ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ცხვარში გავრცელებული დაავადებებია:
1. ბრადზოტა
2. ინფექციური  ენტეროტოქსემია
3. ყვავილი
4. მონიეზიოზი
 
ბრადზოტი  ნიადაგოვანი ინფექციაა, გამომწვევები არიან ანაერობი მიკრობები, რომლებიც ნიადაგში ხელსაყრელ პირობებში წლობით ცოცხლობენ.
ამთვისებელია ცხვარი განურჩველად ასაკის, სქესის და ჯიშისა. თუმცა, უმეტესად ავადდება 2 წლამდე ასაკის ცხვარი.
არაკეთილსაიმედო მეურნეობაში ავადობა 30-35%-ია, ლეტალობა კი ზემწვავე მიმდინარეობის დროს - 100%-ს აღწევს.
პროფილაქტიკური მიზნით ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ან ცხოველის საძოვარზე გადარეკვამდე 30-40 დღით ადრე.
ინფექციური ენტეროტოქსემია (სინონიმები: დარბილებული თირკმელი, ბალახის ავადმყოფობა) მწვავედ მიმდინარე ავადმყოფობაა.  ამთვისებელია ყველა ასაკის ცხვარი, თუმცა, უმეტესად მაკე, ახალდადოლებული დედა და 8-10 თვის ასაკის მოზარდი ავადდება.  ავადმყოფობა ხშირად გვხვდება გაზაფხულზე, იშვიათად შემოდგომასა და ზამთარში. სეზონურობა დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან. არაკეთილსაიმედო ადგილებში ავადობა 25-30%-ს და ლეტალობა 80-100%-ს აღწევს.
მთავარი პროფილაქტიკა ვაქცინაციაა. ხშირად გამოიყენება ბრადზოტისა და ენტეროტოქსემიის საწინააღმდეგოდ კომპლექსური ვაქცინები. დაუშვებელია ცხოველის აცრა საძოვარზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს.
ინფექციური ენტეროტოქსემიით ავადდება ადამიანიც.
ყვავილი -მწვავე ინფექციური ავდმყოფობაა, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარის განვითარებით.
ყვავილი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხვარეობას. ფარაში მოკლე დროში ავადობამ შეიძლება 100%-ს მიაღწიოს. ბატკანში განფენილი და ჰემორაგიული ყვავილის დროს ლეტალობა 100%-მდეა. არაკეთილსაიმედო და საშიშროების ქვეშ მყოფ ზონებში ტარდება  ვაქცინაცია.
გაზაფხულზე და შემოდგომაზე აუცილებელია ცხვრის მონიეზიოზზე დამუშავება.
ცხოველები ავადდებიან საძოვარზე, ასევე თივიდანაც. გაზაფხულის მონიეზიოზით ძირითადად ავადდებიან ბატკნები. შემოდგომის მონიეზიოზით  7-8 თვის მოზარდი.
დაინვაზირებიდან 28-40 დღის ასაკში ბატკნები სუსტდებიან და იღუპებიან. ამიტომ აუცილებელია მათი შესაბამისი სქემით დამუშავება.
ყველა ზემოთჩამოთვლილი დაავადების შემთხვევაში, ასევე პრევენციისთვის მიმართეთ ადგილობრივ ვეტექიმს.

დანართი
რეკომენდირებული სქემები მონიეზიოზზე ბატკნისა და ცხვრის დასამუშავებლად.  
გაზაფხულზე:
ბატკნის I დამუშავება საძოვარზე, გაყვანიდან 15 დღის შემდეგ.
II დამუშავება 20-25 დღის შემდეგ I დამუშვებიდან.
III დამუშავება 25-30 დღის შემდეგ II დამუშავებიდან.
IV ხბოების დამუშავება საძოარზე გადენიდან 35-40 დღეში. განმეორებითი დამუშავება 35-40 დღეში.
შემოდგომაზე:
I დამუშავება სექტემბერში ერთხელ, ხოლო ბაგური შენახვის დაწყებიდან 30 დღის შემდგე მუშავდება მთელი ცვხარი (დიდი, თოხლი, ბატკანი).
მძმე დაინვაზირების შემთხვევაში ბატკანი და მოზარდი უმჯობესია დავამუშავოთ გაზაფხულზე.
გვახსოვდეს:
მონიეზიოზის დროს ბატკნები წონაში ჩამორჩებიან 2-3 კგ-მდე, მატყლის და ხორცის ხაეისხი დაბალია, ტანხებში შემოსავალი მცირდება 25%-ით.
ცხვრების სიკვდილიანობა, დეჰელმინთიზაციის გარეშე წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი!
ბატკნების სიკვდილიანობამ შეიძლება მიაღწიოს 80%-მდე.




 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service