ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია

მეფრინველეობა და მისი განვითარება საქართველოში

როზა ნოზაძე

 საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი

 


მცირე ისტორიული ექსკური

 

მეფრინველეობის განვითარება საქართველოში იწყება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ცნობილია, რომ 1880-იანი წლებიდან მეფრინველეობის პროდუქტები გადიოდა საექსპორტოდ. მარტო ქუთაისის გუბერნიიდან ბათუმისა და ფოთის ფოთის ნავსადგურებიდან გატანილ იქნა 108 მილიონი კვერცხი ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც იყო პარიზი, ვენა, ჰამბურგი, ბერლინი, ლონდონი.

ლონდონის ბაზარზე 1898-99 წლებში ქუთაისის გუბერნიიდან გაგზავნილ კვერცხს თავისი ხარისხით მეორე ადგილი ეკავა. მეფრინველეობის განვიტარებას სამრეწველო ხასიათი მიეცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან. აიგო უმსხვილესი ბროილერული ფაბრიკები (კოდა, გამარჯვება, კასპი, სოხუმი, ზუგდიდი), რომელთა საერთო წლიურმა სიმძლავრემ 30 მლ ბროილერს მიაღწია. ასევე, ინტენსიურადშ განვითარდა მეკვერცხული მიმართულების ფაბრიკები, რომელთა საერთო წარმოებამ 1990-იანი წლებისატვის 450 მლ ცალ კვერცხს გადააწარბა. ისე როგორც სხვა დარგებში, მეფრინველეობაც სსრ კავშირის ერთიანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი იყო, რომლის დაშლის შედეგად მეფრინველეობა აღმოჩნდა კრიზისულ მდგომარეობაში. ქვეყანას არ გააჩნდა საკუთარი საინკუბაციო კვერცხი, კომბინირებული საკვების დასამზადებლად საჭირო ნედლეული, რამაც ფაქტობრივად, დაანგრია ჩვენი ქვეყნის მეფრინველეობა. საქართველოს ბაზარი მთლიანად დაიკავა საზღვარგარეთიდან შემოტანილი ფრინველის უხარისხო ხორცმა (გაყინული ბარკლები და ხორცპროდუქტები) და ვადაგასულმა კვერცხმა.

 დღევანდელობა

 

ამჟამად ქვეყანაში შექმნილმა დადებითმა პოლიტიკურმა სიყუაციამ გზა გაუხსნა ინვესტორებს მეფრინველეობაში თანხის დასაბანდებლად. ამოქმედდა პატარძეულის, საგარეჯოს, კოდის, ბოლნისის(სავანეთი), მეფრინველეობის ფაბრიკები; აიგო მცირე სიმძლავრის სრულიად ახალი მეფრინველეობის საწარმოები `მუხრანი`, `ალგეთი`, `კუმისი` და სხვა. აღნიშნულმა საწარმოებმა შეძლეს უმოკლეს დროში შეეზღუდათ საზღვარგარეთიდან კვერტცხის იმპორტი. მათ უკვე დაიკავეს საკუთარი ბაზრის უდიდესი სეგმენტი. თუმცა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ჩვენ საწარმოებს კვლავ უხდებათ  საზღვარგარეთიდან საინკუბაციო კვერცხის და ერთდღიანი წიწილის შემოყვანა. ასევე, კომბინირებული საკვებისათვის საჭირო ინრგედიენტებისა და მოწყობილობა-დანადგარების შემოტანა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულებას. ადგილობრივი პროდუქციის მაღალი ფასების გამო ისინი კონკურენციას ვერ უწევენ შემოტანილ იაფფასიან ფრინველის ხორცს, ამიტომ ზოგიერთი საწარმო ვერ ასაღებს საკუთარ პროდუქციას და კოტრდება. მიუხედავად ამისა, მეფრინველეობა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები და მისი შედეგები

 

მეფრინველეობის დარგის წინსვლაში უდიდესი როლი შეასრულა თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილებებით საწარმოების აღჭურვამ და მაღალპროდუქტიული ჰიბრიდული ფრინველით სამრეწველო გუნდის დაკომპლექტებამ. ასე მაგალითად, მუხრანის მეფრინველეობის კერძო საწარმოში უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილებების დანერგვამ და მაღალპროდუქტიული ფრინველის ჰოლანდიიდან შემოყვანამ, შესაძლებელი გახადა დარგი მაღაკრენტაბელური გამხდარიყო. აღნიშნულ საწარმოში განხორციელებულია პრინციპი: `ფრინველი-მანქანა~, რაც გულისხმობს საწარმოში კომპიუტერული მართვის სისტემის გამოყენებას. საფრინველეში მოთავსებული კომპიუტერი შედგება ოთხი სექტორისგან: 1. მიკროკლიმატი, 2. წარმოების, 3. კვერცხის შეგროვების და 4. ნაკელის გატანის. ყველა სექტორის მუშაობას აკონტროლებს კომპიუტერი და იძლევა ყველა საჭირო ინფორმაციას. საწარმოში, პირველად საქართველოში, დაინერგა სამრეწველო გუნდის კომბინირებული შენახვა (ღრმა საფენი+მავთულბადიანი იატაკი), რაც საშუალკებას იძლევა მივიღოთ მაღალხარისხიანი დიეტური კვერცხი. ამჟამად ევროპის ქვეყნები გადავიდნენ ბროილერების ღრმა საფენზე შენახვის ტექნოლოგიაზე. შენახვის აღნიშნული წესი მაღალხარისხიანი ბროილერის მიღების საშუალებას იძლევა. ამჟამად საქართველოში მეფრინველეობის უმრავლესი საწარმო იყენებს ბროილერების გალიურ შენახვას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფრინველის დასმის სიმჭიდროვეს და შესამაბისად, ყოველ კვადრატულ მეტრ იატაკის ფართობზე მეტი ხორცის მიღების საშუალებას იძლევა . ასე მაგალითად, გალიური შენახვისას, ნაცვლად 120-140 კგ-სა, მიიღება 220-260 კგ ხორცი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჯერ-ჯერობით, უარს ვერ ვიტყვისთ ბროილერების გალიურ გამოზრდაზე, რადგანაც მისი გამოყენება ფრინველის ხორცის წარმოების გაზრდის უმოკლედი გზაა. საქართველოში შემოყვანილმა მაღალპროდუქტიულმა მეკვერცხულმა კროსებმა ჩვენს პირობებშიც მაღალი პოტენციალი გამოავლინეს და მსოფლიო სტანდარტს მიაღწიეს. ასე მაგალითად, ერთი ფრთა ბროილერის საშუალო ცოცხალმა მასამ 42 დღის ასაკში 1,8-2 კგ შეადგინა, ხოლო ერთ კგ წონამატზე 1,8-1,9 კგ საკვები დაიხარჯა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ვინაიდან საქართველოს მეფრინველეობის საწარმოებს საკუთარი სანაშენე ბაზა არ გააჩნია, ამიტომაც საზღვარგარეთიდან შემოჰყავთ ფერადი და თეტრჭუჭიანი კვერცხის მომცემი კროსები.
აღნიშნული ფრინველი წარმატებით შენდება ''სავანეთში'' (ბოლნისი) . აღნიშნული კროსები წელიწადში 300 და მეტ კვერცხს იძლევიან. ''სავანეთი'' თბილისის ბაზრებს აწვდის როგორც თეტრ, ასევე, ყავისფერ ნაჭუჭიან კვერცხს, რაც მოსახლეობის მოთხოვნილებაზეა გათვლილი.
ამგვარად, საქართველოში მეფრინველეობის დარგის განვითარებისატვის საჭიროა საკუთარი სანაშენე ბაზის შექმნა, რაც შესაძლებელია გადასახადების ლიბერალიზაციით და სანაშენე საწარმოებისათვის გრძელვადიანი მცირეპროცენტიანი სესხების გამოყოფით.


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service