ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
"მომავლის ფერმერის" საგამომცემლო სამსახური რეგულარულად გამოსცემს ფერმერებისათვის საჭირო პრაქტიკული რჩევების სხვადასხვა ნაკრებს, ასევე სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას.

  • "ღორის ხორცის წარმოება ფერმერულ და ოჯახურ პირობებში" - პრაქტიკული რჩევების ნაკრები, რომელიც განკუთვნილია მეღორე ფერმერებისთვის, ასევე - სტუდენტებისთვის. წიგნი 75 გვერდიანი და ღირს 2 ლარი.
  • "ჯანსაღი ხბოს მიღება და მისი წარმატებით გამოზრდა ფერმერულ და საოჯახო პირობებში" - წარმოადგენს გზამკვლევს მეცხოველე ფერმერებისთვის. მასში თავმოყრილია პრაქტიკული რჩევები, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში ფერმერს გამოადგება. ფასი 1 ლარი.
  • "საკვებწარმოება აგრონომიის საფუძვლებით" (კულტურათა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია) - სქელტანიან, ილუსტრირებულ გამოცემაში წარმოდგენილი საკვებწარმოების თეორიული საკითხების, პრაქტიკული ხერხებისა და ილეთების შესახებ მონაცემები დახმარებას გაუწევს მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებელ და საკვების დამამზადებელ ფერმერებს ყოველდღიური საქმიანობის სწორად წარმართვაში. იგი დაეხმარება სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მკვლევარებს, შესაბამისი პროფილის სპეციალისტებს. წიგნის ავტორები არიან: საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ახალგაზრდული პრემიის ლაურიატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ სარჯველაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ ჯინჭარაძე. 456 გვერდიანი გამოცემის ღირებულებაა 16 ლარი.
  • "ძროხის და ღორის ცოცხალი მასის განაზომებით განსაზღვრა, ასაკის დადგენა და ზოგიერთი სხვა პრაქტიკული საკითხები" - წიგნი განკუთვნილია დარგის სპეციალისტებისთვის, ფერმერებისა და სტუდენტებისათვის (დამხმარე სახელმძღვანელოდ "ზოოტექნიკა"). ნაშრომში ცნობარის სახით წარმოდგენილია ფერმერულ და ოჯახურ პირობებისათვის მეძროხეობის და მეღორეობის დარგში ძირითადი პრაქტიკული საკითხები: ცოცხალი მასის განაზომებით განსაზღვრა, მაკეობის კალენდარი, დაგრილებისა და მოგების ორგანიზებულად ჩატარება, ფურიდან წლიური ჩამონაწველის წინასწარ დადგენა, ძროხისა და ღორის ფიზიოლოგიური მონაცემები და რიგი ტექნოლოგიური საკითხები. გამოცემა დაეხმარება ფერმერებს მეცხოველეობის პროდუქტების ეფექტურად წარმოებაში. წიგნის ავტორები არიან: იაკობ შუბითიძე, მიხეილ ჭიჭაყუა, ნიკოლოზ ზაზაშვილი, დავით ბოსტაშვილი. წიგნის ღირებულებაა 2 ლარი. 
  • "მდელოსნობა" - სასარგებლო და საინტერესო გამოცემა ფერმერებისთვის.
  • "მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია" - პროფესიული გამოცემა.
  • რძის წარმოებასთან დაკავშირებით სავარგულების ეფექტურად გამოყენება, ძროხის ზოგიერთი დაავადება, პროფილაქტიკა და მკურნალობა - პრაქტიკული რჩევები ფერმერებისათვის
  • ზოოჰიგიენა - სასწავლო წიგნი სტუდენტებისათვის საკვებსწარმოება აგრონომიის საფუძვლებით, კულტურათა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია - პრაქტიკული და სასწავლო გამოცემა.
  • ვეტერინარული პრეპარატების ცნობარი (ქართულ და რუსულ ენებზე).

 დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2746394 ან მოგვწერეთ: Info@agro.ge




 
  • სასარგებლო რჩევები მებარეშუმეებს - ნაშრომი განკუთვნილია ფერმერების, მეაბრეშუმეობაში მომუშავე სპეციალისტების და ახალგაზრდა მეაბრეშუმეთა კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ დარგის ბიზნესით დაინტერესებლ ადამიანებს, შესაბამისი პროფილის სტუდენტებს და მეცნიერ თანამშრომლებს. ფასი - 3.5 ლარი
  • მეაბრეშუმის გზამკვლევი - წიგნში აღწერილია როგორ მივიღოთ აბრეშუმი და შევარჩიოთ თუთის ჯიშები, რომელიც აბრეშუმის ჭიის ერთადერთ საკვებს წარმოადგენს. ფასი - 3 ლარი
  • თევზის მოშენება-მომრავლება და სამკურნალო პროფილაქტიკური საკითხები(თამაზ გავაშელი) - წიგნში განხილულია შიდა სამეურნო წყალსატევებზე სათევზე-ფერმერული მეურნეობების მოწყობისა და ცოცხალი თევზის მოპოვების, მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებები. განხილულია თევზის სიცოცხლეზე მოქმედი ფაქტორები, დაავადების გაჩენის მიზეზები, წყალსატევში გასატარებელი პროფილაქტიკურ-თერაპიული ღონისძიებები.დიაგნოზის დასმის მეთოდები და თევზის ვეტერინარიულ-სანიტარიული ექსპერტიზის საკითხები. ფასი - 7 ლარი
  •  ფუტკრის პროდუქტები და მათი გამოყენება ხალხურ მედიცინასა და აპითერაპიაში (ვენერა სტეფანიშვილი) - გათვალისწინებულია მოყვარულ მეფუტკრეთა, სტუდენტთა და ამ საკითხით დაინტერესებული მოსახლეობის ფართო მასებისათვის. ფასი - 7 ლარი
  •  ფრინველის გენეტიკა და სელექცია (როლანდ მიტიჩაშვილი, როზა ნოზაძე, ავთანდილ ჩაგელიშვილი) - წიგნი წარმოაგდენს დამხმარე სახელმძღვანელოს სტუდენტებისათვის, სადაც გაშუქებულია ცვალებადობა და მისი შესწავლის მეთოდები ფრინველთა სელექციაში, მემკვიდრეობის ციტოლოგიური და მოლეკულური საფუძვლები, ჰიბრიდული ცვალებადობის კანონზომიერებანი და მისი გამოყენება ფრინველთა სელექციაში, მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია, სქესის გენეტიკა, პოპულაციების გენეტიკა, ფრინველის გენეტიკური ანომალიები და ზოგიერთი დაავადებებისადმი გამძლე ქათმის ხაზების შექმნა, ფრინველის სახეობა, ჯიში, კროსები, ხაზები, გადარჩევა და შერჩევა, მათი სელექციის ტექნოლოგია და ცალკეულ სახეობათა სელექციის თავისებურებანი. ფასი - 11 ლარი 
  • უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი სოფლის მეურნეობაში (იური ნიკოლაიშვილი) - ლექსიკონი განკუთვნილია სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობით დასაქმებული პირებისათვის, საზოგადოებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და ა.შ. ფასი - 13 ლარი
  •  აკვარიუმი ჩვენი ოჯახისათვის (თამაზ გავაშელი) - წიგნი დაწერილია ახალგაზრდა ნატურალისტებისა და დეკორატიული თევზის მოყვარულთათვის. ფასი -7 ლარი.
  • თანამედროვე ვეტერინალური პრეპარატები -  ცნობარში წარმოდგენილია ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ადგილობრივი და იმპორტირებული პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები. მოცემულია სიახლე ვეტერინარული
    პრეპარატების ფარმაკოლოგიური მაჩვენებლების შესახებ.

 
 

   

  •  ვეტერინარიის საფუძვლები - "მომავლის ფერმერის" ახალი გამოცემა გაყიდვაშია. წიგნი განკუთვნილია ფერმერებისთვის, ვეტერინარებისთვის და ამ დარგში ჩართული ადამიანებისთვის. ფასი: 13 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2746396 / info@agro.ge

 

   
 

 

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service