ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია

სელენის დეფიციტის გავლენა ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე 

მსოფლიოს ბევრი რეგიონი ხასიათდება სელენის ნაკლებობით მიწაში და შესაბამისად, კვების პროდუქტებში. რუსეთი, ჩინეთი და ზოგიერთი დასავლეთის ქვეყნები ცნობილია როგორც სელენის მეტ-ნაკლებად დეფიციტის მქონე, არ გამოვრიცხავ საქართველოს ზოგიერთ კუთხესაც (კვლევა არ ჩატარებულა). საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის დღე-ღამური მოთხოვნა ამ მიკროელემენტზე შეადგენს 50-100 მკგ/დღეში, მაგრამ უკვე ითვლება, რომ ჭეშმარიტი მოთხოვნა თითქმის 3-ჯერ მეტია და საშუალოდ, შეადგენს 200 მკგ/ს დღეში. სელენი ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამერიკის მეცნიერებთა აკადემიამ დაადგინა სელენის მოთხოვნილების მაქსიმალური დონე, ეს არის 400 მკგ/დღეში ადამიანებისთვის 19 წლის და ზევით.
სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ცვლადი პროცესების მარეგულირებელი უმთავრესი ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. სელენი დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ცხოველქმედებასთან. ორგანიზმში მისი არსებობა სხვა მიკროელემენტებთან ერთად, აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და მისი პროდუქტიულობის შენარჩუნებისათვის. სელენი ერთ-ერთი უმთავრესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში. სელენი იცავს ორგანიზმს სხვადასხვა საწარმოო სტრესებისაგან. სელენი ააქტიურებს იმუნური სისტემის მუშაობას. სელენი და ვიტამინი არეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ინტენსივობაზე და საბოლოოდ, გონადოტროპული ჰორმონების აქტივობაზე. გარდა ამისა, სელენი აბრკოლებს მეტაბოლიზმის პროცესში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ზედმეტად დაჟანგვას. სელენი ხელს უწყობს წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ნორმალიზებას კაროტინის შეწოვისა და ვიტამინად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, ოპტიმალურ პირობებს ქმნის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისა და ნაყოფის ნორმალურად განვითარებისათვის.

დოქტორ შრაუზერის გამოკვლევებით, თუ სისხლში სელენის ნაკლებობა 100 მკგ-ზე დაბალია, მაშინ შესამჩნევად იზრდება კაცებში სიკვდილიანობა პროსტატის კიბოთი. რუსეთში გამოკვლევებმა დაადგინა, რომ სისხლში სელენის შემცველობა, სადაც მერყეობდა 30მკგ-დან 101 მკგ-მდე. (გოლუბკინა), ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი განსაკუთრებით მაღალი იყო.
სელენის დაბალი შემადგენლობა ორგანიზმში განაპირობებს კიბოთი სიკვდილიანობის მომატებას.
იზრდება აბორტების და რიგი სხვა დაავადებებათა რიცხვი ქალბატონებში.
დანიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები რომლებიც განიცდიან სელენის დეფიციტს, კორონარული დაავადების რისკი ეზრდება 70%-ით. როდესაც ფინეთში დაიწყეს საკვებზე სელენის დამატება, ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები შემცირდა 2,5 ჯერ, ონკოლოგიური დაავადებათა რიცხვი შემცირდა 1,8-ჯერ, ენდოკრინულ დაავადებები 77%-ით, საერთო დაავადებათა დონე კი 47%-ით.
აშშ-ს ონკოლოგიურ ნაციონალურმა ინსტიტუტმა ფართო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა 10 წელი, გამოაქვეყნა სენსაციური დასკვნები, რომ ადამიანები რომლებიც დღეში ღებულობდნენ 200 მიკროგრამ სელენს, ისეთი დაავადებები როგორიც არის ფილტვის, პროსტატის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო, შემცირდა 49%-ით.
კოლასალური შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა სელენის მიღება, უკვე ფართო წრეებისათვის არის ცნობილი.
სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოები გადატვირთულია ადამიანებით, რომლებიც მძიმედ არიან დაავადებულნი. საქართველოს ჯერჯერობით არ მიეცა საშუალება სხვადასხვა მიზეზების გამო ჩატარდეს ისეთ მიკროელემენტებით გამოწვეული დაავადებების სიხშირეზე, როგორიც არის იოდი და სელენი. ორივე ელემენტის დეფიციტი თავისი მასშტაბით სერიოზულ პრობლემებს იწვევს მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხში სრულად. ასე თუ ისე, წლების წინ დადგენილია იოდის დეფიციტის რეგიონები, თუმცა უახლოეს წლებში საქართველოში კვლევები არ ჩატარებულა, თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობს ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიკროელემენტების დეფიციტისა და აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისადმი დიდ როლს შეასრულებს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ჯანმრთელობის პროფილაქტიკის საკითხებში.
სელენის დეფიციტის სიმპტომები ცხოველებში:
ზრდასრული ცხოველები:
1. დაბალი განაყოფიერება,
2. აბორტი, სიცოცხლის უუნარო მოზარდის დაბადება.
3. მოგების შემდგომი დაავადებები, მომყოლის შეჩერება, მეტრიტი.
4. მასტიტი, რძეში სომატური უჯრედების მომატებული რაოდენობა.
5. ღვიძლის ჰეპატოზი და ნეკროზი.
მოზარდი:
1. ახალდაბადებული ხბოების დაბალი გამძლეობა სიცივის მიმართ.
2. შენელებული ზრდა.
3. დაბალი იმუნური მდგომარეობა.
4. სარემონტო მოზარდებში საკვების ცუდი კონვერსია.
5. კუნთოვანი დისტროფია.
ორგანული სელენის უპირატესობა:
1. კარგად აითვისება მცოხნავების მიერ.
2. არატოქსიურია.
3. არ ურთიერთქმედებს სხვა მინერალებთან.
4. ორგანიზმში ქმნის რეზერვებს.
ამდენად, ფერმერებმა სპეციალისტებთან ერთად უნდა იზრუნონ სელენით ისეთი პროდუქტების გამდიდრებაზე, როგორებიცაა: კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები, პური და სხვა.

მიხეილ ჭიჭაყუა, „ასოციაცია მომავლის ფერმერი", ბიოლოგიის დოქტორი

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service