ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ფასციოლოზი
Fasciolasis
 
ფასციოლოზი მ.რ. პირუტყვის, ცხვრის, თხის ჰელმინთოზური დაავადებაა. მისი აღმძვრელებია - Fasciola Hepatica და Fasciola Gigantica, მიეკუთვნებიან fasciolidae-ს ოჯახს.
საქართველოში სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული ღვიძლის ჰელმინთის (ფასციოლა) სახელები:
სამეგრელო - ფარფალი
აღმოსავლეთ - დასავლეთ საქართველო - ღვიძლის პეპელა.
ფასციოლოზი საქონლის პროდუქტიულობას (ცოცხალ წონას, წველადობას) ამცირებს 15-25%-ით, რძის ხარისხი დაბალია.
ფასციოლოზი - ინვაზია ტრემატოდების ჯგუფიდან, უპირატესად ზიანდება ღვიძლი და ნაღველ სადინარები.
პათოგენოზი - ფასციოლები არღვევენ ღვიძლში სისხლის ცირკულაციას, მიგრაციის დროს შლიან მას, ასევე იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას, არღვევენ რიგი ორგანოების და სისტემის მუშაობას.
ფასციოლოზის სამკურნალო სხვადასხვა საშუალებები

1. ფისტოკლოზანიდი 1500 (500) უნიკალური საშუალებაა, როგორც ფასციოლოზის ასევე პარაფისტომატოზის საწინააღმდეგოდ, რადგან თავისუფლად გამოვიყენებთ ლაქტაციის პერიოდში, რძეზე შეზღუდვა - 24 საათი.

2. რონელონი ან ფაზინტექსი-1მლ 20კგ. ც.წონაზე საინექციო, კუნთში ან კანქვეშ. წვრილფეხა ცხოველისათვის -1 მლ 10 კგ. ც.წ.-ზე კანქვეშ.
3. ვილმექტინ F- 1მლ 50კგ ც.წ.-ზე -საინექციო, კანქვეშ.
4. ალბექსი 3000 (250,400,600)
დოზირება: ალბექსი 3000 - 200კგ. ც.წ
ალბექსი 600 - 40კგ. ც.წ.
ალბექსი 400 - 27 კგ. ც.წ
ალბექსი 250 _ 12-15 კგ. ც.წ
ც.წ-ცოცხალი წონა

ძირითადი გავრცელება: ქვემო ქართლი, კახეთი, კოლხეთის დაბლობი, გურია, აჭარა და აფხაზეთი.
აპრობირებული სქემები, მ.რ.პ -ს ფასციოლოზის სამკურნალოდ და ასევე სრული დეჰელმინთიზაციისთვის:

გაზაფხული, (მარტის I ნახევარიდან აპრილის I ნახევრამდე)
1. ფისტოკლოზანიდი 1500 (500) - 10 დღის შემდეგ - ალბექსი 3000 (600,400,250)).
გაზაფხული, (მარტი, აპრილი)
*2.ფისტოკლოზანიდი 1500 (500)- ერთი კვირის შემდეგ - ფენბექსი 500.
* ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული მკურნალობა.
რძის გამოყენებაზე შეზღუდვა ამ დროს არის მაქსიმუმ (24 საათი).
შემოდგომა, ზამთარი (დეკემბერი)
1. როლენოლი ან ფაზინტექსი - ორი კვირის შემდეგ - ალბექსი 3000 (600,400,250).
შემოდგომა, ზამთარი (დეკემბერი)
2. ალბექსი 3000 (600,400,250)-ორი კვირის შემდეგ ვილმექტინ F.
შემოდგომა (ოქტომბრის II ნახევრიდან, ნოემბრის II ნახევარმდე)
3. ფისტოკლოზანიდი 1500 (500) - 10 დღის შემდეგ - პრომექტინი ან ვილმექტინი, იზივერმეკი.
შემოდგომა (ნოემბერი - დეკემბრის I ნახევარი)
4. პრომექტინი ან ვილმექტინი, იზივერმეკი - სამი კვირის შემდეგ - ფისტოკლოზანიდი 1500, 500
შემოდგომა (ნოემბერი; დეკემბერი)
5. ფისტოკლოზანიდი 1500 (500) - ორი კვირის შემდეგ ვილმექტინ F
ნებისმიერ დროს მოზარდის (ორ წლამდე ასაკის) დამუშავება.
1. ალბექსი 3000 და სამი კვირის შემდეგ ვილმექტინ F, ან შეიძლება გამოვიყენო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვარიანტი - დანახარჯის და სირთულის მიხედვით.
დეჰელმინთიზაციის ჩატარება მიზანშეწონილია დილის საათებში. ფასციოლოზზე არაკეთილსაიმედო ადგილებში პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას ატარებენ ორჯერ წლის განმავლობაში -გაზაფხული, შემოდგომა.
თუ დაცულია პირობები, ანუ ხდება საქონლის გადაყვანა ბაგურ კვებაზე ოქტომბერში, მაშინ ფასციოლოზზე დეჰელმინთიზაცია ჩატარდება დეკემბრის ბოლოს (ამ დროს ფასციოლები ღვიძლში აღწევს სქესობრივ სიმწიფეს).
განმეორება გაზაფხულზე - ერთი თვით ადრე ცხოველების გაშვებამდე საძოვარზე.

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service