ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ახალი ტექნოლოგიები მეცხოველეობაში - გამოწვევები და პერსპექტივები
 
მიხეილ ჭიჭაყუა - ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია "მომავლის ფერმერის" მთავარი კონსულტანტი.
 
თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო პრობლემა მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველაზე რთულ პრობლემად რჩება. ბევრ ქვეყანაში არსებობს სურსათის დეფიციტი, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ახლომომავალში ვერ იქნება დაკმაყოფილებული კალორიულობით ანუ კვების ნორმებით, ხოლო ცხოველური ცილების მოხმარების საკვები ნორმის მიღწევა კაცობრიობისთვის დიდ პრობლემად რჩება. რამდენად შორს არის საქართველო ამ პროცესებისგან? სავარუდოდ 20-25 წლით. მსოფლიო სამეცნიერო წრეები ზემოთხსენებულ პრობლემასთან გამკლავებას ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებით ახერხებენ, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით და გადამუშავების გზებით უზრუნველყოფდნენ პროდუქტების საკვებად გამოყენებას.
 
ამ სტატიით მინდა შევეხო მხოლოდ მეცხოველეობას და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების გაზრდის ზოგიერთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. 
 
დღეისათვის კაცობრიობის მიერ წარმოებული და მოთხოვნილი ცილოვანი პროდუქტების რაოდენობა შესაძლებლობების ზღვარზეა. მეცხოველეობის წინაშე იგივე პრობლემა დგას, რაც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში - ეფექტიანობა, ხარისხი და მრავალფეროვნება. დღეს მეცხოველე მეწარმე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, რაც მის მიერ კაპიტალდაბანდებათა უკუგებაშია გამოხატული. პროდუქტიულობის ზრდა, გამართული საწარმოო ჯაჭვი მწარმოებელს, გადამამუშავებელსა და ბაზარს შორის კოორდინაცია - ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს პროდუქციის ხარსხობრივ გაუმჯობესებასა და მრავალფეროვნებისკენ, რისი ნაკლებობაც საკმაოდ იგრძნობა საქართველოს მეცხოველეობის დარგის ეკონომიკაში.
 
ვფიქრობთ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე შეუძლებელია ამ მტკივნეულ საკითხებთან გამკლავება. 
2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანამ აწარმოა 2.74 მილიარდი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, აქედან მემცენარეობაზე მემცენარეობა - 37%, მეცხოველეობაზე _ 59%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურება - 4% მოდის. ეს მონაცემები ბევრად არ შეცვლილა 2013 წელს. მცირე ცვლილებებია მოსალოდნელი 2014 წლის მონაცემებშიც. 
 
შეგვიძლია თუ არა მეცხოველეობის მაჩვენებლის გაზრდა? რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ რთული. ამ გარდატეხაში ლომის წილი მეცნიერებაზე მოდის, რომელიც ახალი ტექნოლოგიების ძიებაში უნდა იყოს. განსაკუთრებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
 
საქართველოს მეცხოველეობაში ბიზნესის ბრუნვა 1,7 მილიარდ ლარზე მეტია, რაც შესაძლებელია სწორი მიდგომის შემთხვევაში გაორმაგდეს.
 
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და შიდა რესურსებიდან გამომდინარე მეცხოველეობის განვითარებაში წარმმართველი შეიძლება გახდეს ორიენტაცია ბიოპროდუქციის წარმოებაზე. მსოფლიოში იზრდება მოსახლეობა, შესაბამისია მოთხოვნა საკვებზე, განსაკუთრებით კი ცილოვან საკვებზე. ბიზნესი მეცნიერებასთან ერთად დაიძრა, მეცხოველეობაში გამოსაყენებელი პროდუქტიულობის ასამაღლებელი საშუალებების, კერძოდ, ზრდის მასტიმულირებელი საკვებდანამატების შექმნისა და გამოყენებისკენ. ზრდის სტიმულატორები იწვევენ არაჯანსაღ ინტერესს მრავალ მეურნეში, რომლებიც მისდევენ მ.რ.პ და ღორების მოშენებას სახორცედ.
 
საუბარია საკვებდანამატებზე, რომლებიც აუმჯობესებს ცხოველების ზრდასა და წონამატს.
 
თემა თავისთავად რთულია. ერთის მხრივ, წვრილი ფერმერები და კერძო საკარ-მიდამოების მეპატრონეები იმთავითვე ჩაყენებულნი არიან არათანაბარი კონკურენციის პირობებში მსხვილ კომპლექსებთან, რომლებიც მოაშენებენ ცხოველებს სახორცედ და არ თაკილობენ ამგვარი პრეპარატების გამოყენებას. მეორე მხრივ კი, ყველა მხრიდან გვესმის გასუქების დასაჩქარებელი ჰორმონალური პრეპარატების მავნეობის შესახებ. ვცადოთ სიტუაციის გარკვევა; 
ზრდის სტიმულატორად გამოყენებული საშუალებები ძალიან ბევრია. ისინი იყოფა ორ კატეგორიად:
1. საშუალებები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი ფიზიოლოგიური შესაძლებლობები.
2. საშუალებები, რომლებიც აჩქარებენ ზრდასა და წონამატებს არანორმალურ, არაფიზიოლოგიურ ვადებსა და ფარგლებში.
ჯერ მე-2 პუნქტის შესახებ.
 
ყველასთვის ცნობილია ეს იდუმალი სიტყვა "ჰორმონები".
 
ჰორმონები ორგანიზმში მართავს ყველაფერს, დაწყებული რძის გამოყოფიდან (ოქსიტოცინი) და დამთავრებული ქცევითი რეაქციით შიშზე (ადრენალინი).
 
არიან ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზრდაზე. მაგალითად, სომატოტროპინი არის ზრდის მთავარი ჰორმონი. გამომუშავდება თავის ტვინში. მისი სიჭარბისას ვითარდება დაავადება - გიგანტიზმი. ალბათ ყველას გაუგია არანორმალურად მაღალი ადამიანების შესახებ (2,5-3 მეტრი), ეს სწორედ მოჭარბებული სომატოტროპინის მოქმედების შედეგია.
გარდა ამისა, არის ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენს არა მთლიანად ორგანიზმის ზრდაზე, არამედ მხოლოდ კუნთოვანი მასის ნამატზე. ეს არის ყველასთვის ცნობილი ანაბოლიკები, მათ ფართოდ იყენებენ კულტურისტები.
ანაბოლიკები იყოფა მამაკაცის ჰორმონებად - ანდროგენებად (მაგ. ტესტოსტერონი) და ქალის - ესტროგენებად (სინესტროლი და სხვ.).
ყველაზე მკაფიოდ გამოხატულია ანდროგენები. მათი გამომუშავება ძლიერდება მამრებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში, და ეს გასაგებია _ ზრდასრულ მამრს უნდა ჰქონდეს კუნთებში ძალა და შესაბამისად მასა.
გარედან მათი ორგანიზმში ხელოვნურად ჭარბად შემოსვლისას ორგანიზმი წყვეტს საკუთარი ანდროგენების გამომუშავებას (გაუქმების სინდრომი).
 
ანაბოლიკებიდან სოფლის მეურნეობაში იყენებენ სინესტროლს, რეტაბოლილს და სხვა.
 
სინესტროლი-HRM  იმპლანტირდება ყურს უკან კანქვეშ სპეციალური ინექტორით. 1 კაფსულის მოქმედების ხანგრძლივობა 12-16 თვე (განიწოვება 10-12 თვეში + 2-4 თვე პოსტთერაპიული ეფექტი, რაც განპირობებულია ჰორმონალური ფონის საერთო ცვლილებით. მასის ნამატის ინტენსივობა: 1-2 თვე 600-850 გ/დღე, 3-6 თვე 900-1200 გ/დღე, 7-10 თვე 750-800 გ/დღე/
 
რეტაბოლილი - 1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ ნანდროლონის დეკანოატს. საშუალოდ საჭიროა ინექცია 100-150 მგ (2-3 მლ)/2-3 კვირა (ზრდასრულ ცხოველზე). მასის ნამატი 700-900 გ/დღე.
 
ძველი ტიპის პრეპარატები გაცილებით იაფია, თუმცა, არა აქვთ იდენტური ეფექტი, რადგანაც ძირითადად ორიენტირებულია საქონლის ზოგად ბიოლოგიურ პროფილზე. რთული სათქმელია, გამოვიყენოთ ეს პრეპარატები თუ არა.
ნებისმიერ ცხოველში, რომელსაც ვიყენებთ საკვებად, ეს ჰორმონები ორგანიზმში მაინც რჩება და თუ ადამიანი ღებულობს ხორცს, ის შესაბამისად ჰორმონებსაც ღებულობს.
 
ავიღოთ, მაგალითად, ისეთი ცნობილი მაგალითი, როგორიცაა გოჭების დაკოდვა. ყველამ იცის, რომ დაკოდილი ღორი იზრდება კერატზე გაცილებით უკეთ. ეს ხდება ძირითადად იმიტომ, რომ მამრობითი სასქესო ჯირკვლების არარსებობისას ქალური ესტროგენების დონე არანორმალურად მატულობს, ამ დროს თავს იჩენს წონამატის დაჩქარების ეფექტი. არსებითად, დაკოდილი ღორის ხორცი ასევე შეიცავს ესტროგენების არანორმალურად დიდ რაოდენობას, მაგრამ ვჭამთ უკვე მრავალი საუკუნეა და როგორც ვხედავთ კატასტროფა არ გამოუწვევია. 
 
თანაც ეს ჰორმონები ხარშვისას ძირითადად იშლება. ასე რომ ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ობიექტურია თუ გაზვიადებულია თემა ამ წონამატების სტიმულატორების მავნეობის შესახებ.
 
სხვა პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება საკუთარი ფიზიოლოგიური რეზერვების გამოყენებაში. ეს არის არა სახელდობრ ჰორმონები, არამედ პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმს საკუთარი ზრდის ჰორმონების გამომუშავებაში, აგრეთვე ქმნის ხელსაყრელ პირობებს და უზრუნველყოფს ყველაფერს აუცილებელს განვითარებისათვის.
ასეთი პრეპარატების სია ძალიან დიდია, ამიტომ ყველას განხილვა ალბათ შორს წაგვიყვანს.
ცალკე თემაა ანტიბიოტიკები. ზოგიერთ მათგანს ასევე გააჩნია ანაბოლიკური ეფექტი. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი ბიოვიტ-80 არის ტეტრაციკლინის წარმოებული + ვიტამინი B12.აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში 2006 წლის იანვრიდან ანტიბიოტიკები საკვებში არ არის დაშვებული. 
ყველა სახის ვიტამინური კომპლექსი ასევე აჩქარებს ზრდას.
ცალკე კატეგორიაა ასევე ქსოვილოვანი პრეპარატები, რომლებზეც აღარ შევჩერდებით.
ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე ქართველ მეცნიერებს საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ნამუშევარი და შექმნილია თანამედროვე საკვებდანამატები, რომლებიც ეფექტურობით არ ჩამოუვარდებიან ანაბოლიკურ სტეროიდებს. არამედ აჩვენებენ მაქსიმალურად ბევრად უკეთეს შედეგებს, რომელიც ორგანისმს ეხმარებიან მაქსიმალურად გამოიყენოს გენეტიკური პოტენციალის ფიზიოლოგიური შესაძლებლობები, საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტებისა და მიკროორგანიზმების გაძლიერების ხარჯზე, ეს არის მცენარეული ნედლეულიდან მიღებული, არაჰორმონალური, დაბალმოლეკულური, კომპლექსური ფენოლური ნაერთები, ერთ-ერთი საკვებდანამატი "რუმიფოსი" ცხოველთა (მრპ, წრპ) წონა-მატისა და დღეღამური მონაწველის მატების საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. "რუმიფოსმა" წარმატებით გაიარა სამეცნიერო კვლევა, როგორც ჩვენთან, ასევე 2 წლის განმავლობაში უკრაინაში, კერძოდ კი ვინიცის აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეკომედაციით მიმართა უკრაინაში მოქმედ საწარმოებს, რათა დანერგონ. მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი. რუმიფოსი საშუალო დღიურ წონამატს ზრდის დაახლოებით დღე-ღამეში 750-800 გრამით, დღიური მონაწველს 15-20%-ით. Mმისი გამოყენებით ფერმერს აქვს გარანტირებული მოგება 20-25 პროდუქტიულობის გაზრდისა და საკვების ეკონომიის ხარჯზე, ხარსიხთან ერთად. ვინიცაში ჩატარდა "რუმიფოსის' გამოყენებით გაზრდილი საქონლის ხორცის დეგუსტაცია, ხორცმა უმაღალესი შეფასება დაიმსახურა, ხორცის ხარისხის განმსაზღვრელი პარამეტრებით. "რუმიფოსი" ასევე აუმჯობესებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეწველი მიმართულების საქონელში საგრძნობლად ამცირებს მასტიტებს და შესაბამისად სომატური უჯრედების რაოდენობას რძეში.
 
"რუმიფოსი" ზემოთ ჩამოთვლილ ზრდის საშუალებებს, რომ შევადაროთ (თუმცა ჩვენ მათი გამოყენებისაგან თავს შევიკავებდით) იაფი უჯდება ფერმერს, საშუალოდ ერთ სულ საქონელზე (250-300 კგ) 1 თვის განმავლობაში 4 ლარამდეა, ხოლო მოგება კი 60-80 ლარამდე. აქვე აღვნიშნავ: 1მლ "რუმიფოსი" კვებითი ღირებულებით და ეფექტით 250-350 გრ მაღალი ხარისხის იონჯის ტოლფასია.
 
"რუმიფოსი" პერსპექტივაში შესანიშნავი საშუალებაა, როგორც საკვებ დანამატი ბიოპროდუქტების წარმოებაში.
დრო ჩქარა მიდის, ჩვენ და მომავალ თაობასაც მოგვიწევს ცხოვრება მსოფლიოში, სადაც იზრდება მოსახლეობა და მცირდება რესურსები, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს, რადგან თანმედროვე ტექნოლოგიები იძლევიან განუსაზღვრელ შესაძლებლობებს და ეს უნდა გამოვიყენოთ, ამისთვის კი გვჭირდება ცოდნა, ეს არის ის, რითაც გადავწყვეტთ პობლემას. თუ არ გამოვიყენებთ არსებულს,არ ვიზრუნებთ ტექნოლოგიების განვითარებაზე, ჩვენ არ გვექნება ბაზარი, ხოლო სახელმწიფოსგან კვოტებითა და სხვადასხვა სუფსიდიებით უზრუნველყოფილი პროდუქტის რეალიზება იქნება დროებითი და არეფექტური. 
ჩვენო ძვირფასო ფერმერებო კარგად უნდა დავინახოთ ჩვენი საქმიანობის მომავალი, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის გარეშე არ გვექნება წინსვლა და მოგება.

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service