ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მოფერს საკუთარი წევრების ინტერესებზე მორგებული მრავალმხრივი მომსახურებისა და სარგებლობის პაკეტები აქვს. წევრები იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად.
პროფესიული ჯგუფი - პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელსაც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ან / და შეაქვს ასოციაციის ზემოთ მოყვანილი მიზნების მიღწევისათვის. არ იხდის საწევრო გადასახადს.
მსხვილ ფერმერთა და ორგანიზაციათა ჯგუფი - იურიდიული პირი, რომელიც მოღვაწეობს ასოციაციის საქმიანობის სფეროში. ჯგუფის წევრი იხდის წლიურ საწევრო გადასახადს და სარგებლობს ხმის უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს, მისი წევრები ავტომატურად ხდებიან მოფერის ასოცირებული წევრები და იღებენ შესაბამის სარგებელს.
წვრილ ფერმერთა და ოჯახურ მეურნეთა ჯგუფი - ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მოღვაწეობს ასოციაციის საქმიანობის სფეროში. არ იხდის წლიურ საწევრო გადასახადს.

 

წევრობის სარგებელი:


                     წვრილ ფერმერთა და ოჯახურ მეურნეთა ჯგუფი

• საგანმანათლებლო ხაზი -ტრენინგები, მიიღებენ სათანადო ცოდნას და ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი წარმატებისთვის. ყველა ტრენინგს აქვს შესაბამისი თემატური დატვირთვა და უძღვება პროფესიონალი.
• ამომწურავი კონსულტაციები და ინსტრუქტაჟი.
• ცხოველის, ფრინველის პირველადი დიაგნოსტიკა.
• სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულია სიახლეების ხელმისაწვდომობა - წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების და სხვა საჭირო მასალების მიწოდება, რაც საშუალებას მისცემს გადალახონ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
• სატელეფონო შეტყობინებებით დაავადებების პრევენციის, გავრცელების საშიშროებისა თუ სხვა საჭირო ინფორმაციის რეგულარულად მოწოდება.
• უცხოეთში მათთვის საინტერესო საკითხებზე დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი, ფორუმი და სხვ) შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
• პროდუქტის, საქონლის თუ სხვა გასაყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ელექტრონულად და სმს შეტობინებების საშუალებით. ამ გზით ფერმერი დროულად გადაჭრის ყიდვა-გაყიდვის საკითხს.
• უფასო სატელეფონო კონსულტაცია ვეტექიმებთან და აგრონომებთან.

მსხვილ ფერმერთა და ორგანიზაციათა ჯგუფი

• საგანმანათლებლო ხაზი - წევრები ისარგებლებენ უფასო ტრენინგებით, მიიღებენ სათანადო ცოდნას და ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი წარმატებისთვის. ყველა ტრენინგს აქვს შესაბამისი თემატური დატვირთვა და უძღვება პროფესიონალი.
• ამომწურავი კონსულტაციები და ინსტრუქტაჟი.
• ბონუს-სისტემა.
• ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობა, რაც არსებითია დღევანდელ საქმიან გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. კოორდინაცია ხარისხის მართვის მენეჯმენტის დანერგვაში.
• სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულია სიახლეების ხელმისაწვდომობა. წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების და სხვა საჭირო მასალების, ასევე, საქართველოში და უცხოეთში პროფესიული გამოცემების გამოწერა, ადგილზე მიწოდება.
• ვეტერინარული პრეპარატების, საკვებისა და საკვები დანამატების, მემცენარეობაში გამოსაყენებელი საშუალებების, სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრაქტიკულ გამოყენებაში დახმარება; პრეზენტაციების ჩატარება.
• ცხოველის, ფრინველის პირველადი დიაგნოსტიკა. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ჯგუფის გასვლა.
• სატელეფონო შეტყობინებებით დაავადებების პრევენციის, გავრცელების საშიშროებისა თუ სხვა საჭირო ინფორმაციის რეგულარულად მოწოდება.
• ტექნიკური საშუალებებისა და სხვადასხვა ინვენტარის მოძიებასა და შეძენაში დახმარება. ასევე, გასაყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ელექტრონულად და სმს შეტობინებების საშუალებით.
• სმს მარკეტინგი - მოფერის სმს სისტემით სარგებლობა, ასოციაციის მონაცემთა ბაზაში არსებული ჯგუფების ხელმისაწვდომობა, საჭირო ინფორმაციის სამიზნე ჯგუფთან გაგზავნა. მოფერის ბაზა რამდენიმე ათას მომხმარებელს ითვლის. თითოეული მომხმარებელი დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. ჯგუფები დალაგებულია საქმიანობისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით.
• სოფლის მეურნეობაში მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების, სიახლეების გაცნობა; აგრარული მიმართულებებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი, ფორუმი და სხვ) შესახებ ინფორმაციის მოძიება-მიწოდება, რეგისტრაცია.
• სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
• ადვოკატირება -საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირება.წევრის ინტერესების წარდგენა ბიზნესში, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურებსა და და საზოგადოებაში.
• საჭიროების შემთხვევაში იურიდიული კონსულტაციის გაწევა ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე, საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში დახმარება-დაკვალიანება;
• სარეკლამო-სააგიტაციო და მარკეტინგულ აქტივობაში დაკვალიანება, კონსულტაცია. პრესკონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-მართვაში კოორდინაცია.
• 24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია ვეტექიმებთან და აგრონომებთან.

პროფესიული ჯგუფი

• საგანმანათლებლო ხაზი -ტრენინგები, მიიღებენ სათანადო ცოდნას და ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი წარმატებისთვის. ყველა ტრენინგს აქვს შესაბამისი თემატური დატვირთვა და უძღვება პროფესიონალი.
• ამომწურავი კონსულტაციები და ინსტრუქტაჟი.
• ქართულ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში სიმპოზიუმებსა და სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრებში ჩართულობა, ინიცირება.
• პროფესიული გამოცდილების გაზიარება, კავშირების გამყარება.
• სამეცნიერო ნაშრომების პოპულარიზაციაში ხელშეწყობა;
• ქართველი მეცნიერების ინტეგრაციის ხელშეწყობას ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცეში;
ახალგაზრდების დაინტერესება და მათი ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია;

 

 თუ გსურთ გაწევრიანება, გადმოტვირთეთ შესაბამისი ჯგუფისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო განაცხადი, შეავსეთ და გადმოგვიგზავნეთ. აგრო-ბონუსის მისაღებად მოგვაკითხეთ მისამართზე: ქ.თბილისი, ქ.წამებულის 91-ის მოპ.მხარე. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2746394 / 599038902 ან მოგვწერეთ: info@agro.ge

 

  წვრილ ფერმერთა და ოჯახურ მეურნეთა ჯგუფი 

მსხვილ ფერმერთა და ორგანიზაციათა ჯგუფი 

პროფესიული ჯგუფი 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service