ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მონიეზიოზი

მონეზიოზი წვრილფეხა და მ.რ. პირუტყვის ჰელმინთოზური დაავადებაა.
ცესტოდების ეს სახეობა პარაზიტობს მცოხნავი ცხოველების ორგანიზმში.
მონიეზიოზი - ძირითადად გავრცელებულია Moniezia Expansa (აღწევს 6-8 მ-მდე) და moniezia beneberi (აღწევს 2-4 მ-მდე).
moniezia expansa - გვხვდება გაზაფხულზე. M. beneberi - შემოდგომაზე.
ცხოველები ავადდებიან საძოვარზე (შეიძლება თივიდანაც).
გაზაფხულის მონიეზიოზით ძირითადად ავადდება ბატკნები.
შემოდგომის მონიეზოიზით მოზარდი - 7-8 თვის.
ცესტოდების სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხვრის ნაწლავში შეადგენს 2,5 -3 თვეს, იშვიათად 7-თვეს.
დაინვაზირებიდან 28-40 დღის ასაკში ბატკნები სუსტდებიან და იღუპებიან.
საქართველოში მონიეზიოზის მიმართ განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გარდაბნის, სიღნაღის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის რაიონები.


მონიეზიოზით ბატკნების პირველი დაინვაზირება ხდება მარტის ბოლოს, აპრილის ბოლოს დაინვაზირებულია მათი სულადობის ნახევარი, ხოლო ივნის-ივლისში თითქმის მთელი სულადობა. შემოდგომაზე დაინვაზირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება. 1-2 წლის მოზარდეულში ინვაზია მაქსიმუმს აღწევს მაისში და მოიცავს სულადობის დაახლოებით მესამედს.
ბატკნის მონიეზიოზი შეიძლება გართულდეს პასტერელოზით, ბრადზოტით, ენტეროტოქსემიით, ისინი ითვისებენ მასპინძლის ორგანიზმისათვის განკუთვნილ საკვებ ნივთიერებებს, ასევე ცვლიან თიმუსის შემადგენლობას ამიტომ ბატკანი მალე სუსტდება.
აუცილებელია ბატკნის დროული დამუშავება 160ც - 270ც-ის ტემპერატურის დროს საძოვარზე ამ დროს მონიეზიების ცისტიცერკოიდების განვითარება 55-90 დღეში მთავრდება.

მონეზიოზის დეჰელმინთიზაციისათვის საშუალებები:
1. ფისტოკლოზანიდი (375, 500, 1500)
2. ფენბექსი (250, 500)
3. ალბექსი (250, 400, 600)
4. ალბენდაზოლი (თხევადი) 10%

ფისტოკლოზანიდი (500,1500) ითვლება უნივერსალურ პრეპარატად მონიეზიოზების (და სხვა ჰელმინთური დაავადებების) სამკურნალოდ, ის არის ნაკლებად ტოქსიკური, იძლევა საჭმლის გადამუშავების სისტემის სრულ დეჰელმინთიზაციას, გარდა ამისა მონიეზიოზზე დიაგნოსტიკის კარგი საშუალებაა.

დიაგნოსტიკისათვის: ფარიდან აიყვანენ 20-25 ბატკანს (ცხვარს) და აძლევენ მათ პრეპარატს, ამის შემდეგ მათ გადაიყვანენ ცალკე შენობაში და 12-24 საათის განმავლობაში პერიოდულად აკვირდებიან ცხოველის ექსკრემენტს.

ფენბექსი (250,500) უნიკალური ანტიჰელმინთური პრეპარატია, როგორც ფისტოკლოზანიდი, ფენბექსი ნაკლებ ტოქსიკურია, დოზის გადაჭარბება არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ფენბექსი (250,500) -ით დამუშავება შესაძლებელია მაკეობის დროს, ასევე ის არის ერთადერთი საშუალება ცერებრალური ცენუროზის ("რეტი") სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, რომელიც გავრცელებულია ცხვარში (ძირითადად ორ წლამდე), ფენბექსი (250 500) -ით ბატკნისა და ცხვრის დამუშავება წელიწადში 1-ჯერ ან 2-ჯერ მონიეზიოზზე იძლევა სხვა, ჰელმინთებიდან - ჭიებიდან გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკასა და დიდ ეკონომიურ მოგებას.


ალბექსი (250, 400, 600) - და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებით დამუშავდება ბატკანი, ცხვარი მონიეზიოზზე, როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ, როდესაც არ არის გამოხატული დაინვაზირების მძიმე შემთხვევები.

რეკომენდირებული სქემები მონიეზიოზზე ბატკნისა და ცხვრის დასამუშავებლად გაზაფხულზე:


ბატკნის I-ლი დამუშავება საძოვარზე, გაყვანიდან 15 დღის შემდეგ ფენბექსი (250, 500)-ით.
II დამუშავება 20-25 დღის შემდეგ I-ლი დამუშავებიდან ალბექსი (250, 400, 600)-ით.
III დამუშავება 25-30 დღის შემდეგ მე-2 დამუშავებიდან; ფისტოკლოზანიდით (375, 500, 1500), - ეს შეიძლება მოხდეს საძოვარზე.
IV ხბოების დამუშავება საძოვარზე გადენიდან 35-40 დღეში, განმეორებითი დამუშავება 35-40 დღეში.

შემოდგომაზე:

 I-ლი დამუშავება სექტემბერში ერთხელ, ხოლო ბაგური შენახვის დაწყებიდან 30 დღის შემდეგ მუშავდება მთელი ცხვარი (დიდი, თოხლი, ბატკანი) ფენბექსი 500-ით ან ფისტოკლოზანიდი 500-ით.

მძიმე დაინვაზირების შემთხვევაში ბატკანი და მოზარდი გაზაფხულზე უმჯობესია დავამუშავოთ ფიტოკლოზანიდით (375, 500, 1500), გამეორება შეგვიძლია ალბექსი 600-ით.

1. ფისტოკლოზანიდი (375, 500, 1500) - სამკურნალო დოზა 15მგ/კგ ც. წონაზე, პროფილაქტიკისთვის 10მგ/ც.წ.-ზე.

 დოზირება:

ფისტოკლოზანიდი 375 - 1 აბი სამკურნალოდ 25კგ. ც. წონაზე, (პროფილაქტიკა - 35კგ.ც.წ.-ზე).
ფისტოკლოზანიდი 500 - 1 აბი სამკურნალოდ 30-35 კგ. ც. წ.-ზე, (პროფილაქტიკა 150 კგ. ც. წ. -ზე)
ფისტოკლოზანიდი 1500 - 1 აბი სამკურნალოდ 100 კგ. ც. წ.-ზე (პროფილაქტიკა 150 კგ.ც.წ.)

2. ფენბექსი (250, 500), სამკურნალო დოზა 10მგ.ც. წონაზე, ე.ი შესაბამისად ფენბექსი 250 ერთი აბი - 25 კგ.ც. წ-ზე, ფენბექსი 500 - ერთი აბი -50კგ ც.წ-ზე. ცენუროზის ("რეტი") დროს, სამკურნალო დოზა სამმაგდება და ეძლევა სამი დღე.

3. ალბექსი (250, 400, 600) - სამკურნალოდ 15მგ/კგ ც. წ-ზე, პროფილაქტიკისათვის 10მგ/კგ. ც.წონაზე.
დოზირება:

ალბექსი 250 - სამკურნალოდ 1 აბი - 16-17 კგ.ც.წონაზე (პროფილაქტიკა 25კგ.ც. წონაზე)
ალბექსი 400 - სამკურნალოდ 1 აბი -25-27 კგ.ც.წონაზე (პროფილაქტიკა 40კგ.ც. წონაზე)
ალბექსი 600 - სამკურნალოდ1 აბი - 40 კგ. ც. წონაზე (პროფილაქტიკა 60 კგ.ც. წონაზე)

გვახსოვდეს:

მონიეზიოზის დროს ბატკნები წონაში ჩამორჩებიან 2-3კგ-მდე, მატყლის და ხორცის ხარისხი დაბალია, თანხებში შემოსავალი მცირდება 25%-ით.

ცხვრების სიკვდილიანობა, დეჰელმინთიზაციის გარეშე წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი!


ბატკნის სიკვდილიანობამ შეიძლება მიაღწიოს 80%-მდე.

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service