აქტუალური
პრესა ჩვენს შესახებ
მეფუტკრეობა
სათესლე მასალა
ირიგაცია
2013 წლის ანგარიში
ნერგები
კატალოგი
კალფოსტონიკი

კალფოსტონიკი (CALFOSTONIC)

INVESA, ესპანეთი

შემადგენლობა

ვიტამინი A . . . . . . . . . . . 600000 სე

ვიტამინი D3. . . . . . . . . . . . 200000 სე

ვიტამინი B1. . . . . . . . . . . . . 100 გ

ვიტამინი B6 . . . . . . . . . . . . 10 მგ

ვიტამინი B12. . . . . . . . . . . . 1.1 მგ

ვიტამინი E . . . . . . . . . . . . . . 75 მგ

ვიტამინი K3. . . . . . . . . . . . . 25 მგ

D, L-მეთიონინი . . . . . . . . . . . 10 მგ

L-ლიზინი . . . . . . . . . . . . . . 2.5 მგ

ნიკოტინის მჟავა . . . . . . . . . . 1.25 გ

პანტოტენატ კალციუმი . . . . . . 500 მგ

ქოლინ ქლორიდი . . . . . . . . . . 25 გ

გენციენის ფუძე . . . . . . . . . . . . 5 გ

კარნიტინის ჰიდროქლორიდი . . . . 10 გ

გლუტამატის ნატრიუმი . . . . . . 7.5 გ

ნატრიუმის ქლორიდი . . . . . . . . 25 გ

მაგნიუმის კარბონატი . . . . . . . . 5 გ

თუთიის კარბონატი . . . . . . . . . . 1 გ

რკინის სულფატი . . . . . . . . . . . 2 გ

სპილენძის სულფატი . . . . . . . . 500 მგ

კალიუმის იოდიდი . . . . . . . . . . 180 მგ

კალციუმის კარბონატი . . . . . . . 443.865

დიკალციფოსფატი . . . . . . . . . . 300 გ

ნატრიუმის სელენიტი . . . . . . . . . 80 მგ

არომატიზირებული შემავსებელი 1 კგ-მდე. 

პრეპარატი დაფასოებულია 500 გ, 1 კგ და 2 კგ ოდენობით პლასტიკურ ბიდონებში, 60 გ-იან დოზატორთან კომპლექტში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კალფოსტონიკი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალური მარილების, ოლიგოელემენტების, ამინომჟავების, ზრდის ფაქტორის, მადის მასტიმულირებელი, მატონიზირებელი და არომატული დანამატების კომპლექსურ ნარევს. პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად ან პირუტყვის დიდი ჯგუფის დასამუშავებლად, ცხოველების სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ელემენტების ნაკლებობით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული მდგომარეობის დროს, რათა რძის, ხორცის და ბეწვის წარმოება შეესაბამებოდეს ცხოველის გენეტიკურ შესაძლებლობას.

ჩვენებები: გამოიყენება აუცილებელი ელემენტების მწვავე და ქრონიკული ნაკლებობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ანორექსიის, ცუდი კვების შედეგის, გამოჯანმრთელების პერიოდში დახმარების, რახიტის, ცუდი განვითარების, ტონუსის ამაღლების, მადის სტიმულირებისათვის. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: ანორექსია, მცირე პროდუქტიულობა, გამოჯანმრთელების პერიოდში დახმარება, რძის გამომუშავების სტიმულირება, ტონუსის ამაღლება. ღორები და ცხენები: ანორექსია, ავიტამინოზი, გამოჯანმრთელების პერიოდში დახმარება, ტონუსის ამაღლება. ფრინველი: ავიტამინოზი, პროდუქტიულობის სტიმულირება, გამოჯანმრთელების პერიოდში დახმარება.

დოზირება: ჯგუფური მკურნალობა (საკვებთან შერეული): ფრინველს: 20 - 30 გ პრეპარატი 1 კგ საკვებზე 10-20 დღის განმავლობაში. სხვა ცხოველებს: 20 კგ პრეპარატი 1 ტ საკვებზე 10-20 დღის განმავლობაში. ინდივიდუალური მკურნალობა (დღიური დოზა ერთ ცხოველზე): მსხვილფეხა პირუტყვს: 100 - 200 გ 15-20 დღის განმავლობაში, მოზარდებს: 40 - 50 გ 15-20 დღის განმავლობაში. ღორს და ცხენს: მაკეობის დროს 60 - 100 გ 15-20 დღის განმავლობაში, მოზარდებს 10 - 15 გ 15-20 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

უკუჩვენებები: არ აღინიშნება

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის დოზების გადაჭარბებისას ინტოქსიკაცია პრაქტიკულად არ აღინიშნება. ხორცისა და რძის პროდუქტები გამოიყენება შეუზღუდავად.

გამოშვების ფორმა: 1კგ-იანი პაკეტები

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-200C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.

 

 საქმე სულით ამაღლებამდე

  ნიკოლოზ ზაზაშვილი

საქართველო უძველესი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მთავარი ხერხემალი ოდითგანვე აგრარული მეურნეობა იყო, მეურნე კაცი კი - ჩვენი ეროვნული სიძლიერის სიმბოლო... 

 >> დაწვრილებით

  აქტუალური

მღრღნელები აგროსექტორის წინააღმდეგ

 

   ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება


 

Copyright © 2014 AGRO.ge | All Rights Reserved. Created By: Pro-Service