ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია

ევროკანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში შემუშავდა „ღორის კლასიკურ ჭირთან" ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესი, რომელიც მეღორეობით დაკავებულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ.

კერძოდ:

ჭირის ვირუსის შეტანისაგან, ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია:
ფერმა დააკომპლექტოს ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი  ჯანმრთელი ღორებით;
ახლად შეყვანილი ღორები შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
არ დაუშვას:

•    ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;
•    კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც  ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს იყენებს;
•    სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);
•    ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა.
•    ტერიტორიაზე და ფერმაში შემსვლელი პირი, სანიტარულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა  და ფეხსაცმლით შემოსვის გარეშე;
•    ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ, ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე;                                        
•    დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.
 ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. მოსახლეობაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.
 საკვები სამზარეულოები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.
 საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო, ამ წესის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა  შესაბამისად.
 ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და, უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მოსვლამდე,  გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
•   ა) გამოაცალკევოს ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;
•    ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;
•    გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა
•  დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაფენის გატანა ტერიტორიის გარეთ;

 ჭირის დიაგნოზს  ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ. 
 ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის  შესასვლელ - გასასვლელებში ეწყობა დეზობარიერი და დეზოხალიჩები. ფერმაში შემსვლელმა და გამომსვლელმა პირებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service