ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მოწველის დროს არ არის კარგი იკვებებოდეს ძროხა, ხელები უნდა დაიბანოთ და გეცვათ სუფთა სამოსი. ცური და უნდა იყოს ჩამობანილი და მთლიანი ტანი გასუფთავებული, კარგია თითო ძროხის გასამშრალებლად გამოიყენოთ თითო ბამბის ქსოვილი და კარგად გამშრალდეს, თითო გამშრალების შემდეგ ქსოვილი უნდა გამოიხარშოს. დროულად უნდა მოიწველოს, რომ გამოირიცხოს რძის დაბინძურება ჰაერით. 
  
                                      
მოწველამდე: 
 
• დაასუფთავეთ სადგომი, განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც წველით
• დაასუფთავეთ ძროხის სხეული
• ჩაიცვით სუფთა სამოსი
• დაიბანეთ ხელები
• შეამოწმეთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძროხის და მისი ცურის
• დაავადებული პირუტყვი უნდა განცალკევდეს. ის უნდა მოიწველოს ბოლოს. თუ შეამჩნევთ მასტიტს ან სხვა დაავადებას, უნდა გადაწყვიტოთ, აადუღოთ თუ არა რძე, გამოიყენოთ ხბოსთვის თუ გადაღვაროთ
• დაბანეთ ცური თბილი წყლით, გაუკეთეთ მასაჟი: ჯერ ნახევარი, მერე მეოთხედი და მერე მთლიანი, ეს გაზრდის რძის რაოდენობას. 
• კუდი უნდა იყოს ფეხთან მიბმული. იოდის ხსნარით დაამუშავეთ ცური, თუ ხბო წოვს მოწველამდე, კარგად გაურეცხეთ და გაუმშრალეთ, რადგან არ შეყვეს რძეს მილიონობით ბაქტერია. 
 
მოწველის პერიოდში:
 
• სანამ დაიწყებთ მოწველას რძის პირველი ულუფა თითოეული "თითიდან" ცალკე უნდა მოიწველოს, შეგროვდეს მუქ ჭურჭელში და შემოწმდეს არის თუ არა სისხლი და რა ფერია რძე. პირველი ჩამონაწველი უნდა გადაიღვაროს. 
• ჭურჭელი უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალებული. 
• რძე არ უნდა დავტოვოთ ცურში, რადგან არის მასტიტისა და ანთების წყარო 
 
მოწველის შემდგომ:
 
• მოწველის შემდგომაც ცური უნდა ჩამოიბანოს, "თითები" შემოწმდეს, ისინი გაიწმიდოს ანტიბაქტერიული ხსნარით, მალამოს წასმაც შესაძლებელია;
• ჭურჭელიც უნდა გაირეცხოს ჯერ ცივი წყლით და მერე ცხელი წყლით, ანტიბაქტერიული ხსნარით გაირეცხოს და სათანადოდ გამშრალდეს. 
• რძე იფილტრება მექანიკურად და ისხმევა კონტეინერში, რომელიც იხურება ჰერმეტიულად. მოწველილი რძე უნდა შეინახოთ მაქსიმუმ 2 საათი 7-8 გრადუსზე, თუ უნდა წაიღოთ საწარმომდე.
• სადგომიდან გამოტანილი რძე გადაგვაქვს ჰერმეტულად დახურულ ბიდონებში. ამ პროცესში გამოიყენება საწურები, ფილტრები;
• რძე ჩაბარებამდე უნდა გაცივდეს 8ºგრადუსამდე
• რძის შენახვის ვადა დამოკიდებულია ტემპერატურაზე:
• 8ºგრადუსი - 12 საათი; 6-8º - 12-18 საათი; 4-6º - 18-24 საათი;
• რძე გადატანამდე უნდა ინახებოდეს ერთგვაროვან ტემპერატურაზე
• სასურველია რძე ყველის საწარმოს 2 საათის განმავლობაში მიეწოდოს.
 
იმ ჭურჭელს, რომელიც რძისთვის გამოიყენება, უნდა ეხურებოდეს თავი. რძის ჭურჭლის სარეცხ საშუალებად კარგია გამოიყენებოდეს ტუტე ხსნარი. ხოლო ყვითელი ნადების მოსაშორებლად, კარგია გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ მჟავე ხსნარი. 
 
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service