასპორტი.
•    პასპორტი ივსება ერთ ეგზემპლარად და გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ მსხვილფეხა საქონელზე.
•    პასპორტში იქნება შემდეგი ინფორმაცია:
•    ნომერი, შტრიხკოდი; მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური და მისი დედის საიდენტიფიკაციო ნომრები; საქონლის დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი; სქესი, ჯიში, სახეობა; მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სრული საპასპორტე მონაცემები; მსხვილფეხა საქონლის სადგომის სარეგისტრაციო ნომერი; ნახირის სარეგისტრაციო ნომერი; ინფორმაცია ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ.
•    საქონლის გადაადგილებისას პასპორტში მითითებული უნდა იყოს ყველა იმ სადგომის თუ დროებითი სადგომის სარეგისტრაციო ნომერი, სადაც ეს მსხვილფეხა საქონელი იყო მოთავსებული და გადაადგილების თარიღები.
•    ნახირზე პასუხისმგებელი პირიც ვალდებულია დაარეგისტრიროს სადგომი.
•    ყველა სადგომის მფლობელმა უნდა აწარმოოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით სადგომის წიგნაკი.
•    დაუშვებელია სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა.  
•   2018 წლის პირველ იანვრამდე ყველა ხარჯს იღებს სახელმწიფო, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ეს ვალდებულება გადადის მსხვილფეხა საქონლის მფლობელზე.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service